სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აშშ სანქციებით რუსეთს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება

0 კომენტარი
 2014 წლის 31 მარტი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


„მესიჯი არის ასეთი, რომ თუ პუტინის მეგობარი ხარ, მისი გადაწყვეტილებების გამო ფასის გადახდა მოგიწევს“.

ოლივერ ბულოუ

რუსეთის ჯარი უკრაინის სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქ სიმფეროპოლში, 2014 წლის 11 მარტი. (ფოტო: სპენსერ პლატ/Getty Images)

IWPR კავკასიის რედაქტორი ოლივერ ბულოუ ახლახან დაბრუნდა ყირიმიდან. ის ჟურნალისტ დანიელა პელედს ესაუბრა აშშ-ს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოსალოდნელ შედეგებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს დგას უკრაინა.


რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები?

სანქციები დაუწესეს პუტინის საუკეთესო მეგობრებს. მათ შორისაა, მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო კომპანიის „განვორის“ მფლობელი გენადი ტიმჩენკო. გლობალურ ბაზარს გამოეთიშა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი „ბანკი როსია“.

სიაში მოხვდნენ ძმები როტენბერგები, რომლებიც პუტინის სპარინგ-პარტნიორები იყვნენ ძიუდოში. ასევე, პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ყოფილი კგბ-ს ოფიცერი სერგეი ივანოვი, რომელიც შეიძლება არც ისეთი მდიდარია, თუმცა ძალაუფლების თვალსაზრისით,  ნამდვილი ურჩხულია.

ამერიკის მიერ დაწებულ სანქციებს საკმაოდ დიდი გავლენა უნდა მოჰყვეს. ყველა ეს ადამიანი პუტინის პირადი ქონების მართვაშია ჩართული, ახლა კი მას ამ ქონებაზე წვდომა შეეზღუდა. რუსეთი გაღიზიანებულია, თან ძალიან, რადგან საპასუხოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

რუსეთის ეკონომიკა ამჟამად სწორედ რომ დაუცველ მდგომარეობაშია. ამასთანავე, ხდება რუსეთიდან კაპიტალის გადინებაც. მისი მაჩვენებელი მხოლოდ ამ კვარტალში აჭარბებს გასული წლის მაჩვენებელს ერთად აღებულს, რის გამოც ზეწოლა გაზრდილია ზეწოლა რუბლზე და ეროვნულ ბანკზე.

აღსანიშნავია ყირიმის ეკონომიკის სუბსიდირების საკითხიც, რომელიც შეფასების მიხედვით წელიწადში დაახლოებით 500 000 დოლარს შეადგენს. რუსეთს ყირიმისთვის ენერგომატარებლების შესყიდვა უკრაინიდან მოუწევს, ამ დროს კიევი კი სრულებით არ იქნება შეღავათების გაწევის ხასიათზე.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყირიმის ტურიზმის 70% უკრაინაზე მოდის.

ამერიკა ცდილობს უთანხმოების ჩამოგდებას რუსეთის „ფულსა“ და „ძალაუფლებას“ შორის. პუტინის გარემოცვის სხვა მდიდარ წევრებს აღელვებთ შექმნილი სიტუაცია. ობამას თქმით, ის სხვა სანქციებსაც განიხილავს და ვფიქრობ, რომ ამის გამო არიან ისინი ასე განერვიულებულები.


როგორი იქნება ევროპის პასუხი?

რთული სათქმელია რას გააკეთებს ევროპა. თუმცა, თუ რამე სერიოზულს არ მოიმოქმედებენ ძალიან სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

თუ ევროპაც მსგავს სანქციებს დააწესებს – იმავე კომპანიებსა და ადამინებს დაუწესებს  ევროპული ფინანსური სისტემით სარგებლობის შეზღუდვებს – ეს რუსეთს გაანადგურებს. მესიჯი იქნება ასეთი, რომ თუ პუტინის მეგობარი ხარ, მისი გადაწყვეტილებების გამო ფასის გადახდა მოგიწევს. ვერ იქნები ერთდროულად პუტინის მეგობარიც და დასავლეთის მეგობარიც.

ერთ-ერთი მთავარი რასაც ეს სანქციები გულისხმობს არის ის, რომ ამერიკულ კომპანიებს, ისევე როგორც კერძო პირებს, ეკრძალებათ საქმის დაჭერა სიაში ჩამოთვლილ პირებთან. ეს თანაბრად ეხება Barclay Bank-საც და Bank of America-საც. ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი რუსეთსა და ამერიკას შორის, უმეტესობას კი ამერიკასთან მეგობრობა ურჩევნია.

დასავლეთს რუსეთთან ომის დაწყება არ სჭირდება. არც სამხედრო თვალსაზრისით ვართ ასე ძლიერები და არც ყირიმისთვის თავის გაწირვა უნდა ვინმეს. ამიტომაც, ამ გადაწყვეტილებით ბრძოლა სხვა ფრონტზე გაჩაღდა, იმ ფრონტზე, სადაც დასავლეთს შეუძლია მოგება. რუსეთი ევროპის ეკონომიკაზეა დამოკიდებული და სწორედ აქ გამოაშკარავდება მისი დაუცველობა.

კიევი ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაშია, რადგანაც ძალიან სუსტია. მოვლენების გაკონტროლება არ შეუძლია. ყველაზე მთავარი რაც მან უნდა გააკეთოს არის ის, რომ შეინარჩუნოს კონტროლი დონეცკსა და ხარკოვზე, ჩაატაროს არჩევნები და გაამყაროს თავისი ურთიერთობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ეს არის ხანგრძლივი და გრძელვადიანი პროცესის დასაწყისი, რომელიც საკმაოდ მტკივნეული იქნება უკრაინისთვის, რადგანაც მას მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება მოუწევს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკა ხომ მთლიანად კორუფციაზე იყო დაფუძნებული.


16 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის დროს თქვენ ყირიმში იმყოფებოდით, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

მომეჩვენა რომ ყირიმელები დამწუხრებულები არიან. შევხვდი ისეთებსაც, რომლებიც ძალიან აღელვებულები იყვნენ და ფიქრობდნენ, რომ ისტორიული მომენტის მომსწრეეები გახდნენ. მოსალოდნელ შედეგებს ნაკლებად იაზრებდნენ – საიდან მოვა წყალი, გაზი, დენი და ტურისტები. სიმფეროპოლის აეროპორტში კიევის და სტამბოლის მიმართულებით გაუქმებული რეისები ვნახე, ვფიქრობ რომ ისინი არც მოგვიანებით შესრულდა.

გამაოცა იმან, თუ როგორ ღირსეულად დახვდნენ ყირიმელი თათრები პროვოკაციებს. მათ და ეთნიკურ რუსებს შორის კავშირი დარღვეულია. ერთ-ერთმა რუსმა ახალგაზრდამ მითხრა, რომ სტალინმა დეპორტაციით თათრები ფაქტობრივად განადგურებას გადაარჩინაო და ეს მაშინ, როცა მათი 46% ამ პროცესს შეეწირა. ამ დონის დისონანსი ერთი საზოგადოების შიგნით ძალიან საშიშია.

ყირიმი სავარაუდოდ ახალი აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი გახდება. აფხაზეში 2008 წელს ომის შემდეგ ვიყავი და იქაც მსგავსი ეიფორია იყო, ხალხი ჰაერში იარაღს ისროდა და სიხარულით დახტოდა. ახლა კი მიიჩნევენ, რომ ეს კატასტროფაა, რის გამოც ისინი  გამოუვალ მდგომარეობაში არიან მომწყვდეული.

სადღაც ერთ წელიწადში ყირიმელებიც მიხვდებიან ყველაფერს. თუმცა, ყველაზე ცუდი, საერთაშორისო პერსპექტივიდან, არის ის, რომ ბევრი ადამიანი ამაში დასავლეთს დაადანაშაულებს.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


მსგავსი სტატიები:


აფხაზეთი რუსეთს უძრავი ქონების ბაზარს უხსნის
ივლისი 23, 2021

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ
თებერვალი 27, 2017


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT