სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აზერბაიჯანის სასამართლოებში სამართალი იყიდება

0 კომენტარი
 2016 წლის 18 აპრილი   ავტორი: ნურგულ ნოვრუზი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


მოქალაქეების განცხადებით, ისინი დამახინჯებული სასამართლო სისტემის მსხვერპლები ხდებიან.

აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს შენობა

აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს შენობა (ფოტო: აზიზ კარიმოვი).

აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალჩინოსნის ვაჟის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებამ ქვეყნის სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის საკითხი წინ წამოწია. 

ბაქოს საბაილის რაიონის გამგებლის შვილს, ილჰამ ასგერლის,  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 2014 წლის სექტემბერში ფატალური შედეგით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაეკისრა.

ასგერლი, მიუხედავად იმისა, რომ იყო 16 წლის და არ ჰქონდა მართვის მოწმობა, თავის მეგობართან, სანან მირზოევთან და ოჯახის მძღოლთან ერთად, მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა მშობლების მანქანით.

რა დროსაც, მერსედესის მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატვირთო მანქანას დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მირზოევი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვლა. ასგერლიმ და მძღოლმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს.

გასული წლის მაისში ასგერლის ხუთწელიწად-ნახევარი, ხოლო სატვირთო ავტომობილის მძღოლს, აჰლიმან სულეიმანოვს, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მირზოევის ოჯახის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს თხოვნით, გაეთავისუფლებინა უდანაშაულო მძღოლი და დაესაჯა ნამდვილი დამნაშავე – ილჰამ ასგერლი.

„ჩვენს საზოგადოებაში უცნაური ტენდენცია სუფევს. ადვოკატები, ძირითადად, იმიტომ არიან საჭირო, რომ ევაჭრონ პროკურორებს და მოსამართლეებს.“


ნაცვლად ამისა, ერთი თვის შემდეგ, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ, ძალაში დატოვა სულეიმანოვის ექვწლიანი პატიმრობა, ასგერლის კი სასჯელი სამ წლამდე შეუმცირა. თებერვალში ის ციხიდან გაათავისუფლეს. 

ძალაუფლებით ნაყიდი გავლენა

აზერბაიჯანი სულ უფრო შეუწყნარებელი ხდება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პირებისადმი. ბოლო წლების განმავლობაში ათეულობით პოლიტიკური აქტივისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი თუ ჟურნალისტი დააპატიმრეს ფალსიფიცირებული ბრალდებებით, რომელთა შორისაც არის ხულიგნობა, გადასახადებისაგან თავის არიდება და ნარკოტიკების შეძენა-შენახვა.

პოლიტიკური პატიმრების მინიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 2016 წლის თებერვლის თვისთვის, ქვეყანაში 107 პოლიტიკური პატიმარი იყო. მარტის შუა რიცხვებში, ვაშინგტონის ბირთვულ სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, ალიევის ბრძანებით, ცამეტი მათგანი გაათავისუფლეს.

იალჩინ იმანოვი, რომელიც არაერთი ცნობილი პოლიტპატიმრის, მათ შორის ხადიჯა ისმაილოვას ინტერესების დამცველია, აცხადებს, რომ თანამდებობის პირების გავლენა სასამართლო სისტემაზე ვლინდება არა მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული, არამედ ჩვეულებრივი სამოქალაქო დავების წარმოებისას.

მისი თქმით, ასგერლის შემთხვევაში ყველა მტკიცებულება აშკარად მიუთითებდა, ერთადერთ დამნაშავეზე – მაღალჩინოსნის შვილზე.

„მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად, ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს და სრულიად უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს ციხეში ექვსი წლით,“ – განაცხადა იმანოვმა.

„აზერბაიჯანის სასამართლოში, გადაწყვეტილებები მიიღება ან ვიღაცის ბრძანებით ან საქმე ფულით გვარდება. ეს ეხება როგორც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს, ასევე იმ შემთხვევებს, სადაც მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

„აზერბაიჯანში თანამდებობის პირები წარმოადგენენ იმ მდიდარ ფენას, რომელიც ფლობს მონოპოლიებს და ჩრდილოვან ბიზნესებს ქვეყანაში. მათ შეუძლიათ სასამართლოზე გავლენის მოხდენა, როგორც თავიანთი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ასევე ფულით,“- განაცხადა იმანოვმა.

„თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ სისხლის სამართლის დანაშაულს, ის ფულის გარეშე არ მოგვარდება. ჩვენს საზოგადოებაში უცნაური ტენდენცია სუფევს. ადვოკატები, ძირითადად, იმიტომ არიან საჭირო, რომ ევაჭრონ პროკურორებს და მოსამართლეებს. ძალია ცოტაა ისეთი ადვოკატი, ვინც არ იღებს მონაწილებას ასეთ გარიგებებში,“ – დასძინა მან.

არსებული ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენება შეძლო 32 წლის ბაქოელმა ქალბატონმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

„ჩემი ძმა ქურდობის მონაწილე იყო. როდესაც დააპატიმრეს, ჩვენ ჯერ გამომძიებელს მოველაპარაკეთ, შემდეგ კი პროკურორს და მოსამართლეს, მას ლმობიერად რომ  მოპყრობოდნენ,“ – თქვა მან. 

მის ძმას თოთხმეტწლიანი პატიმრობა ელოდა. პატიმრის დასახმარებლად ოჯახმა გაყიდა ბინა და ფული ჯერ გამომძიებელს გადაუხადა, შემდეგ კი პროკურორს და მოსამართლეს, დაახლოებით 40 000 მანათი (დაახლოებით 26 000 აშშ დოლარი). საბოლოოდ, მოხერხდა პატიმრობის მოსალოდნელი ვადის ექვსი წლით შემცირება.

„ჩემს ძმას რვა წელი მიუსაჯეს,“ – თქვა მან.

თანამედროვე სამართალმოწყობის იმედი

„ფრიდომ ჰაუსის“ პროგრამის წარმომადგენლის თამარა გრიგორიევას მიხედვით, აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის შემდეგ ჰქონდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის მცდელობა და მიიღო კიდეც შესაბამისი კანონები.  

სასამართლო სისტემის მოდერნიზების შესახებ პრეზიდენტის მიერ 2006 წელს მიღებული ბრძანებულების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა ახალი სასამართლოები, მათ შორის სააპელაციო სასამართლოებიც. ასევე, მოსამართლეებისა და ადვოკატების გადამზადება-სერტიფიცირების მიზნით, გაიხსნა აკადემია.

გასული წლის ნოემბერში, ქალაქ შეკიში ახალი სასამართლოს გახსნის ცერემონიაზე, პრეზიდენტმა ალიევმა სიტყვით გამოსვლის დროს მაღალი შეფასება მისცა ქვეყნის სასამართლო სისტემის წარმატებით გაძლიერებას და კანონის უზენაესობის დაცვას, ასევე ხაზი გაუსვა გამჭვირვალობის გაზრდას.

თუმცა, როგორც გრიგორიევა აღნიშნავს, კორუფციის გარდა, არსებობს ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორიცაა პროფესიონალი მოსამართლეების  და პირველი ინსტანციის სპეციალიზებული სასამართლოების არარსებობა.

„ამ ყველაფერთან ერთად, აზერბაიჯანის სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს არის ერთპიროვნული მმართველობის ქვეყანა და სასამართლოები ვერ იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს,“ – განაცხადა მან.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ ბევრი საქმე, მათ შორის ცნობილი ჟურნალისტების და უფლებადამცველების, როდესაც სასამართლოზე არ იყო წარმოდგენილი არცერთი სარწმუნო მტკიცებულება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს მიუსაჯეს აბსურდულად ხანგრძლივი სასჯელი,“ – დასძინა გრიგორიევამ. „ეს შეკერილი საქმეები არის აშკარა მაგალითი იმისა, თუ რამდენად ცუდად ფუნქციონირებს აზერბაიჯანის სასამართლო სისტემა და რამდენად შორსაა ის იმისგან, რომ იყოს დამოუკიდებელი და სამართლიანი.“

ხელისუფლების წარმომადგენლები მათი მისამართით გამოთქმულ მსგავსს ბრალდებებს უარყოფენ.

„სასამართლოები აზერბაიჯანში დამოუკიდებელი და თავისუფალია,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ დეპუტატმა აიდინ მირზაზადემ. „თუ მოქალაქე უკმაყოფილოა რომელიმე სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას შეუძლია მიმართოს უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოს – სააპელაციო სასამართლოს, უზენაეს სასამართლოს. სასამართლოზე ზეწოლაზე საუბარი გამორიცხულია.“ 

სასამართლოები ოფიციალურ ზეწოლას ნებდებიან

ადვოკატი ალაიიფ ჰასანოვი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრებული აქვს ხუთი სამოქალაქო საქმე, რომელთა დროს თანამდებობის პირთა მხრიდან ზეწოლის შედეგად უსამართლო განაჩენი იქნა გამოტანილი. 

„ძალიან ბევრია ასეთი სამოქალაქო საქმე, როდესაც სასამართლოებმა თანამდებობის პირების და ძირითადად, ადგილობრივი აღმასრულებელი სტრუქტურების გავლენის შედეგად გამოიტანეს სრულიად უსამართლო განაჩენი,“ – თქვა მან. 

რასულ მამადოვი გვიყვება, რომ მისი შვილი, საბუჰი, რომელიც ოთხწლიან სასჯელს იხდის ხულიგნობის ბრალდებით, გახდა მსხვერპლი ამ მახინჯი სისტემის.

„ჩემი შვილი ახლა საპატიმროშია, რადგანაც არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა,“ – ამბობს მამა და იხსენებს 2013 წლის ოქტომბერს, როდესაც მისი, მაშინ 23 წლის შვილი მეგობართან შესახვედრად წავიდა.

ადგილზე მისულმა საბუჰიმ, დაინახა, რომ  მისი მეგობარი ჩხუბში იყო ჩართული და მის გაშველებას შეეცადა, თუმცა საბოლოოდ, თვითონ აღმოჩნდა ნაცემი. ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ ამოიღო დანა და დაჭრა სამი ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

მოკლულის მამის, მაღალი თანამდებობის პირის, დაჟინებული მოთხოვნით, ჩხუბის ყველა მონაწილე დაისაჯა.

„საბუჰი მამადოვი არ იცნობდა არც გარდაცვლილს და არც მკვლელს და არც ჩხუბში მონაწილე სხვა პირებს. ის იცნობდა მხოლოდ ერთ მოჩხუბარს და სწორედ ამიტომ ჩაერია ჩხუბში, მის გასაშველებად. იმ ფაქტს, რომ ჩემი კლიენტი მხოლოდ შემთხვევით აღმოჩნდა ჩხუბში ჩართული, ადასტურებს მისი ყველა მონაწილე. მიუხედავად ამისა, … მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს,“ – განაცხადა მისმა ადვოკატმა ხალიდ ბაგიროვმა.

„მე მესმის მგლოვიარე მამის. კაცმა შვილი დაკარგა. მაგრამ უდანაშაულო ადამიანის დასჯით შვილს უკან ხომ ვერ დაიბრუნებ,“ – ამბობს რასულ მამადოვი.

კორუფციის ფაქტების მხილების მიზნით მოქალაქეები პროტესტის წარმოუდგენელ ზომებს მიმართავენ.

27 თებერვალს, აზერბაიჯანის ჩრდილოეთით, გაბალას რაიონის სოფელ ქოთუქლუს მკვიდრები, აღდამის რაიონში ჩავიდნენ და სომხების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა სცადეს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის თაობაზე არსებული შეიარაღებული დაპირისპირება 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. მყიფე ზავის დადებით, კონფლიქტი გაიყინა, თუმცა ის ჯერ კიდევ მოუგვარებელია და შეტაკებები პერიოდულად ხდება, ერთ-ერთი ბოლო და ყველაზე მძიმე დაპირისპირება 2 აპრილს მოხდა.    

სოფელ ქოთუქლუს მკვიდრთა ოცდახუთკაციანი ჯგუფი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლით, მათი პრობლემებისადმი ყურადღების მიპრყობას შეეცადა.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, მაღალი თანამდებობის პირების ნათესავები, რომლებიც მათ სოფელში ცხოვრობენ, თანასოფლელების მიმართ ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას. ნებისმიერს, ვინც მათთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცდება, სახლში ან მანქანაში ნარკოტიკებს ჩაუდებენ.

პროტესტის შემდეგ, სამართალდამცავებმა დააკავეს აქციის მონაწილეები და სახლებში გაუშვეს.

„სომხების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა არც ერთი მოქალაქისთვის არ არის ღირსეული საქციელი,“ – აცხადებს ადვოკატი იმანოვი. „მაგრამ ჩინოვნიკების განუკითხაობამ და არასამართლიანმა სასამართლოებმა ადამიანები ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ უიმედობის გამო, აღარ იციან რა მოიმოქმედონ.“ 

ნურგულ ნოვრუზი

    გააზიარე

ავტორი ნურგულ ნოვრუზი
ნურგულ ნოვრუზი საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის პსეუდონიმია. ნურგული აშუქებს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, მმართველობით საკითხებსა და მედიის მდგომარეობას.


მსგავსი სტატიები:


ოკუპაციის შედეგები საქართველოში
აპრილი 15, 2022

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

აზერბაიჯანი: თვითმკვლელობების საგანგაშო სტატისტიკა
ივლისი 1, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT