სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

აზერბაიჯანში მედიის უფლებადამცველი ორგანიზაცია დაიხურა

0 კომენტარი
 2014 წლის 1 ოქტომბერი   ავტორი: ლეილა მუსტაფაევა

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ორგანიზაცია, რომელიც მოქალაქეებს სასამართლო დავების წარმართვაში ეხმარებოდა, ფუნქციონირებას წყვეტს.

ლეილა მუსტაფაევა – კავკასია

აზერბაიჯანის მოქალექეებს, რომლებმაც საკუთარ სამშობლოში სამართალი ვერ იპოვეს, უკიდურეს შემთხვევაში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შეუძლიათ მიმართონ.

სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანამდე მომჩივანეები იურიდიულ კონსულტაციებს ადამიანის უფლებათა დამცველ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გადიან. თუმცა, მოქალაქეებისთვის ამგვარი დახმარების მიღების შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება, რადგან მსგავსი ორგანიზაციები დღითი-დღე ქრებიან თვალსაწიერიდან.

ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია, იურიდიული განათლების საზოგადოება, მას შემდეგ დაიხურა, რაც მისი ხელმძღვანელი დააკავეს. 8 აგვისტოს სასამართლომ ინტიგამ ალიევს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შუფარდა. პროკურატურაში მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გადასახადების თავიდან აცილების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო ბიზნესის წარმოების მუხლით. დაკავებული მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.

მორიგი დარტყმა იქნა მიყენებული მედიის უფლებათა ინსტიტუტის დახურვით, რომელიც ასევე ევროპის სასამართლოში გასაჩივრებულ საქმეებზე მუშაობდა. 15 აგვისტოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რაშიდ ჰაჯილიმ ინსტიტუტის დახურვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მისი თქმით, ის იძულებული გახდა გადაედგა ეს ნაბიჯი, რადგან ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

„ბოლო დროს პრობლემები შეიქმნა დონორებთან ურთიერთობაში, რომლებიც მედიის უფლებათა ინსტიტუტის საქმიანობას უჭერდნენ მხარს. გამოსავალს ვერ ვპოულობთ“, – განაცხადა ჰაჯილიმ. „ეს ნიშნავს, რომ მედიის უფლებათა ინსტიტუტი სავარაუდოდ ვეღარ გააგრძელებს სასამართლო დავებზე მუშაობას“.

ინსტიტუტის დახურვით დიდი ზიანი მიადგა ბევრ ადამიანს, მათ შორის ჟურნალისტ აფგან მუხტარლისაც, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში ექვსი სარჩელი აქვს შეტანილი.

„ორგანიზაცია [მედიის უფლებათა ინსტიტუტი] სამართლებრივ დახმარებას ახორციელებდა ჟურნალისტებთან დაკავშირებულ 150 საქმეზე“, – ამბობს ის. „ის ექვსივე შემთხვევაში ჩემი ინტერესების დამცველი იყო. ახლა ეს საქმეები მე დამიბრუნდა და არც არავინ არის ჩემი უფლებების დამცველი. აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ადვოკატი ძალიან ცოტაა, ბევრს ეშინია აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ ევროპის სასამართლოში ჩივილი“.

ორგანიზაციის გულშემატკივრები და მეგობრები ეჭვობენ, რომ ინსტიტუტი არა ფინანსური, არამედ პოლიტიკური მიზეზით დაიხურა, თუმცა ამაზე ღიად საუბარს ყველა ვერ ბედავს.

ცნობილი საგამოძიებო ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ერთ-ერთია ვისაც მედიის უფლებათა ინსტიტუტი დაეხმარა.

„გაწეული დახმარებისთვის მათი ძალიან მადლობელი ვარ“, – ამბობს ის.

მისი თქმით, აშკარა იყო, რომ მედიის უფლებათა ინსტიტუტი სერიოზული ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

 „ინსტიტუტის დახურვის მიზეზი ხელისუფლების ზეწოლა გახდა“, – თქვა მან. „ინსტიტუტს ანგარიშები გაუყინეს, მისი დირექტორი [ჰაჯილი] კი დიდი ხანი ემიგრაციაში იყო წასული. შემდეგ, ის უცებ ბრუნდება და აკეთებს განცხადებას, რომ ორგანიზაციას ხურავს და რომ არასოდეს ყოფილა ჩართული პოლიტპატიმრებთან დაკავშირებულ საქმეებში…ასეთ რთულ ვითარებაში მედიის უფლებათა ინსტიტუტი დანებდა. ჩვენც სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ პატივი ვცეთ ამ გადაწყვეტილებას“.

ოპოზიციური გაზეთის „აზადლიგის“ მთავარი რედაქტორი განიმატ ზაჰიდი ეთანხმება იმ აზრს, რომ მედიის უფლებათა ინსტიტუტი დაიხურა არა მისი  ხელმძღვანელობის ნებით, არამედ იძულების წესით.

„დევნის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს გავლენას ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებზე“, – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას. “მედიის უფლებათა ინსტიტუტი პრინციპულ საკითხებთან მიმართებაში ყოველთვის მყარ პოზიციას ინარჩუნებდა და ის ყოველთვის იყო ხელისუფლების ხედვის არეალში. ეჭვი მაქვს, ინსტიტუტი რომ არ დახურულიყო, მის დირექტორს დაიჭერდნენ. აშკარაა, რომ მან საქმიანობა შეწყვიტა გარდაუვალი დაჭერის თავიდან ასაცილებლად “.

მედიის უფლებათა ინსტიტუტის დახურვამდე ხუთი დღით ადრე, მისმა ერთ-ერთმა წევრმა ილჰამ ალიევის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა, რასაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტპატიმრების მხრიდან საკმაოდ ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ კუდიანებზე დევნის მსხვერპლი გახდა. მას, ასევე ფეისბუკით, გამოესარჩლა ჰაჯილი, თუმცა ინსტიტუტის დახურვის შესახებ დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა.

აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები ბრალდებებს იცილებენ და უარყოფენ ყველანაირ კავშირს ოპოზიციონერი აქტივისტების დაჭერასთან და მათი ორგანიზაციების დახურვასთან დაკავშირებით.

„სამწუხაროა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ცალკეული პირები და ჟურნალისტები მათი დამფინანსებელი უცხო ძალების გავლენის ქვეშ ექცევიან და თავს ქვეყანაში მოქმედ კანონებზე მაღლა აყენებენ, უარს აცხადებენ თავიანთი გრანტით დაფინანსებული პროექტების წარდგენაზე, საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებაზე, გადასახადების გადახდაზე და მთავრობის მიერ დადგენილი სხვა კანონიერი მოთხოვნების შესრულებაზე“, – განუცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალი ჰასანოვმა სანფორმაციო სააგენტო AzerTas.  „ … სამწუხაროდ, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებები შეაფასდა, როგორც „სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა“, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის „შეზღუდვა“. ეს არის კამპანია, რომელიც აზერბაიჯანის რეპუტაციის შესალახად არის მიმართული“.

ლეილა მუსტაფაევა თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი ლეილა მუსტაფაევა


მსგავსი სტატიები:


ოკუპაციის შედეგები საქართველოში
აპრილი 15, 2022

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

აზერბაიჯანი: თვითმკვლელობების საგანგაშო სტატისტიკა
ივლისი 1, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT