სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის პოსტი თურქეთის შინაუთანხმოებას შეეწირა

0 კომენტარი
 2014 წლის 8 აპრილი   ავტორი: ლამია ადილგიზი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


გასაჯაროებული მიმოწერა იმისთვის გამოიყენეს, რომ მაღალი თანამდებობის პირები გავლენიან თურქ ლიდერთან კავშირში დაედანაშაულებინათ.

ლამია ადილგიზი – კავკასია

თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და ისლამური მოძრაობის ლიდერ ფატულა გულენს შორის მიმდინარე დაპირისპირებამ აზერბაიჯანამდეც მოაღწია. მსხვერპლი კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი აღმოჩნდა.

თურქეთის მთავრობის წევრების მიმართ კორუფციის ბრალდებით დეკემბერში დაწყებული გამოძიება, ერდოღანის თქმით, მოძრაობა „ჰიზმეთის“ და მისი ლიდერის, ფატულა გულენის შეთქმულების ნაწილია, რომელიც მიზნად მთავრობის დამხობას ისახავს. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო სტრუქტურების „ჰიზმეთის“ მიმდევრებისგან „გასაწმენდად“ ათასობით პოლიციელის მობილიზება მოახიდნა.

თებერვლის ბოლოს აზერბაიჯანის საინფორმაციო წყაროებით, როგორც სამთავრობო ისე ოპოზიციურით, გავრცელდა ინფორმაცია ბაქოში მსგავსი  „პარალელური სქემის“ არსებობის შესახებ. გაზეთები აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებდნენ გაეთავისუფლებინა მისი რიგები გულენის მიმდევრებისგან. თურქეთის საელჩომ ბაქოში და აზერბაიჯანის საკონსულომ სტამბოლში აზერბაიჯანის ხელისუფლებას „ჰიზმეთის“ ადგილობრივი გულშემატკივრების სიაც კი გადასცა.

„თურქეთის მთავრობა შეშფოთებულია, რომ მოძრაობა „ჰიზმეთი“ აზერბაიჯანში სულ უფრო იკრებს ძალას მისი ფართო საგანმანათლებლო და ბიზნესქსელის სახით, ასევე მაღალ თანამდებობებზე „ჰიზმეთის“ მიმართ ლოიალურად განწყობილი პირების დანიშვნის გზით“, – იუწყება გაზეთი „მუსავათ დეილი“ 28 თებერვლის გამოშვებაში.

მარტის დასაწყისში, ინტერნეტში გაჟონა მიმოწერამ, რომელიც სავარაუდოდ თურქ და აზერბაიჯანელ მაღალი თანამდებობის პირებს შორის მიმდინარეობდა და რომელშიც გულენთან მათი სავარაუდო კავშირი ვლინდებოდა. სხვებთან ერთად, გამოჟონილი ინფორმაციის შედეგად, ამ კავშირში ჩართული აღმოჩნდა ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ელნურ ასლანოვი.

ასლანოვის კოლეგა და ამავე დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სოციალური და პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსი ალი ჰასანოვი „ჰიზმეთის“გავლენის გაძლიერებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს მოწოდებით უპასუხა.

„ამ მიმდინარეობის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მცდელობა თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ მოირგონ სახელმწიფო პოლიტიკა არ იმუშავებს“, – განაცხადა ჰასანოვმა ბაქოში 7 მარტს ჩატარებულ რელიგიურ კონფერენციაზე.

ასლანოვი თანამდებობიდან 17 მარტს გაათავისუფლეს.

ანალიტიკოსების თქმით, ასლანოვს და ჰასანოვს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომ ამ უკანასკნელმა „ჰიზმეთის“  თემა მეტოქის გზიდან ჩამოშორების მიზნით გამოიყენა.

„ასე ვლინდება ჩინოვნიკებს შორის მიმდინარე ბრძოლა. ასეთი სახის დაპირისპირებები მომავალშიც ბევრჯერ მოხდება“, – აცხადებს ბაქოს აღმოსავლეთ-დასავლეთის კველევითი ცენტრის დირექტორი არასტუნ ორუჯლუ. „ჰიზმეთის თემა უბრალოდ საკითხის წამოსაჭრელად და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით გამოიყენეს“.

„ეს არ არის ნამდვილი მიზეზი“, – აგრძელებს ის. „მოძრაობა „ჰიზმეთი“ აზერბაიჯანში წლებია არსებობს და ის მართლაც საშიში რომ ყოფილიყო, ხელისუფლება მისი მისამართით სერიოზულ ნაბიჯებს წლების წინ გადადგამდა“.

ასლანოვი ახალგაზრდა და ჩინოვნიკისთვის უჩვეულოდ გახსნილი პიროვნება იყო. ბევრ ჟურნალისტს გული დასწყდა მისი წასვლის გამო.

„ის ერთადერთი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვისთანაც შემეძლო თავისუფლად დამერეკა და ინტერვიუ ჩამეწერა. ბოდიშსაც კი მოიხდიდა, როცა შეხვედრას ვერ ახერხებდა“, – ამბობს ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

საკითხი იმდენად საკამათოა, რომ ბევრი აზერბაიჯანელი ექსპერტი თემაზე ღიად საუბარს თავს არიდებს. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა ამბობს, რომ სინამდვილეში ასლანოვიც და სხვებიც, რომლებიც მეილებთან  დაკავშირებულ სკანდალში აღმოჩნდნენ გახვეულები შესაძლოა საერთოდაც არ იყვნენ არანაირ კავშირში გულენთან.

„ჰიზმეთი და მისი საქმიანობა აზერბაიჯანში ძალაუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლის დროს ადვილად გამოსაყენებელი თემაა“, – ამბობს ის და დასძენს, რომ ამ დაპირისპირებამ ერდოღანის სასარგებლოდ ითამაშა, რადგანაც ამით დადასტურდა რომ მისი მტრები სხვა ქვეყნებშიც აქტიურობდნენ.

მოძრაობა „ჰიზმეთი“ იყო ერთ-ერთი პირველი უცხოური ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანში შემოვიდა. ყოფილი პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი აქტიურად უჭერდა მხარს თურქული სკოლების გახსნას, რადგან მიაჩნდა, რომ ამით განათლების სტანდარტების ამაღლება მოხდებოდა.

დღესდღეობით ჰიზმეთის საქმიანობა აზერბაიჯანში მოიცავს 11 ზოგადსაგანმანათლებლო და 13 დაწყებით სკოლას, ასევე კავკასიის უნივერსიტეტს.

ანონიმური ექსპერტი ამბობს, რომ დღეს „ჰიზმეთის“ სახელთან დაკავშირებული სასწავლო დაწესებულებების ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.

ჰიზმეთის საგანმანათლებლო დაწესებულებები არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. სიძვირის გამო სწავლის საფასურის გადახდა ბევრს არ შეუძლია, ამიტომ უმეტესად იქ ბიზნესმენების და მაღალჩინოსნების შვილები სწავლობენ. სწორედ ამის გამო გაჩნდა ეჭვი, რომ თითქოს სკოლებში მომავალ ელიტას გულენის სწავლებას უნერგავენ.

კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ახალგაზრდული ორგანიზაცია „პოზიტიური ცვლილებების“ დამფუძნებელი ნერმინ რეჰიმლი ასეთ შიშებს „სისულელეს“ უწოდებს.

„ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან სხვადასხვა რელიგიის და მრწამსის ადამიანები“ – ამბობს რეჰიმლი.

მისი თქმით, თურქული სასწავლებლების კურსდამთავრებულებზე დამსაქმებელთა მხრიდან დიდი მოთხოვნაა და ეს მხოლოდ მათ განათლებას უკავშირდება.

„სწავლების დონე უფრო მაღალია…ვიდრე სხვა აზერბაიჯანულ უნივერსიტეტებში. მრავალფეროვანი პროექტები, სწავლების ინტენსიური კურსი და კლასგარეშე აქტივობები სტუდენტებს პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს“, – ამბობს ის. „სტუდენტებსა და მასწავლებლებს შორის თბილი და მეგობრული ურთიერთობაა და არა იერარქიული დამოკიდებულება, რის გამოც შექმნილია ისეთი  გარემო, რომელიც სტუდენტს პიროვნებად აყალიბებს“.

ლამია ადილგიზი

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი ლამია ადილგიზი
ლამია ადილგიზი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანიდან და ამჟამად სტამბოლში მუშაობს.


მსგავსი სტატიები:


ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აპრილი 26, 2022

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები
ნოემბერი 2, 2016

აზერბაიჯანში რეფერენდუმი საპროტესტო აქციებით აღინიშნა
სექტემბერი 25, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT