სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აზერბაიჯანში გულენის სკოლები დაიხურა

0 კომენტარი
 2014 წლის 2 აგვისტო   ავტორი: ლამია ადილგიზი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


განათლების პროგრამა, რომელიც ერთ დროს თურქეთის რბილი ძალის ინსტურმენტად ითვლებოდა, პრემიერ-მინისტრსა და გავლენიან სასულიერო ლიდერს შორის დაპირისპირებას შეეწირა.

ლამია ადილგიზი – კავკასია

აზერბაიჯანში დახურული ერთ-ერთი თურქული სკოლა (ფოტო: აგაშის ლიცეუმის ვებგვერდი).

თურქეთის უახლოესმა მოკავშირე აზერბაიჯანმა მუსლიმი ლიდერის ფატულა გულენის დაარსებული სკოლები დახურა, რითაც პრემიერმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მათ შორის არსებულ დაპირისპირებაში უპირატესობის მოპოვება შეძლო.

გულენის მოძრაობა „ჰიზმეთი“ მთელ მსოფლიოში 2000 საგანმანათლებლო დაწესებულებას ფლობს. აზერბაიჯანში ორგანიზაციის სახელს უკავშირდებოდა კავკასიის უნივერსიტეტი და 25 სკოლა. ამჟამად ყველა სკოლა დახურულია.

„ჰიზმეთის“ სკოლების კურსდამთავრებულები აცხადებენ, რომ მათ ძალიან კარგი განათლება მიიღეს, რაც აზერბაიჯანში საკმაოდ იშვიათია.

ფატულა გულენის შეხვედრა იოანე პავლე მეორესთან 1998 წელს (ფოტო: Dialog Berlin)

გულენის მოძრაობამ პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანში 1990-იან წლებში დაიწყო შემოსვლა. მაშინდელი ხელისუფლება მის განათლების პროგრამას აქტიურად უჭერდა მხარს, როგორც თურქეთის საგარეო პოლიტიკის „დამხმარე ხელს“.

ადრეულ წლებში, ერდოღანის პარტია (სამართლიანობის და განვითარების პარტია) თავისი ღიად გამოკვეთილი ისლამისტური პროგრამით გულენს თავის მოკავშირედ მიიჩნევდა. თუმცა, მოგვიანებით ეს ორი ძალა ერთმანეთს დაუპირისპირდა, რადგან ერდოღანმა ქვეყანაში მეხუთე კოლონის არსებობის საბაბით საჯარო დაწესებულებებში „ჰიზმეთის“ მომხრეების „წმენდა“ ჩაატარა.

პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, მოძრაობა „ჰიზმეთის“ შეთქმულების ნაწილი იყო გასული წლის დეკემბერში ჩინოვნიკების წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით დაწყებული გამოძიებაც.

თურქეთის ხელისუფლება ყველანაირად ეცადა დაესუსტებინა „ჰიზმეთის“ გავლენა და დაეხურა მისი საგანმანათლებლო დაწესებულებები სხვა ქვეყნებში. აზერბაიჯანმა, როგორც უახლოესმა მოკავშირემ, ამ მიმართულებით საკმაოდ კარგად ითანამშრომლა. თებერვალში იყო საუბარი იმაზე, რომ გულენის თანამოაზრეთა „პარალელური სტრუქტურა“ აზერბაიჯანის მთავრობაშიც მოქმედებდა. (ამ თემაზე დაწვრილებით იხილეთ: აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის პოსტი თურქეთის შინაუთანხმოებას შეეწირა)

აპრილის დასაწყისში, ერდოღანის ბაქოში ვიზიტისას, ადგილობრივი მედია საშუალებების მიხედვით, სწორედ მოძრაობა „ჰიზმეთი“ და მისი სკოლები იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა. შეხვედრაზე ალიევმა სტუმარი დაარწმუნა, რომ „არაფერს მივცემთ უფლებას ხელი შეუშალოს ჩვენს ურთიერთობას“.

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ფარად მეჰდიევი აცხადებს, რომ ანკარას არასოდეს დაუმალავს სკოლების დახურვის სურვილი.

„ერდოღანმა სკოლების ცოტა ხნით დახურვა მოითხოვა. ამის შესახებ მან ღიად განაცხადა ბაქოში ვიზიტის დროს“, – განაცხადა მეჰდიევმა.

ოფიციალური ინფორმაციით, სკოლების დახურვა მოხდა არა მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, არამედ ნავთობკომპანია „სოკარის“ მიერ, რომელიც სკოლების მართვას თავისი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 2013 წლის მარტიდან ახორციელებდა.

მაშინ, „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტი ჰალიგ მამედოვი აცხადებდა, რომ ცვლილებები სკოლებს კომერციული თვალსაზრისით უფრო სიცოცხლისუნარიანს გახდიდა, რადგან სწავლის მაღალი ფასის გამო აზერბაიჯანელთა უმეტესობას იქ სწავლა არ შეეძლო. თუმცა, 18 ივნისს სოკარის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობამ სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ მათი მართვა კომპანიისთვის ფინანსურ ტვირთს წარმოადგენდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება, თუ სოკარი აღარ ჩაერთვება ამ სფეროში. მენავთობეებმა ნავთობის მოპოვებას უნდა მიხედონ, განათლებას კი განათლების სამინისტრომ“, – განაცხადა სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საინფორმაციო სააგენტო APA-სთან საუბრისას.

19 ივნისს აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც არ არსებობდა „აღელვების საჭიროება ან მიზეზი“, სამინისტრო დებდა პირობას, რომ მოსწავლეებსაც და პედაგოგებსაც საჯარო სკოლების სისტემაში გადაანაწილებდა.

საკითხავია, რამდენად შეძლებენ მოსწავლეები იმავე ხარისხის განათლების მიღებას, როგორსაც ადრე იღებდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, „ჰიზმეთის“ სკოლების კურსდამთავრებულები მისაღებ გამოცდებზე 20-40%-ით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები.

ელკან ბაშიროვმა „ჰიზმეთის“ სკოლა მინგეჩავირში 2011 წელს დაამთავრა და ამჟამად კომპანია BP-ში მუშაობს. ის ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გააოცა, რადგან სკოლები 20 წლის განმავლობაში შესანიშნავად ართმევდა თავს თავის საქმეს.

„რასაკვირველია, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის საგანმანათლებლო სისტემაზე“, – თქვა მან.

სწავლის მაღალი საფასურის გამო ამ სკოლებში სწავლაზე რიგით აზერბაიჯანელებს ხელი არ მიუწვდებოდათ. მოსწავლეთა უმრავლესობას ბიზნესმენებისა და მაღალჩინოსნების შვილები შეადგენდნენ. ამის გამო, გაჩნდა ეჭვი თითქოს, სკოლებში გულენის სწავლების საშუალებით ქვეყნის მომავალი ელიტის იდეოლოგიური დამუშავება მიმდინარეობდა. კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ახალგაზრდული ორგანიზაცია პოზიტიური ცვლილებების თანადამფუძნებელი ნერმინ რეჰიმლი ასეთ შიშებს „სისულელეს“ უწოდებს.

ჰიზმეთის განათლების პროგრამის მოწინააღმდეგეები არ უარყოფენ სკოლების აკადემიურ მიღწევებს, თუმცა ამავე დროს ინტერესდებიან, სასწავლო პროგრამის მიღმა სხვა რამის სწავლებაც ხომ არ მიმდინარეობს.

სამთავრობო გაზეთის პოლიტიკური მიმომხილველი რუსტემ გარახანლი თავისი ფეისბუკის გვერდზე ჰიზმეთის შესახებ თავის მოსაზრებას გამოხატავს და წერს „რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი რადიკალური ისლამისტური მოძრაობა, როგორც ვაჰაბიზმი, თუმცა ის საკმაოდ ძლიერ პოლიტიკურ ბერკეტებს ფლობს“.

„სახელმწიფოს სუვერენიტეტის პოზიციიდან შეიძლება გასაგები და გამართლებულიც იყოს აზერბაიჯანში ამ სკოლების დახურვა“, წერს ის.

თუმცა არიან ისეთებიც, მათ შორის ხელისუფლების მომხრე პოლიტიკოსებიც, ვინც არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას. მაგალითად, ფაზილ მუსტაფა პარტიიდან Boyuk Qurulus.

„მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახსნა ეს სკოლები აზერბაიჯანში ინგლისელებმა, ამერიკელებმა, რელიგიურმა მოძრაობამ თუ რომელიმე რელიგიურმა მოღვაწემ – მათი შეფასება დამსახურებების მიხედვით უნდა მოხდეს“, – განაცხადა მან. „თურქული სკოლების დახურვით, ათობით ათასი მოსწავლე ხარისხიანი განათლების გარეშე დარჩება“.

ლამია ადილგიზი

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი ლამია ადილგიზი
ლამია ადილგიზი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანიდან და ამჟამად სტამბოლში მუშაობს.


მსგავსი სტატიები:


ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აპრილი 26, 2022

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები
ნოემბერი 2, 2016

აზერბაიჯანში რეფერენდუმი საპროტესტო აქციებით აღინიშნა
სექტემბერი 25, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT