სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აზერბაიჯანელ მწერალს „მოღალატური“ წიგნის დაწერაში ადანაშაულებენ

0 კომენტარი
 2013 წლის 15 თებერვალი   ავტორი: მაჰერამ ზეინალოვი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


აკრამ აილისლის უნდოდა ეჩვენებინა, რომ მის თანამემამულე აზერბაიჯანელებს წარსულის შეცდომების აღიარება შეუძლიათ, თუმცა მისი საჯაროდ დამცირება ამის საპირისპიროს ამტკიცებს.

აზერბაიჯანელი მწერალი აკრამ აილისლი (ფოტო: რამინ ზეინალოვი)

მაჰერამ ზეინალოვი – კავკასია

აზერბაიჯანელი მწერლის, აკრამ აილისლის რომანი სომხებისადმი ზედმეტი თანაგრძნობის გამომხატველად აღიქვეს, რის გამოც მას უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ჩამოართვეს და საჯარო შეურაცხოფის საგანიც გახადეს.

კრიტიკული განწყობის მატებასთან ერთად მწერალმა განაცხადა, რომ თავს ისე გრძნობს თითქოს სტალინიზმის რეპრესიულ პერიოდში ცხოვრობდეს.

აილისლის რომანი „ქვის სიზმრები“ მოსკოვის ჟურნალ „დრუჟბა ნაროდოვის“დეკემბერის ნომერში დაიბეჭდა. მასში აღწერილია სომეხთა მასობრივი მკვლელობები, რომელთაც ადგილი ჰქონდა მე-20 საუკუნის დასაწყისში ნახიჩევანში და საბჭოთა მმართველობის ბოლო პერიოდში ქალაქ სუმგაიტში.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აილისლის პორტრეტი საჯაროდ დაწვეს, ხოლო პარლამენტის წევრებმა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაც კი მოითხოვეს.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 7 თებერვალს გამოსცა ბრძანებულება , რომლის თანახმადაც აილისლის „სახალხო მწერლის“ ტიტული ჩამოერთვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია გააჩნიათ. პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალი ჰასანოვმა  აზერბაიჯანის პრესის სააგენტოსთან (APA) საუბრისას განაცხადა : „ჩვენ, აზერბაიჯანელები, ასეთი ადამიანების მიმართ სიძულვილს უნდა ვამჟღავნებდეთ. ადამიანს, რომელიც არცერთ ერს არ ეკუთვნის არა აქვს უფლება ადამიანურ გრძნობებზე ილაპარაკოს.“

ჰასანოვმა აილისლი თურქ მწერალს, ორჰან ფამუქს შეადარა, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში სომხების მამართ განხორციელებული გენოციდის აღიარებით თავისი ხელისუფლების განრისხება გამოიწვია.

„ორჰან ფამუქის გამონათქვამმა ‘თურქებმა უნდა ვაღიაროთ სომხების გენოციდი’ მთელი ერი გაანაწყენა. მისი თქმით, ეს მას ნობელის პრემიის მისაღებად სჭირდებოდა, თუმცა ამის გამო მან სამშობლო დაკარგა,“- განაცხადა ჰასანოვმა. „როგორც ჩანს აკრამ აილისლისაც უნდა ნობელის პრემიის მიღება. უბრალოდ ღირს თუ არა რომელიმე ჯილდო იმად, რომ საკუთარი ერის და ხალხის მიერ იყო გარიყული? სამშობლოს სიყვარულს ხომ ვერაფერი დაუდგება წინ.“

მეოცე საუკუნის დასაწყისი და დასასრული აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის ძლიერი დაპირისპირებებით გამოირჩეოდა. ეს  მოვლენები ნაკლებადაა ასახული მხატვრულ ნაწარმოებებში, რადგან  ორივე მხარე ცდილობდა მეორე ერის მიერ განცდილი ტკივილის გაუფასურებას.

უცნობია რამდენმა ადამიანმა წაიკითხა აილისლის წიგნი, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ის არაპატრიოტულ ნაწარმოებად უკვე არის შერაცხული.

„სომხებმა აკრამ აილისლის ძეგლი უნდა დაუდგან,“ ამბობს პარლამენტის წევრი მმართველი  „იენი ზერბაიჯანის“ პარტიიდან სიავუშ ნოვრუზოვი. „ყველა სომეხი ერთად შეკრებილი ვერ ჩამოაყალიბებდა „სომხურ სიმართლეს“ რუსულ ენაზე უკეთესად, ვიდრე ეს აილისლიმ მოახერხა.“

1თებერვალს, როდესაც პარლამენტში წიგნის განხილვა მიმდინარეობდა პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა  აკრამ აილისლისათვის მოქალაქების ჩამორთმევის შესახებ წამოიყენა წინადადება და თან დასძინა: “წავიდეს ერევანში და იქ რომელიმე ეკლესიაში იმსახუროს.“ სხვა წევრებმა შესთავაზეს მისი ნაშრომების დაბეჭდვისათვის ჯარიმის შემოღება, ვიცე-სპიკერმა, ბაჰარ მურადოვამ კი მას ღალატში დასდო ბრალი.

საპარლამენტო განხილვამდე ერთი დღით ადრე, ხელისუფლების მხარდამჭერი ახალგაზრდა აქტივისტების ჯგუფმა მწერალთა კავშირის შენობასთან საპროტესტო აქცია მოაწყო. დემონსტრანტებმა დაწვეს პოსტერები მწერლის გამოსახულებით და წიგნის დასახელებით. ისინი გაიძახოდნედ: “სომეხო აკრამ, წადი ქვეყნიდან.“

აილისლის თქმით ის ნანახით გაოგნებული დარჩა.

„თუ ჩემი ქვეყნიდან წასვლა უნდათ, ამისათვის რაიმე უფრო ცივილიზებული მეთოდი უნდა მოძებნონ“, განაცხადა მან IWPRთან საუბრისას. „ვიხედები ფანჯრიდან და ვხედავ, რომ კიდევ იკრიბებიან ახალგაზრდები.“

თავის წიგნზე საუბრისას აილისლიმ აღნიშნა, რომ სურდა სომხებისათვის გაეგზავნა მესიჯი იმისა, რომ აზერბაიჯანელებს შესწევთ უნარი აღიარონ წარსულის შეცდომები.

მწერლის თქმით მისი მეუღლე, შვილი და რძალი სამსახურებიდან გაათავისუფლეს.

„ჩემი ცოლი ძალიან უცნაური მიზეზით გამოუშვეს სამსახურიდან, მას ბრალად დასდეს ის, რომ თითქოს ის   სომეხი მწერლების მიერ დაწერილ წიგნებს  ინახავდა ბიბლიოთეკაში. აბა სხვაგან სად უნდა ინახებოდეს წიგნი? ამასთან ისინი ისეთ წიგნებზე საუბრობდნენ, რომლებიც სომეხი ავტორების მიერ საერთოდ არაა დაწერილი,“ – თქვა აილისლიმ.

„ის, რაც ხდება უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩვენ ვცხოვრობთ აზერბაიჯანში, ქვეყანაში, რომელსაც აღებული აქვს ვალდებულებები ევროპის საბჭოს წინაშე, რომელსაც აქვს კონსტიტუცია, სადაც გამოხატვის თავისუფლებაზეა საუბარი, თუმცა ისეთი გრძნობა მეუფლება თითქოს 1937 წლის საბჭოთა კავშირში ვცხოვრობ,“ – ამბობს აილისლი. „ჩვენმა მეცნიერებათა აკადემიამ გადაწყვიტა ჩემი წიგნის სრულად გამოკვლევა, რაც ასევე იმის მაჩვენებელია, რომ ამ ქვეყანში არც ისე კარგადაა საქმეები“.

მწერალი ფიქრობს , რომ მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია მის „ინტელექტუალთა ფორუმის“ წევრობას უკავშირდება. ფორუმის ხელმძღვანელი ცნობილი სცენარისტი რუსტამ იბრაჰიმბეკოვია, რომელსაც არც თუ ისე სახარბიელო ურთიერთობა აქვს ხელისუფლებასთან.“

პოეტი გუნელ მოვლუდი ერთ-ერთი იმათგანია ვინც „ქვის სიზმრები“ წაიკითხა.

„როგორც მწერალმა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ლიტერატურული ღირებულება წიგნისა, რომელიც არაჩვეულებრივად არის დაწერილი. როგორც მკითხველმა, უდიდესი სიამოვნება მივიღე. როგორც მოქალაქემ, თან ხაზი მინდა გავუსვა, როგორც ყარაბაღიდან დევნილმა, შემიძლია ვთქვა, რომ წიგნს ჩემში უარყოფითი ემოციები არ გამოუწვევია,“ ამბობს ის. „რაც შეეხება საზოგადოების რეაქციას ამ წიგნთან და მის ავტორთან მიმართებაში, ბევრ ქვეყანაში არსებობს უკმაყოფილების გამოხატვის ცივილიზებული ხერხები. თუ წიგნმა შენ ემოციურად დაგაზიანა შეგიძლია მიმართო სასამართლოს.“

მაჰერამ ზეინალოვი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი მაჰერამ ზეინალოვი


მსგავსი სტატიები:


ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აპრილი 26, 2022

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები
ნოემბერი 2, 2016

აზერბაიჯანში რეფერენდუმი საპროტესტო აქციებით აღინიშნა
სექტემბერი 25, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT