ადამი მედია პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში ელის თავის პირველ მონაწილეებს.
ჩვენ ვეძებთ აუდიო ვიზუალურ ნამუშევრებს აღმოსავლეთ ევროპელი ჟურნალისტების ავტორობით, რომლებიც წარმოაჩენენ რეგიონის კულტურულ მრავალფეროვნებას. თუ თემა გაინტერესებთ დარეგისტრირდით აქ და გაიგეთ მეტი.
პრიზი ადამი, დაარსდა მედია პროფესიონალების მხარდასაჭერად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, ბელორუსია, მოლდოვეთი და უკრაინა).
პროექტის სახელწოდებას საფუძვლად ქართული სიტყვა ადამიანი დაედო, რადგან ნებისმიერი მედია საშუალების უკან სწორედ ადამიანები დგანან და ყოველი ჟურნალისტური ნაშრომი ადამიანებს ეძღვნება.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შესაძლებელია მოიძიოთ ოფიციალურ ვებ გვერდზე ADAMI.