სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ნატოს წევრობის ბუნდოვანი პერსპექტივა

0 კომენტარი
 2016 წლის 27 ივნისი   ავტორი: გიორგი ცხვიტავა

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


თბილისი განაგრძობს ოცნებას, მაგრამ წევრობამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა დარჩენილი.

გიორგი ცხვიტავა

ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“

ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ (ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო).

ანალიტიკოსების აზრით,  8-9 ივლისის ვარშავის სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საგრძნობი წინსვლის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.

საქართველომ მიიღო ალიანსისგან პირობა, რომ ის ადრე თუ გვიან შეურთდებოდა მას, რისთვისაც ქვეყანამ ზედმიწევნით შეასრულა აუცილებელი ყველა წინაპირობა.

განსაკუთებით დიდი სამუშაო იქნა გაწეული ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით, რაც ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ერთი სტანდარტის მიხედვით ფუნქციონირებას გულისხმობს.

თუმცა, საქართველო მაინც რჩება საკამათო კანდიდატად.

ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის მიერ კონტროლდება მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ანექსია მოახდინა. ნატო თავს იკავებს  უსაფრთხოების გარანტიების მიცემისგან იმ ქვეყნისთვის, რომელიც სრულად ვერ აკონტროლებს თავის ტერიტორიას, რადგან ამით გაიზრდება რუსეთთან დაპირისპირების რისკი.

„იმ უსიამოვნო ფაქტმა, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოს დაესხა თავს და მოახდინა მისი ტერიტორიის ანექსია, დღის წესრიგიდან ამოაგდო ახლო მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა,“ – აცხადებს ლონდონის „ჩეთემ ჰაუსის“ რუსეთის და ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ჯეიმს ნიქსი. „ეს ის შემთხვევაა, როდესაც რუსული ბლოკის მენტალიტეტმა გაიმარჯვა.“

1994 წელს საქართველო გახდა პირველი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც შეუერთდა ნატოს პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. ამჟამად, სქემა 22 წევრს აერთიანებს და მიზნად ისახავს ნატოსა და არაწევრ სახელმწიფოებს შორის  ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ნდობის ჩამოყალიბებას; შედეგად, ზოგიერთი რესპუბლიკა გახდა კიდეც ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.

1999 წლიდან საქართველო აქტიურად არის ჩართული ნატოს ოპერაციებში. ის არის ნატოს უმსხვილესი არაწევრი კონტრიბუტორი ავღანეთში და მისი კონტინგენტი სიდიდით მესამეა შეერთებული შტატებისა და გერმანიის შემდეგ.

2008 წლის ნატოს  ბუქარესტის სამიტზე, ალიანსის წევრებს შორის ვერ შედგა კონსენსუსი საქართველოსთვის მაპის (გაწევრიანების სამოქმედი გეგმის) მინიჭების თაობაზე. თუმცა, ამავე შეხვედრაზე საქართველომ მიიღო პირობა, რომ ის აუცილებლად გახდებოდა ალიანსის წევრი.

2009 წელს მაპის სტატუსი მიანიჭეს მონტენეგროს და მას შემდეგ ის მოლაპარაკებების პროცესში იმყოფება. საქართველოსთვის ეს დადებითი სიგნალია, რაც ნიშნავს, რომ ნატო გაფართოების პოლიტიკას აგრძელებს.

2015 წლის დეკემბერში ბრუსელში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ ალიანსი ვარშავის სამიტისთვის შეიმუშავებდა საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს.

თუმცა, როგორც ჯეიმს ნიქსი მიიჩნევს, საქართველოს მოლოდინი ნატოსთან დაკავშირებით ყოველთვის იყო არარეალისტური.

„ნაწილობრივ ალბათ იმიტომ, რომ მას ყოველთვის მიაჩნდა, რომ იყო უფრო მომზადებული – უფრო თავსებადი, ვიდრე არის სინამდვილეში. რასაც, თავის მხრივ განაპირობებდა საქართველოს ავღანეთის მისიაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია. მეორე მხრივ კი, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინის შექმნას ხელი შეუწყო 2008 წლამდე პერიოდში, შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა.“

მზადება

მაისში, თბილისთან ახლოს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით ჩატარდა ერთობლივი სამხედრო სწავლება სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი.“

ის საკმაოდ ფართოდ გაშუქდა ქართულ მედიაში, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მოლოდინი, რომ ქვეყანა უახლოვდება ალიანსის წევრობას.

გასაკვირი არ არის, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა მას „პროვოკაციული“ უწოდა.

ერთობლივი სწავლების მიზანი იყო ქართველი სამხედროების მომზადება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის და მასში ჩართული იყო 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო. ვარჯიშებზე წარმოდგენილი იყო ამერიკული M1A2 ტიპის აბრამსის ტანკები და ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები.

ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“

ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ (ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო).

23 მაისს, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის  „ალფა“ ასეული გახდა სრულად თავსებადი ნატოს შეიარაღებულ ძალებთან, რაც ალიანსში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნად ითვლება. ეს ნიშნავს, რომ სამხედრო შენაერთი მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეძლებს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობის მიღებას.

„ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ყველა ასეული არ მიიღებს შეფასებას,“ – აღნიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ. „ეს შეფასება აღინიშნება ნატოს დოკუმენტებში, რომელიც მზადდება ვარშავის სამიტისთვის… ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არის იმისათვის, რომ გახდეს დიდი ევრო-ატლანტიკური ოჯახის ჯარების სრულფასოვანი წევრი.“

საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე ხაზგასმით აღნიშნვს, რომ  ნატოსთვის საქართველო არის უმნიშვნელოვანესი თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო.

„საქართველო პრაქტიკულად მოწინავე სამხრეთი ფლანგია ალიანსისთვის და ერთობლივი წვრთნებიც არის ერთგვარი შემადგენელი და თავსებადი ნაწილი ნატოს სამხედრო კომიტეტის გეგმების,“ – აცხადებს ის ჩვენთან საუბრისას.

პოლიტიკოსების ნაწილს საკმაოდ რეალისტური მოლოდინი აქვს და ისინი დიდ გარღვევებს არ ელოდებიან, თუმცა ხელისუფლებას ივლისის სამიტისგან მნიშვნელოვანი პროგრესის იმედი აქვს.

ნატოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „ვარშავაში საქართველო ალიანსისგან მიიღებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერ გზავნილებს.“

საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძეც მიიჩნევს, რომ საქართველო მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის.

„დღეს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გაწევრიანებისთვის და ახლა არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების დრო,“ – განაცხადა მან. „როდესაც ნატოსთან ურთიერთობის შედეგებზე ვსაუბრობთ ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ ნატო არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. შესაბამისად, ინტეგრაციის პროცესმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები.“

რეალისტური მოლოდინი

ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“

ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ (ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო).

ქართველი ექსპერტები თანხმდებიან, რომ გაწევრიანების საკითხი მეტწილად არის დამოკიდებული გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე, კერძოდ კი, უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის დარეგულირებაზე. ამასთან ერთად, აუცილებელია საქართველოს გააქტიურება საერთაშორისო არენაზე და ქვეყნის შიგნით სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.

„თუ შევხედავთ ობიექტურად, საქართველოს მოლოდინი სამიტთან დაკავშირებით არ არის მაღალი,“ – აცხადებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია. „ხელისუფლებამ და ზოგადად საზოგადოებამ უკვე გააცნობიერა, რომ ამ სამიტზე არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება არც მაპის და არც სხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, იმ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რაც დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეშია შექმნილი. ამიტომ, ხელისუფლების ამოცანაა მოლოდინის მართვა, იმისთვის, რომ საზოგადოებას არ გაუჩნდეს იმედგაცრუება ევროატლანტიკური კურსის მიმართ.“

როგორც ჩანს, ამის მინიშნებას ეცადა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 16 ივნისს ბერლინში გამართულ შეხვედრაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ რეალისტურები უნდა ვიყოთ,“ – განაცხადა მან. „ქართველები სულ უფრო და უფრო ხვდებიან, რომ თვითონ პროცესია მნიშვნელოვანი… პროცესი ამბიციური მიზნისკენ. ეს არის ქართველების კანონიერი უფლება და  მათ ამ ოცნებას ვერავინ წაართმევს.“

ოფიციალურ მოსკოვს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება ნატოს რუსეთის საზღვართან მიახლოების გამო, თუმცა რუსი ანალიტიკოსები მოსალოდნელ ცვლილებებში საფრთხეს ვერ ხედავენ.

„რამდენადაც ვიცი, ნატო არ იღებს ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ მოუგვარებელი კონფლიქტები,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე კრამჩიხინმა. „ამიტომაც, არ არსებობს საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მანამ, სანამ ის ოფიციალურად არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

„რაც შეეხება თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას და ნატოს კონტინგენტის საქართველოში გაზრდას, მე ამას არ ველოდები, მაგრამ თუ ეს მოხდება, მოსკოვის პასუხი იქნება ადეკვატური. რაც უფრო დიდი იქნება მათი კონტინგენტი, მით უფრო გაიზრდება საჯარისო შენაერთების რაოდენობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში.“

„არ მგონია, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს ალიანსის წევრი,“ – დასძინა მოსკოვის „პირ ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ევგენი ბუჟინსკიმ.

„საქმე იმაშია, რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ არ გამოჩნდება კიდევ ერთი სააკაშვილი, რომელიც მოვა ხელისუფლების სათავეში და გადაწყვეტს ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. ამ შემთხვევაში, სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან გარდაუვალია, და თუ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაშინ კონფრონტაცია, მთელი თავისი შედეგებით, მოხდება რუსეთსა და ნატოს შორის.

„ამიტომაც, ვარშავის და ყველა მომდევნო სამიტების საბოლოო კომუნიკეში საქართველოს შესახებ დასკვნა იქნება იგივე: შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი და კონტრიბუცია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი არის გასაკეთებელი,“ – განაცხადა ბუჟინსკიმ.

იმავე აზრს იზიარებს ჯეიმს ნიქსი, რომელიც თვლის, რომ „ვარშავის სამიტზე საქართველოს პროგრესი არ ელოდება. აქ კი ნამდვილად არის საფრთხე – იმედგაცრუება, რომ ქვეყანას დასავლურ კლუბში შესვლაზე უთხრეს უარი.“

ამან კი, ნიქსის აზრით, შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს გადახვევა დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტებიდან.

„საბოლოო ჯამში, რაც უფრო მეტად ეცდება საქართველო თავისი ინსტიტუტების დასავლურ ინსტიტუტებთან შესაბამისობაში მოყვანას, მით უფრო გაუჭირდება ნატოს მისთვის უარის თქმა; მაგრამ ალბათ არც გაუჭირდება,“  – აღნიშნავს ექსპერტი. „დასავლეთი ყველა ღონეს იხმარს, რომ აირიდოს შეკითხვები და – ან – რამე პასუხი მოიგონოს.“

გიორგი ცხვიტავა

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი გიორგი ცხვიტავა
გიორგი ცხვიტავა თავისუფალი ჟურნალისტია საქართველოში.


მსგავსი სტატიები:


საქართველოს სამხედრო რეფორმის ხელშეწყობა
ივლისი 28, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT