სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აშშ-ს მიერ იარაღის გაყიდვის აკრძალვა აზერბაიჯანის შეიარაღებას ხელს არ შეუშლის

0 კომენტარი
 2012 წლის 27 ივლისი   ავტორი: შაჰლა სულთანოვა

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


იარაღის შესყიდვა ძირითადად ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ხდება

ავტორი: შალა სულთანოვა – კავკასია

CRS გამოცემა 652

რუსული წარმოების მობილური საზენიტო სარაკეტო კომპლექსი

რუსული წარმოების მობილური საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, აღლუმი ბაქოში, 2011 წლის ივნისი.

ექსპერტების აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება აზერბაიჯანს იარაღი სომხეთის წინააღმდეგ გამოყენების შიშით არ მიჰყიდოს,  ქვეყნის თავდაცვის სექტორის შესყიდვების ზრდას ნაკლებად შეაფერხებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სურდა აზერბაიჯანი ამერიკის სამხედრო აღჭურვილობის შემსყიდველ ქვეყანათა სიაში დაემატებინა, განსაკუთრებით საზღვრის დაცვისა და „პოლიციური ტიპის“ საქმიანობისათვს. მაგრამ 27 ივნისს, მას შემდეგ რაც კონგრესმენმა ჰოვარდ ბერმანმა სახელიმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს მისწერა არგუმენტი, რომ „ეს აღჭურვილობა შესაძლოა სასაზღვრო ზოლში სომხების გამოვლენის, თვალთვალისა და თავდასხმისათვის იქნას გამოყენებული“, გეგმის განხორციელება გადაიდო.

1991 წელს დამოუკიდებლობის მიღებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ბაქომ თბილი ურთიერთობები ჩამოაყალიბა ვაშინგტონთან, აზერბაიჯანში ინვესტიციების განმახორციელებელ ამერიკულ და აზერბაიჯანი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ისეთი ინიციატივების მხარდაჭერით, როგორიცაა, მაგალითად, ავღანეთში ჯარების გაგზავნა.

ნავთობის ექსპორტიდან მიღებული მნიშვნელოვანი შემოსავლის წყალობით აზერბაიჯანს შეუძლია თავდაცვისათვის საკმაოდ დიდი სახსრები გაიღოს. მაგალითად, 2003 წელს დახარჯული 160 მილიონი დოლარიდან წელს თავდაცვის ბიუჯეტი 3.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. უცხოურ შენაძენებს შორისაა საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები, არტილერია და საჰაერო დაცვის სისტემები.

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) განცხადებით, გასულ წელს აზერბაიჯანს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტი დანახარჯი ჰქონდა – 88%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით.

სამხედრო შეიარაღებამ მეზობელი სომხეთი შეაფიქრიანა. იგი შიშობს, რომ განახლებული აღჭურვილობის მქონე აზერბაიჯანმა შესაძლოა ძალა გამოიყენოს მთიანი ყარაბაღის დასაბრუნებლად, რომელსაც სომხეთის ადმინისტრაცია 1994 წლიდან აკონტროლებს მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შედეგად მრავალწლიანი კონფლიქტი დასრულდა.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ წარმართულ ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ყარაბაღის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით ყველა მხარისათვის მისაღები რაიმე გადაჭრის გზა არ შემუშავებულა, და დროებითი დაზავების დროს ხშირად ადგილობრივი სროლები და ჩხუბი იჩენს თავს.

ამერიკის მიერ იარაღის ექსპორტის აკრძალვა აზერბაიჯანის მიერ იარაღის შესყიდვას ნაკლებად შეაფერხებს.

გაეროს განიარაღების ოფისის (UNODA) ანგარიშები და SIPRI -ს 2006-2011 წლების მონაცემთა ბაზები აჩვენებს, რომ აზერბაიჯანმა თურქეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჯავშნიანი ავტომობილები, ხოლო ისრაელიდან უპილოტო თვითმფრინავები შეისყიდა. ამ წყაროების მიხედვით მხოლოდ სამხრეთ აფრიკული ავტომობილების ძრავები იყო ა.შ.შ-დან მიღებული.

ჯასურ სუმერინლი, რომელიც ბაქოში კვლევით ჯგუფ დოქტრინას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება ძირითადად საკომუნიკაციო მოწყობილობების გაუმჯობესებით შემოიფარგლება.

ამას სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდიც ადასტურებს, სადაც ნათქვამია, რომ აშშ აზერბაიჯანს საზღვაო ნავიგაციის, კომუნიკაციებისა და რადარის სისტემების განახლებაში დაეხმარა.

ა.შ.შ.-ს სამთავრობო დახმარების ბიუჯეტის მიმოხილვა აჩვენებს, რომ 2001-2011 წლებში ვაშინგტონმა აზერბაიჯანს 142 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ამ დახმარების ძირითად დანიშნულებას აზერბაიჯანის ტერორიზმთან ბრძოლის შესაძლებლობების გაზრდა, კასპიის რეგიონში მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრევენცია და აქედან გამომდინარე, საზღვრების კონტროლი და არალეგალური გზავნილების ბლოკირება წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ იარაღის გაყიდვა მეორე მიმართულებითაც ხდება. 2010 წელს თავდაცვის მინისტრმა იავერ ჯამალოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მისმა სამინისტრომ სამ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც ამერიკული ფირმები რუსული ტიპის ავტომატებს და ნაღმმტყორცნებს იყიდდნენ, ამ ორის და კალაშნიკოვის შესაბამისი ამუნიციით.

აზერბაიჯანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სახალხო ასოციაციის ხელმძღვანელი, იაშარ ჯაფარლი  აცხადებს, რომ  ფართომასშტაბიან იარაღის შესყიდვებში ა.შ.შ არ ფიგურირებს.

„აზერბაიჯანი იარაღით ვაჭრობას ძირითადად თანამეგობრობის ქვეყნებთან ახორციელებს, მაგალითად რუსეთთან და უკრაინასთან ,“ – თქვა მან.

ამის ერთ-ერთი მიზეზი აზერბაიჯანის მიერ საბჭოთა სტილის სამხედრო მოწყობილობების გამოყენებაა, რის გამოც უფრო გონივრულია ახალი იარაღისა და სათადარიგო ნაწილების რუსეთისა და იგივე სტანდარტის მწარმოებელი სხვა ქვეყნებისგან შესყიდვა.

UNODA-ს ცნობით ბოლო ათწლეულის განმავლობაში აზერბაიჯანმა რუსეთიდან, უკნრაინიდან და ბელარუსიიდან 170 T-72 ტანკი, 150 ჯავშან-ტრანსპორტიორები, 320 ფართოკალიბრიანი არტილერიული დანადგარი, 95 რაკეტული სისტემა და 19,000 კალაშნიკოვის მარკის შაშხანა შეიძინა. მან რუსული წარმოების ურანის ყუმბარებიც შეიძინა, რომელიც საზღვაო გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და შესაბამისად კასპიის ზღვაში განთავსდება.

სუმერლინის თქმით აზერბაიჯანის მიერ სამხედრო შესაძლებლობების სომხეთის წინააღმდეგ მიმართვის შესახებ მითქმა-მოთქმა საფუძველსაა მოკლებული. მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის  ვალდებულების ფორმალურად აღებას ეხება.

„აზერბაიჯანს კიდეც რომ უნდოდეს სომხეთზე თავდასხმა, ამას წინ სერთაშორისო საზოგადოება აღუდგება,“ აღნიშნა მან. „გარდა ამისა, აზერბაიჯანმა თუ მაინც გადაწყვიტა საერთაშორისო საზოგადოების იგნორირება და სომხეთზე თავდასხმა, მას ამისი გაკეთება თანამეგობრობის დამოუკიდებელი ქვეყნებიდან შეძენილი იარაღითაც შეუძლია.“

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის გადაწყვეტილებაზე და საერთოდ, ვაშინგტონთან თანამშრომლობის შესახებ კომენტარისაგან თავი შეიკავა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ელმან აბდლაევმა თქვა, რომ ქვეყნის მიერ იარაღის შესყიდვა არა თავდასხმის, არამედ თავდაცვის მიზნებს ემსახურება.

„ეს სრულიად გამართლებულია, ვინაიდან აზერბაიჯანის ტერიტორია [ყარაბაღი და მისი მიმდებარე ადგილები] სომხეთის მიერაა ოკუპირებული. ეს ქვეყანა არ აპირებს იარაღის სხვა ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოყენებას,“ აღნიშნა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა სომხეთი ამ ქვეყნებს შორის.

მიუხედავად ამ ბოლოხანს მიღებული გადაწყვეტილებისა, სუმერინლი და ჯაფარლი არ თვლიან, რომ ვაშინგტონი ბაქოსათვის სამხედრო მოწყობილობების მიყიდვის აკრძალვის საკითხს ბოლომდე მიიყვანს.

„აშშ რაიმე გზას მოიფიქრებს აზერბაიჯანის, მისთვის დიდი მნიშვნელოვნების მქონე ქვეყნის დასახმარებლად,“ განაცხადა სუმერინლიმ. „შესაძლოა აზერბაიჯანს სამხედრო აღჭურვილობა ისრაელის ან თურქეთის მეშვეობით მიჰყიდოს, რომლებსაც აზერბაიჯანთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.“

შაჰლა სულთანოვა

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი შაჰლა სულთანოვა
თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.


მსგავსი სტატიები:


ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აპრილი 26, 2022

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები
ნოემბერი 2, 2016

აზერბაიჯანში რეფერენდუმი საპროტესტო აქციებით აღინიშნა
სექტემბერი 25, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT