გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ ჰეიდარ ალიევი ისევ ძლიერ გავლენას ახდენს ქვეყანაზე.
აზერბაიჯანმა თავისი მრავალწლიანი მმართველის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების ათი წლისთავი აღნიშნა. თანამედროვეების მტკიცებით, მისი პიროვნების კულტი ახლა გაცილებით უფრო გამოკვეთილია, ვიდრე მის სიცოცხლეში იყო.
12 დეკემბერს, მთავრობის წევრებმა გვრიგვინით შეამკეს ჰედარ ალიევის საფლავი და მოინახულეს მისივე სახელობის, ახალგახსნილი კულტრის ცენტრი. სატელივიზიო არხებით ტრანსლირებდა გადაცემები მისი მემკვიდრეობის შესახებ.
ალიევი აზერბაიჯანს დიდი ხნის მანძილზე მართავდა, საბჭოთა კავშირის დაშლამდე და მის შემდგომ პერიოდშიც. სუკ-ის (კგბ) გენერალი ალიევი საბჭოთა აზერბაიჯანის კომუნისტურ პარტიას 1969-1982 წლებში ედგა სათავეში, ამის შემდეგ ის მოსკოვში პარტიის პოლიტბიუროში გადავიდა სამუშაოდ. ის ხელმეორედ, უკვე დამოუკიდებელ აზერბაიჯანში დაბრუნდა და 1993 წელს ქვეყნის პრეზიდენტიც გახდა. ალიევმა პოსტი 2003 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.
თანამდებობაზე ის მისმა შვილმა, ილჰამ ალიევმა ჩაანაცვლა, რომელიც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ კვლავაც ინარჩუნებს ქვეყნის მეთაურის პოსტს.
ჰეიდარ ალიევის პრეზიდენტობის დროს დასრულდა ომი მთიან ყარაბაღში და ხელი მოეწერა პირველ ხელშეკრულებას საერთაშორისო ნავთობკომპანებთან.
მთელ ქვეყნაში გამზირები, პარკები, საგანმანათლებლო და საჯარო ინსიტუტები, სპორტული მოედნები და კულტურული ცენტრები ჰეიდარ ალიევის სახელს ატარებენ. ბავშვები მისი სახელობის სკოლებში სწავლობენ, ხოლო მათი მშობლები მისივე სახელობის დაწესებულებებში მუშაობენ. ჰედარ ალიევის სახელს ატარებს საერთაშორისო აეროპორტი და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, მისივე სახელობისაა ქვეყნის უდიდესი საქველმოქმედი ფონდიც.
12 დეკემბრის გარდა, აზერბაიჯანში აღინიშნება 15 ივნისი – „ხსნის დღე“, დღე როდესაც ჰედარ ალიევი 1993 წელს ხელისუფლებაში დაბრუნდა. ასევე დღესასწაულია მისი დაბადების დღეც 10 მაისი – „ყვავილების დღე“.
აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით ქვეყანაში ჰეიდარ ალიევის 60 მუზეუმი მოქმედებს, მათი უმეტესობა ახალია და მათში დაცულია ძეგლები, ბიუსტები და ფოტოები, რომლებიც მისი როგორც საბჭოთა პერიოდის, ასევე პოსტ-საბჭოთა დროიდელ მოღვაწეობას ეხება. მათთვის, ვინც მისი პიროვნების უფრო ღრმად შესწავლით არის დაინტერესებული, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2008 წლიდან ალიევის მოღვაწეობის შემსწავლელი განყოფილება მუშაობს.
ბაქოში, იენი სურახანის უბანში მოქმედი ჰეიდარის მეჩეთს ამშვენებს 1999 წლით დათარიღებული დაფა, რომელიც გვეუბნება, რომ აღნიშნული
შენობა გარდაცვლილი პრეზიდენტის პატივსაცემად აიგო. მეჩეთის შიგნით კიდევ ერთი მუზეუმია მოწყობილი.
ქუჩებში, განსვენებული ლიდერი ბილბორდებიდან და პოსტერებიდან უმზერს გამვლელებს. ხშირ შემთხვევაში სურათებს მისი გამონათქვამებიც ახლავს თან. ციტატების შინაარსი დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარეობს.
მაგალითად, სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის წინ გამოკრულ პოსტერს ალიევის ამ დაწესებულების მისამართით გამოთქმული საქებარი სიტყვები ამშვენებს.
კომიტეტის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი მერი ამიროვა ამბობს, რომ ბილბორდზე ციტატის განთავსება თავად თანამშრომლების იდეა იყო.
„ის ეროვნული გმირია. ჩვენთვის საამაყოა, რომ ის ასე აფასებდა ჩვენს საქმიანობას. მან კომიტეტის შესახებ მხოლოდ ერთხელ ისაუბრა და ეს სიტყვები ჰეიდარ ალიევის მიერ ჩვენი მუშაობის დიდი აღიარებაა“, – განაცხადა მან.
სკოლები და უნივერსიტეტები ისეთ ციტატებს იყენებენ, რომლებიც განათლებასა და პატრიოტიზმს უკავშირდება, სამედიცინო დაწესებულებებში კი ალიევის მედიცინასთან დაკავშირებულ გამონათქვამებს შეხვდებით. მაგალითად: „მე ძალიან მიყვარს ექიმები და ძალინ მიყვარს ჯანმრთელობა. მე მათი მეგობარი ვარ. ისინი ჩემი ნომერ პირველი მეგობრები არიან“.
ამიროვას მსგავსად, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი სეფაი აჰმადოვა აცხადებს, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლებიდან არის წამოსული.
„სამინისტროდან ასეთი ბრძანება არ ყოფილა. თუმცა ჩვენ ამის შესახებ ინფორმირებულები ვართ. ასეთ მოქმედებას მხოლოდ მივესალმებით“, – ამბობს აჰმადოვა.
ალიევის კალენდრის არანაკლებმნიშვნელოვანი თარიღია 14 ივლისი.
იენი სურაჰანის უბანში ერთ-ერთი ქუჩა 14 ივლისის სახელს ატარებს. მის მნიშვნელობას იქვე აღმართული პატარა ძეგლის წარწერა განმარტავს – ამ დღეს, 1969 წელს, ალიევი პირველად ჩაუდგა სათავეში აზერბაიჯანს.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ბარჰუდარ ბარჰუდაროვი აღნიშნავს, „ალიევი ხელისუფლებას სათავეში პირველად 1969 წელს ჩაუდგა და ჩამორჩენილი ერი გადაარჩინა. მან განავითარა აზერბაიჯანის ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა. ეს ძეგლიც და ქუჩაც ამ დიდი და ისტორიული დღის უკვდავყოფად არსებობს“.
20 წლის ტალეჰ ბაბაევი, რომელიც ძეგლის მოპირდაპირედ ცხოვრობს, ძალიან ამაყობს იმით, რომ მისი ქუჩა ალიევის სახელს ატარებს.
„მან აზერბაიჯანი სომხებისგან და რუსებისგან დაიცვა. ის ამას იმსახურებს“, – ამბობს ის.
მიუხედავად იმისა, რომ 14 ივლისი ოფიციალურ დღესასწაულს არ წარმოადგენს, სახელმწიფო ტელევიზია ამ დღეს გამორჩეულად აღნიშნავს. ეთერში გადის გადაცემები, რომლებიც ალიევის საბჭოთა დროინდელი საქმინაობის შესახებ მოგვითხრობენ. ბაქოს მერიის ხელშეწყობით იმართება კონცერტები, დღის ბოლოს კი ქალაქის ცენტრში საზეიმო ფეიერვერკი ეწყობა.
ელდარ ნამაზოვი, რომელიც ერთ დროს ჰეიდარ ალიევის მრჩეველი იყო, ამბობს, რომ პრეზიდენტად ყოფნის დროს მისი პიროვნული კულტი ასე თვალშისაცემი არ ყოფილა.
„ეს უბრალოდ შუძლებელიც იქნებოდა. ალიევის ხელისუფლებაში დაბრუნების [1993 წელს] პერიოდში აზერბაიჯანი ჯერ კიდევ გაჟღენთილი იყო საბჭოთა კავშირისაგან გათავისუფლების სულით,“ – ამბობს ნამაზოვი. „ასევე, აზერბაიჯანს დამოუკიდებელი მედია ჰყავდა და ასეთ გარემოში უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა პიროვნების კულტის იმ დონემდე გაზრდა, რასაც დღეს ვხედავთ“.
ეროვნული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი ლეილა ალიევა აღნიშნავს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას უნდა შექმნას მიმზიდველი ეროვნული იდეოლოგია და ამას ამჟამინდელი პრეზიდენტის მამის იმიჯის გაძლირებით ცდილობს.
„ამიტომაც პიროვნების ხელოვნური კულტის შესაქმნლელად ისინი საბჭოთა ხერხებს იყენებენ; ეს მათი ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმაციისთვის ყველაზე მოსახერხებებლი გზაა“, – აცხადებს ალიევა.