სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აივ ინფიცირებულთა მკურნალობის მომავალი გაურკვეველია

0 კომენტარი
 2014 წლის 12 სექტემბერი   ავტორი: მანანა ვარდიაშვილი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


თბილისში ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაფინანსების გზებს ეძებენ.

თენგიზ ცერცვაძე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (ფოტო: ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი)

მანანა ვარდიაშვილი – კავკასია

40 წლის დალის შიდსის დიაგნოზი ათი წლის წინ დაუსვეს. ის საქართველოში მცხოვრები სხვა ინფიცირებულების მსგავსად უფასო ანტირეტროვირუსულ მკურნალობას გადის, რომელსაც შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი აფინანსებს.

დალი და მისი მეუღლე, რომელიც ასევე შიდსითაა დაავადებული, დაფინანსების შესაძლო შეწყვეტის გამო ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ანტირეტროვირუსული მკურნალობის შედეგად შესაძლებელი გახდა შიდსის სიცოცხლისთვის საშიში დაავადებიდან ქრონიკულ, მაგრამ მართვად სტადიაში გადაყვანა. თუმცა, მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება.

„გაურკვევლობა მაშინებს“, – ამბობს დალი. „მე და ჩემს ქმარს მხოლოდ მედიკამენტებისთვის წელიწადში დაახლოებით 3000 დოლარი დაგვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ვმუშაობთ, ასეთი თანხის მოძიება ჩვენთვის ადვილი არ არის. არც სამსახურია მუდმივი, განსაკუთრებით საქართველოში“.

2016 წლიდან გლობალური ფონდი ანტირეტროვირუსულ მკურნალობას აღარ დააფინანსებს. ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი როგორ მოხდება პაციენტების დაფინანსება მომავალში, თუმცა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მიმდინარეობს ახალ სტრატეგიაზე მუშაობა, რათა მინიმუნამდე იყოს დაყვანილი მკურნალობის შეფერხების შესაძლებლობა.

თუმცა, ეს არგუმენტი არადამაკმაყოფილებელია დალისთვის.

„პრეპარატები, რომლითაც ვმკურნალობთ ჩვეულებრივ აფთიაქებში არ იყიდება. ეს მედიკამენტები საქართველოში დარეგისტირებული არა არის“, – დასძენს ის. „მკურნალობის შეწყვეტა ორივეს სიცოცხლის ფასი დაგვიჯდება, გაურკვევლობა ძალიან მაშინებს“.

ინფექციური დაავადებების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, საქართველოში შიდსის შედარებით დაბალი მაჩვენებელია. 2014 წლის 15 ივლისისთვის არსებული მონაცემებით დარეგისტირირებულია 4 413 აივ ინფიცირებული, აქედან შიდსი განუვითარდა 2 711 პაციენტს, რომელთაგან 944 გარდაიცვლა. წელს 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პაციენტთა უმეტესობა 29 – 40 წლისაა.

ექსპერტთა უმრავლესობა თვლის, რომ დაავადების რეალური მაჩვენებელი 6000 აღწევს და დაახლოებით 1500 შემთხვევა ჯერ კიდევ არ არის დიაგნოსტირებული.

ანტირეტროვირუსული მკურნალობა 1994 წელს დაინერგა, თუმცა სიძვრის გამო მასზე ხელი პაციენტების მცირე ნაწილს მიუწვდებოდა. 2004 წლიდან, გლობალური ფონდის საშუალებით, მკურნალობას ყველა აივ ინფიცირებული პაციენტი იტარებს. დღემდე გლობალურ ფონდს ამ მიზნით 40 მილიონ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული.

„ამჟამად ანტირეტროვირუსულ მკურნალობას საქართველოში 2311 პაციენტი იტარებს. მათ მკურნალობას მთლიანად გლობალური ფონდი აფინანსებს“,  – ამბობს ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. „სახელმწიფო მხოლოდ დაავადების პროფილაქტიკის და მკურნალობასთან დაკავშირებული სერვისის დანახარჯს, კომუნალურ გადასახადებს და მედპერსონალის ხელფასებს ფარავს. მკურნალობის სქემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე არის შერჩეული. ანტირეტროვირუსული მკურნალობისთვის თითოეულ პაციენტს წლიურად 1000-დან 2000-მდე დოლარი სჭირდება, მედიკამეტების რაოდენობას და შესაბამისად, ფასს დაავადების სიმძიმე განსაზღვრავს“.

მისი თქმით, დროულად დაწყებული და სათანადოდ ჩატარებული მკურნალობა არა მხოლოდ ახანგრძლივებს სიცოცხლეს, არამედ ამცირებს ვირუსის გადაცემის რისკებს.

საქართველოში აივ ინფექციის დაბალი პრევალენტობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გლობალური ფონდი 2016 წლიდან მკურნალობის დაფინანსებას აღარ განახორციელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არ გააჩნია დაფინანსების ჩანაცვლების გეგმა.

“შიდსი არ იკურნება. ანტირეტროვირუსული მკურნალობა საშუალებას გვაძლევს, რომ შიდსი მომაკვდინებელიდან ქრონიკული, მართვადი დაავადების სტადიაში გადავიყვანოთ“, – ამბობს ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის შიდსის და იმუნოდეფიციტების დისპანსერული განყოფილების გამგე ლალი შარვაძე. „მკურნალობის შეწყვეტა დაავადების სწრაფ პროგრესირებას და სიკვდილს იწვევს. შიდსით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში სჭირდებათ, რაც დიდ თანხას მოითხოვს. სახელმწიფოს ან გლობალური ფონდის დახმარების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ფინანსური რესურსით, მკურნალობას ალბათ, ვერცერთი პაციენტი ვერ შეძლებს“.

თენგიზ ცერცვაძე პანიკის საფუძველს ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ “გლობალური ფონდი შიდსით დაავადებული ადამიანების მკურნალობას 2015 წლის ბოლომდე აფინანსებს. ეს გარატირებულია. სახელმწიფომ უკვე დაიწყო ფონდთან მოლაპარაკება – ფონდის გადაწყვეტილება შესაძლოა, გადახედვას დაექვემდებაროს. შესაძლოა, მათ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება ეტაპობრივად შეამცირონ. არა მგონია, ფონდმა ამ პროგრამის ასე უცებ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღოს“.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „უწყებას წინ კიდევ დიდი დრო აქვს იმისთვის, რომ ფონდთან მოლაპარაკების პროცესიც წარმატებით დაასრულოს და პარალელურად, შიდსთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის ეფექტური გეგმაც შექმნას“.

არასამთავრობო ორგანიზაციის ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ზაალიშვილი აცხადებს, რომ შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მოთხოვნით, ეროვნული სტრატეგიის გეგმის შექმნის პროცესში სექტემბრიდან სამოქალაქო საზოგადოებაც ჩაერთვება“.

„სტრატეგიული გეგმა ახლაც არსებობს, თუმცა ამ დოკუმენტს, სადაც მხოლოდ სურვილებია გაწერილი, ძნელია სტრატეგიული გეგმა უწოდო. ახალ გეგმაში, რომელზეც მუშაობა სექტემბრიდან დაიწყება, დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, რა ვალდებულებებს აიღებს საკუთარ თავზე საქართველოს მთავრობა, რა თანხა დასჭირდება ამ ვალდებულებების შესრულებას და გეგმის მთავარ მიზნად დასახული ამოცანების შესრულებაც დაადასტუროს“, – აცხადებს ზაალიშვილი.

საქართველოს მთავრობამ შიდსთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის გეგმა გლობალურ ფონდს 2015 წლის წლის მარტში უნდა წარუდგინოს.

მანანა ვარდიაშვილი ჟურნალ ლიბერალის თანამშრომელია საქართველოში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი მანანა ვარდიაშვილი


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT