სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ბლეფი და აბსურდი ციხეში

0 კომენტარი
 2015 წლის 8 აპრილი   ავტორი: იადიგარ სადიქოვი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


პოლიტიკური პატიმარი ციხეში ფსიქოლოგიასა და ურთიერთობებზე.

lfaj-4ციხეში პატიმრების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ხუმრობად ახალი პატიმრის ბაზარში გაგზავნა ითვლება, თუმცა აქ ამას „ხუმრობას“ კი არა, „პატივისცემას“ და „დაფასებას“ ეძახიან.

მოკლედ, როგორც კი ახალბედა პატიმარი ციხის საკანში ხვდება, უფრო „ხანდაზმული“ თანამესაკნეები მას ციხის წესს აცნობენ და „აბოლებენ,“ რომ კვირაში ერთხელ, ერთ-ერთი პატიმარი ბაზარში დადის, რადგან ციხეში ყვალაფერი არ იშოვება. ამ პროცედურას, რა თქმა უნდა, თან ახლავს, სხვა პატიმრების წერილობითი თანხმობა და გაფრთხილება, რომ დარჩენილი თანამესაკნეები დაისჯებიან, თუ ბაზარში წასული პატიმარი გაიპარება და უკან აღარ დაბრუნდება. ყოველ ჯერზე სხვადასხვა ადამიანი მიდის ბაზარში. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, „სტაჟიანი“ პატიმრები იმიზეზებენ, რომ თითქოს მობეზრებული აქვთ ბაზარში სიარული ან ამინდია ცუდი, ან კიდევ, ეზარებათ ციხის გარეთ გასვლა და ა.შ.

რასაკვირველია, ყველას გაბრიყვება ვერ ხერხდება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც წამოეგებიან ხოლმე ანკესს, ძირითადად ნაკლებად გამოცდილები ან ზედმეტად გულუბრყვილოები.

ერთი ასეთი „ახალი“ ქურდახანში ჩვენს ექვსკაციან საკანშიც მოხვდა. სამწუხაროდ, იმ დროს მე დროებით ლენკორანის დაწესებულებაში ვიმყოფებოდი და ეს ამბავი უკვე უკან დაბრუნებულს მომიყვეს. ის იყო 40 წელს გადაშორებული ახალგაზრდა კაცი, თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან უეშმაკო და ალალი. საკანში იმ დროისთვის მყოფმა ოთხმა პატიმარმა ახალმოსული დაარწმუნა, რომ ყოველ კვირას ერთ-ერთი მათგანი ბაზარში დადიოდა საყიდლებზე და ახლა მისი ჯერი იყო. შეადგინეს საყიდლების სია და სამმა გარეთ გაშვების თანხმობასაც მოაწერა ხელი. მეოთხემ დაიწყო ეჭვიანის როლის თამაში, თანხმობას ხელი არ მოაწერა იმ საბაბით, რომ ახალმოსულს არ ენდობოდა, ფიქრობდა, რომ ის მათ „გადააგდებდა“ და უკან არ მობრუნდებოდა. საცოდავმა კაცმა ათასი პირობა და ფიცი დადო, რომ თანამოსაკნეებს არ უღალატებდა და არსად გაიქცეოდა. როგორც იქნა, მეოთხე პატიმარმაც მოაწერა ხელი ბაზარში წასვლის თანხმობას.

მეორე დილით, კვირას, „ახალი“ ყველაზე ადრე ადგა, წვერი გაიპარსა, ტანზე ჩაიცვა და ცხრა საათს დაუწყო ლოდინი. ამასობაში, გაიღო კარი და დილის შემოწმებაზე საკანში ბადრაგი შემოვიდა, მას „ახალი“ მიუახლოვდა და შეეკითხა, ბაზარში როდის შეიძლება წავიდეო. როცა ყველას სიცილი წასკდა, მხოლოდ მაშინ მიხვდა „ახალი“, რომ მთელი კვირის განმავლობაში ასულელებდნენ.

ციხეში შეხვდები უამრავ ქედმაღალ ადამიანსაც, ე.წ. „რისოვკებს,“ რომლებიც სულ ტრაბახობენ და ყვებიან იმის შესახებ, თუ რა ძვირიანი მანქანები და აგარაკები დატოვეს თავისუფლებაზე. პირადად მე ველოსიპედიც კი არ მაბადია და ამის გამო არანაირ დისკომფორტს არ განვიცდი, თუმცა ასეთი ამპარტავნება ჩემთვის არა მარტო მიუღებელი, არამედ გამაღიზიანებელია.

ყოველთვის, როცა ასეთი ტიპის ხალხი ჩემს საუბარში ჩაბმას ცდილობს, ვხვდები, რომ ჩემგან რაღაც სარგებელს ელიან. ციხეში „კაი ტიპი“ ხარ, თუ შენს გაჭირვებულ თანამესაკნეებს ყველაფერს უნაწილებ. ბევრი თვითკმაყოფილი ამ წესს საგულდაგულოდ იცავს კიდეც. ერთხელ, ზუსტად ამ თემაზე ერთს ვლაპარაკობდი და საუბრის დროს სულ ერთ პატიმარს სახელად ხატამს ახსენებდა, რომელიც ყველას ეხმარებოდა, განსაკუთრებით, სიგარეტით. როგორც წესი, ეს საუბარიც ასე დასრულდა: „სიგარეტი ხომ არა გაქვს?“

სიგარეტი ციხეში ყველაზე ფართო მოხმარების საქონელია. პატიმართა თხოვნით, ბადრაგებს ხშირად დააქვთ ხოლმე სიგარეტი ერთი საკნიდან მეორეში. ვისაც სიგარეტს გარედან უგზავნიან, ორ-სამ კოლოფს სხვა პატიმრებსაც უნაწილებენ. რამდენიმე „ბურჟუა“ პატიმარს თუ არ ჩავთვლით, ძირითადი მასა იაფფასიან სიგარეტს ეწევა. ჩვეულებრივ დღეს ვინმესთვის სიგარეტის გაგზავნა ძალიან დიდსულოვან ჟესტად ითვლება.

მომხდარა ისეც, რომ „კარმუშკაში“ (საჭმლის დასარიგებელი ფანჯარა) შემოუხედავს ბადრაგს და უთქვამს, რომ ამა და ამ საკანში უნდა გაიგზავნოს სიგარეტი, როგორც წესი, ამ დროს იაფფასიანი სიგარეტი არ იგულისხმება.

ერთ ჩემს თანამესაკნეს როგორღაც, შემთხვევით, ჩაუვარდა ხელში „კენტი“ და ის მთელი თვე ჯიბეში ინახავდა იმისთვის, რომ როცა სასამართლოზე წავიდოდა, ყველასთვის ეჩვენებინა რა „მაგარი ტიპი“ იყო.

აქ შეხვდები სხვა ტიპის „ტრიპაჩებსაც“, რომელთა ლაპარაკი „ბლეფია“ და სხვა არაფერი, სიტყვების უაზრო რახარუხი. ერთ ასეთი მაგალითს მე თვითონ შევესწარი მატარებელში, ლენკორანიდან ეტაპირების დროს. იმავე ვაგონით მგზავრობდა ჩემი თანამოსაკნეც ქურდახანის ციხიდან. წარმოშობით აგჯაბედის რაიონიდან იყო და მის საქმეს ლენკორანის მძიმე დანაშაულთა სასამართლო განიხილავდა. ჩვენ გვერდით ვაგონ-საკანში ქალი პატიმრები ისხდნენ. როგორც კი მატარებელი დაიძრა, ეს ჩემი თანამოსაკნე, რომლის სახელიც „ს“-ზე იწყებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოშორებით იმყოფებოდა ქალების ვაგონ-საკნიდან, მათთან მივიდა და „კაი ტიპის“ იმიჯს მორგებულმა ქალებს ჰკითხა, რამე ხომ არ სჭირდებოდათ. ქალებმა მადლობა გადაუხადეს და უთხრეს რომ არაფერი სჭირდებოდათ. „ს“ არ მოეშვა და კიდევ შესთავაზა დახმარება, თანაც არაერთხელ. ქალებმა ისევ მადლობა გადაუხადეს და უთხრეს, რომ ყველაფერი ჰქონდათ. მაშინ „ს“-მ ქალებს უთხრა თავისი სახელი და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, გაუმეორა, რომ თუ რამე დასჭირდებოდათ, ის გვერდით საკანში იქნებოდა.

ცოტა არ იყოს გამიკვირდა, მისი ასეთი დაჟინება, რადგან პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ პროდუქტების მხრივ ძირითადად იმ პატიმრებს არ უჭირთ, რომლებიც ახლომახლო რაიონებიდან არიან, ხოლო ისინი, ვინც შორიდან არიან, ასეთ ფუფუნებას მოკლებულები არიან. ჩემი აგჯაბედელი თანამესაკნე მხოლოდ ერთხელ ინახულეს და ამიტომ, რაც ჰქონდა ისიც თავისთვის ძლივს ჰყოფნიდა.

იმ დღეს სასამართლოს გამო ძალიან დაღლილი ვიყავი და ამიტომ აღარ მინდოდა გონების გადატვირთვა ამაზე ფიქრით. დაახლოებით ღამის ორ საათზე კარის გაღების ხმამ გამაღვიძა, ხმაზე ვიცანი, რომ „ს“ იყო.

– ბოდიში, რომ გააღვიძე, მაგრამ ძალიან მშია და რამე საჭმელი ხომ არა გაქვს? – შემეკითხა.

გაოცებული თვალებით შევხედე და შევეკითხე: „კი, მაგრამ თუ არაფერი გქონდა, იმ ქალებს რაღას სთავაზობდი-თქო?“ მიხვდა, რომ არ მოვეშვებოდი, სანამ არ მიპასუხებდა და ბოლოს, როგორც იქნა გამომიტყდა.

-სიმართლე, თუ გინდა, ჩემამდე იმ ქალებთან ერთი პატიმარი მივიდა და იგივე შესთავაზა, ქალებმა უთხრეს, რომ ყველაფერი ჰქონდათ და არაფერი სჭირდებოდათ, მეც ეს რომ გავიგონე, უკვე ვიცოდი, რომ არაფერს მომთხოვდნენ და ამიტომაც მივედი თამამად.

აი, ასე, ბატონ „ს“-ს თავიდანვე სცოდნია მოთამაშის კარტები.

შემდეგი ამბავი, შესაძლოა თავკერძობად ჩამითვალოთ ან იმის მცდელობად, რომ ჩემი თავი „კაი ტიპად“ წარმოგიჩინოთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომელიც ჩემს მეხსიერებაში დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო. დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ამის შესახებ, თუმცა ბოლოს მაინც გადავწყვიტე, ეს ამბავი მკითხველისთვის გამეზიარებინა.

ჩემი ამბის გმირი დაახლოებით 55 წლის კაცია, პატიმარი ლენკორანიდან. გათავისუფლებიდან ათი დღის შემდეგ ისევ ციხეში ამოყო თავი. იფიცებოდა, რომ გარეთ მტერი ჰყავდა, რომელმაც მისი მეორეჯერ დაპატიმრება მოაწყო. არ ვიცი, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს მისი მონაყოლი, თუმცა ის ფაქტი, რომ თავისუფლებაზე მხოლოდ ცხრა დღე გაატარა, უკვე თანაგრძნობის ღირსია.ისევ გაასამართლეს და ისევ ჩააჯინეს, ჯერ ქურდახანის ციხეში, შემდეგ კი განაწილების მიხედვით.სხვათა შორის, მასაც „ს“ ერქვა. გაქექილი ტანსაცმელი ეცვა, ზამთრისთვის ძალიან შეუფერებელი, მივხვდი, რომ მეტი არაფერი ებადა. საბედნიეროდ, ერთ ზომას ვატარებდით და ჩემებს შევუთვალე ერთი თბილი სპორტული გამოეგზავნათ, შეძლებისდაგვარად. მეორე დღეს გამომიგზავნეს. ტანსაცმელი რომ მივეცი, იმდენი მადლობა მითხრა, რომ თავი უხერხულად ვიგრძენი.

იმავე საღამოს მატარებელში ერთად მოვხვდით, სპორტულები უკვე ჩაეცვა. მატარებელი დაიძრა და სადღაც ორ საათში სახლიდან გამოგზავნილი პროდუქტების ამოლაგება დავიწყე. „ს“ გამახსენდა და მისი საჭმელად დაპატიჟება გადავწყვიტე. ბადრაგს დავუძახე და ვთხოვე:

– გვერდით საკანში ასაკოვანი კაცია, სთხოვე, რომ აქ მოვიდეს, სპორტულები აცვია.

რამდენიმე წუთში, ისიც გამოჩნდა. ამასობაში, მე იქვე პატარა სკამზე გავშალე „სუფრა“ (პატიმრების გადასაყვან მატარებლებში მაგიდები არ არის). ბადრაგმა კარი გააღო და „ს“ შემოვიდა, შეწუხებული ჩანდა. ყურადღება არ მიმიქცევია და საჭმელად მოვიპატიჟე. ყურადღება არც მან მომაქცია და ეგრევე შემეკითა:

„პატივცემულო, რატომ გინდა სპორტულის დაბრუნება?“- მკითხა.

„სპორტული რაში მჭირდება? საჭმელად დაგიძახე, “ – ვუპასუხე.

„მაგრამ ჯარისკაცმა მითხრა, რომ შენ სპორტულის დაბრუნება ითხოვე.“

ბადრაგმა არასწორად გაიგო ჩემი ნათქვამი, ალბათ იფიქრა, „ს“-ს იმიტომ ვეძახდი, რომ მისთვის სპორტულების წართმევა მინდოდა. მე კი უბრალოდ დაზუსტების მიზნით ვთქვი, რომ სპორტულებში ჩაცმულ მამაკაცს ვეძახდი. წარმომიდგენია, საცოდავს რა დაემართებოდა ბადრაგის სიტყვების გაგონებაზე, მაგრამ ყველაფერი რომ გაირკვა ორივემ ბევრი ვიცინეთ. ახლა, როცა ამ ამბავს გიყვებით, ვხვდები, რომ ბადრაგმა კი არა, „ს“-მ გაიგო არასწორად ბადრაგის ნათქვამი. თუმცა, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.

ჩემს ისტორიებს კვლავაც გაგიზიარებთ, როგორც კი რამე საინტერესო გამოჩნდება. როგორც ტოქ-შოუებში იტყვიან, დარჩით ჩვენთან ერთად.

იადიგარ სადიქოვი, ოპოზიციის ლიდერი პარტია მუსავათიდან, აზერბაიჯანში ექვსწლიან სასჯელს იხდის.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი იადიგარ სადიქოვი


მსგავსი სტატიები:


ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აპრილი 26, 2022

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები
ნოემბერი 2, 2016

აზერბაიჯანში რეფერენდუმი საპროტესტო აქციებით აღინიშნა
სექტემბერი 25, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT