8 ივნისს, ზუგდიდის საკრებულოსა და პოლონური ორგანიზაცია “Edukator Civitas Georgia”–ს ერთობლივი ძალისხმევით ხურჩის ცენტრში თანამეგროვე სტნდარტების შესაბამისად რესტავრირებული საბავშვო ბაგა–ბაღი გაიხსნა. საზღვრისპირა სოფლის საბავშვო ბაღი ოცამდე კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ პატარა აღსაზრდელებსაც მოემსახურება. ამჟამად ბაღში 35–მდე აღსაზრდელი დადის.
“ადრე ბაღისთვის არაფერი გაგვაჩნდა, ახლა გვაქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ ბავშვები უფრო განვავითაროთ და სკოლისთვის მოვამზადოთ”, – აცხადებს ბაღის გამგე ციალა დარასელია.
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი ლევან მაქაცარია აცხადებს, საკრებულო და დონორი ორგანიზაციები მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას.
სოფელი ხურჩა ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევს ესაზღვრება და იქ მცხოვრები მოსახლეობა ზუგდიდში გადმოსვლას ხურჩის ხიდით ახერხებს.
ვრცლად მოისმინეთ მარინე შარანგიას რეპორტაჟი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4655″]