ფედერიკ ბასტიატის პრიზი ჟურნალისტიკაში 2016 იწვევს ბლოგერებს, ჟურნალისტებსა და მწერლებს მონაწილეობა მიიღონ ესეების კონკურსში თავისუფლების თემაზე.
პირველი ადგილის მფლობელი 10 000 ამერიკული დოლარით დაჯილდოვდება. მეორე ადგილზე გასული ჟურნალისტი 5 000–სს, მესამე ადგილის პრიზიორი კი 1000 დოლარს მიიღებს.
მიუკერძოებლობა, გონებამახვილური და კრეატიული მიდგომა, თემასთან შესატყვისობა და გამოხმაურებების სპექტრი – საერთაშორისო ჟიური ნაშრომების შეფასებისას ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს.
საკონკურსო ნაშრომი, მოცულობით მაქსიმუმ 5 000 სიტყვა, უნდა იყოს გამოქვეყნებული 2015 წლის 30 ივნისიდან 2016 წლის 31 ივლისამდე პერიოდში.
განაცხადების მიღება 31 ივლისს დასრულდება.
პრიზი, რომელიც 2002 წელს დააფუძნა საერთაშორისო პოლიტიკის ქსელმა, ეძღვნება ცნობილ კლასიკოს მწერალს ფრედერიკ ბასტიატს. მისი ესეები თავისუფალი ბაზრის, პოლიტიკური ეკონომიკისა და ინდივიდუალური უფლებების შესახებ დღემდე რჩება ლიბერალური აზროვნების ქვაკუთხედად.
დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე 2016 Bastiat Prize for Journalism