სკოლებში თავსაფრების ტარების აკრძალვის გაუქმების კამპანია გრძელდება.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის სასამართლომ წამყვან ისლამისტ აქტივისტს ტერორიზმში დასდო ბრალი და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა, მისმა მომხრეებმა განაცხადეს, რომ საქმე შეთითხნილი იყო და პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ მის კამპანიას თავსაფრების ტარების აკრძალვის გასაუქმებლად.
ისლამური პარტიის ლიდერს მოვსუმ სამედოვს, მისი პარტიის კიდევ ორ წევრს და ორ ნათესავს განჩენი 7 ოქტომბერს გამოუტანეს.
დაახლოებით 100-მა მისმა მომხრემ სასამართლოს შენობასთან პიკეტი მოაწყვეს, სანამ ისინი პოლიციამ არ დაშალა.
სამედოვს ბრალი ტერორისტული აქტების მოწყობაში, იარაღის შენახვაში და საკუთარი მომხრეების რევოლუციისკენ წაქეზებაში დასდეს. (დამატებითი ინფორმაცია იანვარში მისი დაპატიმრების შესახებ იხილეთ – აზერბაიჯანი: ზეწოლა ისლამისტებზე).
მისი მეუღლის, თამარას თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ის უშუალოდ განათლების მინისტრის მისირ მარდანოვის მიერ სკოლებში თავსაფრების ტარების აკრძალვის კამპანიის დაწყების შემდეგ დააპატიმრეს.
”როცა მისირმა გადაწყვიტა სკოლაში თავსაფრიანი გოგონები არ შეეშვა, ჩემმა მეუღლემ ისინი დაიცვა და განაცხადა, რომ ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიაძლია, რომ ჩვენ მუსულმანები ვართ და ვერავინ გვაიძულებს თავსაფარი მოვიხსნათ”, – განაცხადა მან. ”ამის შემდეგ ორ დღეში ჩემი მეუღლე დააპატიმრეს”.
კავკასიის მუსულმანი ქვეყნების ხელისუფლებები 2007 წლიდან შეეცადნენ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თავსაფრების ტარება აეკრძალათ, როცა მათ შესაბამისი კანონპროექტი გამოსცეს. მართლმორწმუნე მუსულმანების მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ, მათ გეგმის შესრულება გასულ წლამდე გადადეს, თუმცა ბაქოსა და სამხრეთ აზერბაიჯანის სკოლებში აკრძალვა არაოფიციალურ საფუძველზე დაიწყეს.
გასული წლის დეკემბერში მარდანოვმა ხელი მოაწერა საბოლოო დადგენილებას და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ისლამის პრინციპებს კი არ ეწინააღმდეგება, არამედ მისი მიზანია სასკოლო ფორმის ტარების წესების უზრუნველყოფა.
მის აზრს ხელისუფლების ბევრი წარმომადენელი იზიარებს.
”ყველა ქალს აქვს თავსაფრის ტარების უფლება, მაგრამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებობს სასკოლო ფორმის შესახებ კანონი და ის მკაცრად უნდა იყოს დაცული”, – განაცხადა პარლამენტის სპიკერის მოადგილემ ბახარ მურადოვამ.
ქალები, რომლებიც სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, აცხადებენ, რომ ისინი დისკრიმინაციას მხოლოდ იმისთვის განიცდიდნენ, რომ თავსაფრით დადიოდნენ.
27 წლია ილხამ ორუჯევამ გათხოვების შემდეგ თავსაფრით სიარული დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მას სამახურში ძალიან აფასებდნენ, მისმა ხელმძღვანელმა მას განუცხადა, რომ თუ თავსაფარს არ მოიხსნის, შეიძლება თანამდებობა დაკარგოს, ვინაიდან კლიენტებს თავსაფარში მისი ხილვა არ სურთ.
მან სხვა სამუშაოს ძებნა დაიწყო, თუმცა გაუჭირდა. ”მე უარს მეუბნებოდნენ. მხოლოდ იშვიათად მიხსნიდნენ, რატომ ვერ მივიღებდი სამუშაოს”,- განაცხადა მან.
ახლა ორუჯევა ირანულ მაღაზიაში მუშაობს, რომელშიც მას ისლამური სამოსის ტარება შეუძლია.
”არ მესმის, საზოგადოება რატომ არის ასე მტრულად განწყობილი ჩვენს მიმართ”, – განაცხადა მან. ”თავსაფრიანი ქალები ჩამორჩენილები, გაუნათლებლები არ არიან. მე ვსეირნობ მეგობრებთან, დავდივარ გამოფენებზე, ვკითხულობ წიგნებს და ვუყურებ ფილმებს”.
იურისტ რასულ ჯაფაროვის აზრით, ქალის გათავისუფლება თავსაფრის ტარების გამო უკანონოა, ვინაიდან ეს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაა.
”მიუხედავად ამისა, ჩემთვის ცნობილია შემთხვევები, როცა ქალებმა ვერ მიიღეს სამუშაო, ისინი გაათავისუფლეს, ან იძულებული გახდნენ, თავად წამოსულიყვნენ სამსახურიდან იმიტომ რომ თავსაფარს ატარებდნენ”, – განაცხადა მან.
სინდისისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ილგარ იბრაგიმოღლუმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევებში, როცა ქალები თავსაფარს ატარებდნენ, რთული დასამტკიცებელი იყო, რომ სწორედ ამის გამო უთხრეს მათ უარი სამსახურზე.
ქალებს, რომლებიც თავსაფარს ატარებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ისინი ვაკანსიას არ შეეფერებიან, ან რომ თანამდებობაზე სხვა მიიღეს.
”სამწუხაროდ ქალები იშვიათად მოგვმართავენ სამსახურში დისკრიმინაციის საკითხზე. ალბათ, არ სჯერათ, რომ პრობლემები გადაწყდება, ან რომ თავსაფრის ტარების აკრძალვა უკანონოა”, – განაცხადა მან.
იბრაგიმოღლუმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევებში, როცა ქალები მის ორგანიზაციას მიმართავდნენ, ისინი სასამართლო საქმეებს იგებდნენ.
”ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში საშუალო რგოლის მენეჯერი გასაქანს არ აძლევდა ქალს, რომელიც თავსაფარს ატარებდა. ჩვენ ქალის უფლებები დავიცავით და მენეჯერი, რომელმაც ის გაათავისუფლა, 2-3 კვირიან ტრეინინგზე გააგზავნეს, რომელიც ტოლერანტობის საკითხებს ეძღვნებოდა”, – განაცხადა მან.
ისლამის აქტივისტებს, რომლებიც სამედოვთან ერთად გაასამართლეს, პარტიის წევრებს – ვაგიფ აულაევს 11, ხოლო რუფულა ახუნზადეს 11.5 წელი მიუსაჯეს. მის ნათესავებს ფირდივსი მამედრზაევს და დაიანატ სამედოვს კი 10-10 წელი შეუფარდეს.
სამედოვის ცოლი ამტკიცებს, რომ ბრალდება შეთითხნილი და აბსლუტურად უსაფუძვლო იყო, ვინაიდან იარაღი, რომლის ტარებაშიც მას დასდეს ბრალი, მეზობლის სახლში აღმოაჩინეს.
”რატომ შევინახავდით ჩვენს იარაღს მეზობლებთან? ”, – განაცხადა მან.
ბევრი მუსულმანი აცხადებს, რომ ისინი გააგრძელებენ სკოლის მოსწავლეებზე ზეწოლას, რომ მათ თავსაფრები ატარონ სკოლებში, თუკი ამის სურვილი აქვთ.
”თუ აზერბაიჯანი დემოკრატიული ქვეყანაა, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს რწმენის თავისუფლებას, როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული”, -განაცხადა ბაქოსთან ახლოს არსებული ნარდარანის მეჩეთის იმამმა ხაჯი ნუხბალამ.
ნარდარანი აზერბაიჯანის მთავარი შიიტური სიწმინდეა, ვინდაინ იქ მოციქულ მუჰამედის შვილიშვილია დაკრძალული.
”თუ ჩვენს ქვეყანაში მოწრმუნენი ვერ იყენებენ რელიგიას ათეისტებზე გავლენის მოსახდენად, მაშინ მორწმუნეთა ათეისტებად ძალით გადაქცევის მცდელობაც არ უნდა იყოს”, – განაცხადა ნუხბალამ.
ვაფა ზეინალოვა და მაგარამ ზეინალოვი, IWPR ის კონტრიბუტორები აზერბაიჯანში.
http://iwpr.net/report-news/azerbaijani-islamists-angered-leaders-conviction