სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აზერბაიჯანი-სომხეთის ურთიერთობებეში გადატვირთვაა?

0 კომენტარი
 2014 წლის 18 ნოემბერი   ავტორი: შაჰინ რზაევი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


უმაღლესი დონის შეხვედრები ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

საფრანგეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტები

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან (მარცხნივ) და სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგსინთან (მარჯვნივ) ერთად (ფოტო: საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია).

ეკატერინა პოღოსიანი, შაჰინ რზაევი – კავკასია

დიპლომატიურმა აქტიურობამ, როგოც ჩანს, შეძლო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან არიდება და თითქოს ადიგილიდან დაძრა უშედეგო და ერთ ადგილას გაყინული სამშვიდობო პროცესი.

ალიევი და სარგსიანი, ბოლო წლების მანძილზე, სულ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს: 2013 წლის ნოემბერში, მანამდე კი 2012 წლის იანვარში. არცერთ შეხვედრაზე არ მომხდარა რაიმე კონკრეტული შეთანხმების მიღწევა, თუმცა ანალიტიკოსების აზრით, თავად შეხვედრის ფაქტი იყო უკვე ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც სტაბილურობის აღდგენის, ისე მისი შენარჩუნების თვალსაზრისით.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გასვლა მოითხოვეს, დაიწყო ომი, რომელიც 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, თუმცა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება ჯერაც არ არის მიღწეული. მას შემდეგ, ყარაბაღს და მის მიმდებარე ტერიტორიებს სომხური ადმინისტრაცია მართავს და ის დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს. აზერბაიჯანი ყარაბაღის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს, სამშვიდობო პროცესს მინსკის ჯგუფი შუამავლობს და მასში ჩართულები არიან აზერბაიჯანული და სომხური მხარეები.

წლების მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ყარაბაღის მომავალთან დაკავშირებით ორივე მხარეს რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვს. ერთმანეთის პირისპირ დგას დამოუკიდებლობა და რეინტეგრაცია, ასეთ ვითარებაში კი წარმოუდგენელია რომელიმე კონკრეტულ საკითხზე საუბარი, მათ შორის დევნილების დაბრუნებაზე და რესტიტუციაზე.

ამასობაში, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვართან და ასევე მთიანი ყარაბაღის ე.წ. „გამყოფი ხაზის“ მიმდებარედ ხშირად ისმის სროლის ხმა და პერიოდულად შეტაკებებიც ხდება.

წელს ზაფხულში ინციდენტების რაოდენობის მხრივ განსაკუთრებულად საგანგაშო ვითარება დაფიქსირდა, დაიღუპა ბევრი ადამიანი, როგორც სამხედრო პირი ასევე მშვიდობიანი მოქალაქე. ანალიტიკოსები ომის დაწყების საშიშროებაზე ალაპარაკდნენ. (იხილეთ:აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სროლები გახშირდა).

ასეთ ფონზე, 10 აგვისტოს სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, შედგა აზერბაიჯანისა და მისი სომეხი კოლეგის პირისპირ შეხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ოფიციალური სახის შეთანხმება არ ყოფილა მიღწეული, ადგილზე ვითარება განიმუხტა (იხ: მერყევი მშვიდობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე).

ეს შეხვედრა პუტინის პირადი ინიციატივით ჩატარდა, ეუთოს მინსკის ჯგუფის გვერდის ავლით. ფრანგი და ამერიკელი თანათავმჯდომარეები ამ შეკრებას არ ესწრებოდნენ.

5 სექტემბერს, აშშ სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე შეხვდა.

ალიევი სარგსიანის ბოლო შეხვედრა ამა წლის 27 ოქტომბერს, პარიზში გაიმართა და ამჯერად მას საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მასპინძლობდა. შეხვედრას მინსკის ჯგუფის სამივე თანათავმჯდომარე ესწრებოდა.

შესამჩნევი პროგრესი არც ამ შეხვედრას მოჰყოლია, გარდა იმისა, რომ გაჩნდა საუბრის დაწყების მზაობა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირების შემდეგ საკმაოდ დიდ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.

სარგსიანის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის და ალიევი შეთანხმდნენ რომ კიდევ შეხვდებოდნენ ერთმანეთს და რომ „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია“. ისინი ასევე შეთანხმდნენ „ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატით დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე“.

მინსკის ჯგუფის დიპლომატებმა დამატებითი ოფიციალური შეხვედრები გამართეს როგორც ბაქოში, ისე ერევანში, რითაც ხაზი გაუსვეს, რომ მოლაპარაკებების პროცესში კვლავ ეუთო რჩება წამყვან მექანიზმად.

რეგიონული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი აღნიშნავს, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც პარიზში გამართულ შეხვედრას მოჰყვა შედეგად. პუტინის ინიციატივით გამართული ცალმხრივი შეხვედრის შემდეგ „ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს უნდოდათ კიდევ ერთხელ განემტკიცებინათ და განესაზღვარათ თავიანთი პოზიცია“.

რა მოხდა პარიზში

საფრანგეთში გამართული შეხვედრის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ საუბარი იყო „სასარგებლო, გულახდილი და კონსტრუქციული“.

მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ კი აღნიშნა, რომ ლიდერებს შორის გამართული ნებისმიერი შეხვედრა „პოზიტიურია“, რადგან ის იძლევა შესაძლებლობას „გაიგო მოწინააღმდეგე მხარის განწყობა, რაც კონფლიქტის მოგვარების პროცესის დაჩქარების საწინდარია“.

„შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოუწოდა სომხეთს და აზერბაიჯანს, როგორც დაპირისპირებულ მხარეებს, დაეწყოთ მუშაობა სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე“, – განაცხადა მამადიაროვმა ონლაინ გამოცემა Trend.az-თვის მიცემულ ინტერვიუში. „აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მზადყოფნა ამ სამუშაოს დასაწყებად“.

თავის მხრივ, ნალბანდიანმა აღნიშნა, რომ ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია. მისი განმარტებით, „რადგანაც საბოლოო შეთანხმების მიღწევა ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით უნდა მოხდეს, ამ საკითხის განხილვა ახლა შეუძლებელია“.

მინსკის ჯგუფის ხედვა ყარაბაღის მომავალთან დაკავშირებით „მადრიდის პრინციპებს“ ეფუძნება. პაკეტს 2007 წელს მოეწერა ხელი და ის ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში ერთ-ერთი საბაზისო დოკუმენტს წარმოადგენს. დოკუმენტი ითვალისწინებს ყარაბაღისთვის რეფერენდუმის ჩატარებამდე დროებითი სტატუსის მინიჭებას, ამჟამად სომხების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დაბრუნებას, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებას, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის შენარჩუნებას და საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებას.

არსებობს უთანხმოება მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის იმაზეც, თუ რა თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ამა თუ იმ ელემენტის განხორციელება.

შეხვერდაზე ოლანდმა მხარეებს ნდობის აღდგენისთვის მიმართული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწდა. პირველ რიგში კი, ურჩია გაეყვანათ სნაიპერები წინა პოზიციებიდან და დაეწყოთ საზღვრისპირა შეტაკებების დროს მომხდარი ცალკეული ინციდენტების გამოძიება. ამის საპასუხოდ, ნალბანდიანმა განაცხადა, რომ სომხეთი და ყარაბაღი იზიარებენ ამ წინადადებას, განსხვავებით აზერბაიჯანისგან, რომელიც თვლის, რომ ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯები მხოლოდ მოლაპარაკებებზე ხელშესახები შედეგის მიღწევის შემდეგ უნდა იყოს გადადგმული. ნალბანდიანის აზრით, ეს არგუმენტი ყოველგვარ აზრს არის მოკლებული, რადგან „თუ მოლაპარაკებში იქნება წინსვლა და მოხდება შეთანხმების მიღწევა, არა მგონია, რომ ნდობის აღსადგენად რაიმე ზომების გატარება გახდეს საჭირო“.

ამავე საკითხზე მამადიაროვის კომენტარის მიხედვით, სნაიპერების ყოფნის საჭიროება თავისთავად გაქრება, როცა სომხური საჯარისო შენაერთები დატოვებენ აზერბაიჯანულ მიწა-წყალს.

მამადიაროვის მიხედვით, პრეზიენტ ალიევს არაერთხელ განუცხადებია იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მოხდეს საბოლოო შეთანხმების მიღწევა. უპირველეს ყოვლისა, სომხურმა ჯარმა უნდა დატოვოს „ოკუპირებული ტერიტორია“- მხედველობაშია ყარაბაღის ირგვლივ მის მიერ კონტროლირებადი რაიონები. „როგორც კი შესრულდება აზერბაიჯანის ეს მოთხოვნა, რომელსაც ღიად უჭერენ მხარს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და გაეროს უსაფრთხოების საბჭო თავისი რეზოლუციებით, შესაძლებელი გახდება რეგიონში უსაფრთოების უზრუნველყოფა, საზღვრების გახსნა, კომუნიკაციის აღდგენა და ისეთ საკითხებზე შეთანხმება, როგორიცაა ნდობის აღდგენა და ა.შ.“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც ბაქოს ნატოსთან თანმშრომლობის ინსტიტუტის დირექტორმა ფარუხ მამედოვმა გაზეთ იენი მუსავათს განუცხადა ეს ნიშნავს, რომ „თავდაპირველად უნდა მოხდეს შვიდი რაიონის გათავისუფლება, შემდეგ ლაჩინის დერეფნის შენარჩუნების სანაცვლოდ [სომხეთის და ყარაბაღის დამაკავშირებელი გზა], გაიხსნება მეგრი-ნახიჩევანსის დერეფანი“. სომხეთის მიერ მთლიანდ მოწყვეტილია ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც აზერბაიჯანის შემადგენლობაშია.

მანვე დასძინა, რომ „სომხეთი ამ გეგმით სრულებითაც არ არის აღფრთოვანებული, რადგან, როგორც აგრესორმა, სწორედ მან უნდა გადადგას პირველი კონკრეტული ნაბიჯი“.

მცირე მოლოდინი

ვიდრე ყველა შეხვედრის დადებით მხარეებზე საუბრობს, არაერთგვაროვანია ექსპერტების აზრი იმის თაობაზე, თუ რა სიახლეა მოსალოდნელი ყარაბაღის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართულებით და არის თუ არა  მინსკის ფორმატი ამისთვის შესაფერისი.

მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათ პარიზის შეხვედრასთნ დაკავშირებით დიდი მოლოდინი არ ჰქონიათ, თუმცა მიესალმებიან მას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ შეხვედრას, რომელიც ზავის შენარჩუნებისკენ იქნება მიმართული.

ამასთანავე, ყარაბაღის პრეზიდენტის პრესსსპიკერი დავიდ ბაბაიანი აცხადებს, რომ „შეუძლებელი იქნება კონფლიქტის მოგვარება, ვიდრე პროცესში მთავარი მხარე – არცახი [ყარაბაღი] არ იქნება სრულად წარმოდგენილი“.

რიჩარდ გირაგოსიანის განცხადებით, შეხვედრა წარმატებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ დაგვანახა სად ვიმყოფებით ამჟამად.

„მიუხედავად იმისა, რომ პარიზის შეხვედრაზე არ მოხდა შესამჩნევი გარღვევის მიღწევა, გამართლდა უკვე ისედაც არსებული მცირე მოლოდინი, რადგან „საწყისებთან დაბრუნების“ დიპლომატიურ სტრატეგიას ორი მინიმალური მიზანი ამოძრავებს – სამშვიდობო პროცესის შენარჩუნება და ყარაბაღში ომის დაწყების თავიდან აცილება“, – განაცხადა მან.

ბაქოელმა ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა რიზვან ჰუსეინოვმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ის „დიდი სკეპტიციზმით“ უყურებს მინსკის ჯგუფის როლს და შესაბამისად, მშვიდობის მიღწევის სამომავლო პერსპექტივასაც.

„როდესაც მინსკის ჯგუფში შემავალი სამი ქვეყნის საქმიანობას ვაფასებ, პირველი, რაც თავში მომდის არის კრილოვის იგავ-არაკი გედზე, კიბორჩხალაზე და ქარიყლაპიაზე. ტვირთით სავსე ურემს სამივე თავისკენ ექაჩებოდა და შედეგად, ვერც ერთმა ადგილიდან ძვრა ვერ უყო“, – გვითხრა მან.

ერევნის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანი კი აღნიშნავს, რომ „რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, მინსკის ჯგუფის წევრებს აღარ სჭირდებათ დამატებითი თავის ტკივილი, ამიტომაც მოლაპარაკებების პროცესი რუსეთის, ამერიკის და საფრანგეთის კონსენსუსით მიმდინარებს“.

მიუხედავად ამისა, მინასიანი ოპტიმისტურად არის განწყობილი და სამშვიდობო პროცესში წინსვლის იმედი აქვს.

„ზოგადად,მოლაპარაკებების პროცესში არის გარკვეული წინსვლის წინაპირობები…მოლაპარაკებების დაწყება ნულიდან, გამყოფ ხაზთან შეიარაღებულ ძალებს შორის დაძაბულობის შემცირება და ნდობის აღდგენის მექანიზმების ამოქმედება“, – განაცხადა მან. „ეს არის ყველაფრის ნულიდან დაწყება, ამის გარეშე შეუძლებელი იქნება შემდეგ ეტაპებზე გადასვლა“.

ეკატერინა პოღოსიანი საინფორმაციო სააგენტო მედიამაქსის რეპორტიორია სომხეთში.

შაჰინ რზაევი IWPR ოფისის დირექტორია აზერბაიჯანში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი შაჰინ რზაევი


მსგავსი სტატიები:


ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აპრილი 26, 2022

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები
ნოემბერი 2, 2016

აზერბაიჯანში რეფერენდუმი საპროტესტო აქციებით აღინიშნა
სექტემბერი 25, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT