სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ჩაკეტილი გზა, დაშორებული ნათესავები

0 კომენტარი
 2012 წლის 23 მაისი   ავტორი: გოგა აფციაური

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


რუსლან კოზაევი სტამბოლში გავიცანი, იგი ჯავიდან სამოქალაქო დიალოგში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

გოგა აფციაური, რადიო თავისუფლება

ჩაკეტილი გზა, დაშორებული ნათესავები

ფოტო: Goce Atanasov (RFE/RL)

ქართული და ოსური საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემებიც განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ქართველი და ოსი ნათესავები წლებია ერთმანეთს ვეღარ ნახულობენ და ერთმანეთის შესახებ აღარაფერი იციან. რუსლან კოზაევი მიიჩნევს, რომ ჩაკეტილი გზები აუცილებლად გაიხსნება, მაგრამ ეს დროის საკითხია, მანამდე კი  იარები უნდა  შეხორცდეს და ტკივილი გაქრეს.

„ნებისმიერი შეხვედრა, ნებისმიერი კონტაქტები ყოველთვის ხელს შეუწყობს დაახლოებას.  არსებითად ჩვენ დაახლოება არც გვჭირდება, ჩვენ ისედაც ახლოს ვართ.  ის, რაც მოხდა, უნდა დავგმოთ, დავგმოთ ისინი, ვინც ეს გააჩაღა. ჩემი დეიდაშვილი გორში ცხოვრობს. მის  შესახებ დიდი ხანია არაფერი ვიცი. განა ეს სწორია? გავა დრო და ადამიანები თვითონ მიხვდებიან რა უნდა გააკეთონ. ადამიანი, რომლისთვისაც მიუღებელია ასეთი კონტაქტები, დროთა განმავლობაში აზრს შეიცვლის. დადგება დრო, როცა ერთმანეთთან სტუმრად ვივლით და ისევ მოვუნათლავთ შვილებს ერთმანეთს“, – ამბობს რუსლან კოზაევი.

ამ კომენტარის შემდეგ რუსლანმა გორში დეიდაშვილის მისამართი მომცა და მისი ამბის გაგება მთხოვა. ადვილად

მოვძებნე კონსტანტინე გიგოლაშვილის ოჯახი, მაგრამ ოჯახის უფროსი  7 წლის წინ გარდაცვლილი აღმოჩნდა. ამის

რუსლან კოზაევი

რუსლან კოზაევი

შესახებ მისმა ოსმა ნათესავებმა დღემდე არაფერი იციან. კონსტანტინეს ქალიშვილმა, მანანა გიგოლაშვილმა, ჯავაში გატარებული დღეები გაიხსენა. რუსლანის კონტაქტები გამომართვა და თვალცრემლიანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ნათესავებს შორის ურთიერთობა აღდგეს.

„მამა დაახლოებით 7 წელია, რაც გარდაიცვალა. ჩვენმა ოსმა ახლობლებმა, რომლებიც ჯავაში ცხოვრობენ, არ იციან ეს ამბავი. ახლა რომ გაიგებენ, შეწუხდებიან.  ძალიან დიდი სურვილი მაქვს ისეთი მდგომარეობა შეიქმნას უახლოეს დროში, რომ ურთიერთობა აღვადგინოთ მარტო ჩემს ახლობლებთან კი არა, საერთოდ ყველასთან“, – განაცხადა მანანა გიგოლაშვილმა.

გორი-ცხინვალის დამაკავშირებელი მაგისტრალი სოფელ ერგნეთთან 2004 წელს ჩაიკეტა, როცა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ერგნეთის ბაზრობა დაიხურა. ამის შემდეგ კონფლიქტის ზონაში ვითარება გამწვავდა. ჯერ 2004 წლის ზაფხულში ლიახვის ხეობის შემოვლით გზასთან დაიწყო შეტაკებები, ოთხი წლის შემდეგ კი აგვისტოს ომით დასრულდა ყველაფერი. გზა ახლაც ჩაკეტილია, არაერთი ოჯახი კი – გაყოფილი. მხოლოდ ახალგორის რაიონში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ სპეციალური საშვებით გადაადგილება. სხვა ადგილებში კი თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი რუსი მესაზღვრეები ადამიანებს ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ.

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ საზოგადოებრივ დიალოგში, რომლის სახელწოდებაა „თვალსაზრისი“, ოსური და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჰუმანიტარული მიმართულების პრობლემების მოგვარება აუცილებელია. ადამიანებს ერთმანეთთან მიმოსვლის საშუალება, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი საქმიანობის უფლება უნდა მიეცეთ, რაზეც ჯერჯერობით ოსური და რუსული პოლიტიკური მხარეები არ თანხმდებიან. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოსურ საზოგადოებაში არსებითი ცვლილებები არ იგრძნობა, მაგრამ პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრა და ეს სტამბოლის შეხვედრაზე გამოჩნდა.

„ოსურ განწყობებში არ ჩანს არსებითი ცვლილებები, ისინი ჯერ კიდევ ჩაკეტილები არიან შიდა იზოლაციით და უნდობლობას უცხადებენ გარესამყაროს, საერთოდ, მათ შორის ევროპულ ინსტიტუტებსაც. აქ ახლა მე ვიგრძენი, რომ დაიძრა მკვდარი წერტილიდან გაგება იმისა, რომ საჭიროა გადახედონ თავის ხედვებს, თუ უნდათ, რომ მეტი მიიღონ. პირველი ნაბიჯები გადაიდგა, რათა მოარყიონ ძველი სტერეოტიპები და გადავიდნენ ახალ დინამიკაში“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერი ლირა კოზაევა მიიჩნევს, რომ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს რიგით ადამიანებს ურთიერთობების აღდგენის სურვილი აქვთ, მაგრამ აქ სამოქალაქო საზოგადოება უძლურია და ყველაფერი პოლიტიკოსების ნებაზეა დამოკიდებული. მისი აზრით, ორივე მხარემ გარკვეული მექანიზმები უნდა შეიმუშაოს, რათა გზა გაიხსნას.

„მე ვფიქრობ, ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გარკვეული მექანიზმები უნდა შეიმუშაოს, რათა ეს საკითხი გადაიჭრას. აი, როგორი მექანიზმები იქნება, ეს უკვე ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული. ეს უკვე მთავრობებზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს მექანიზმები რომ საჭიროა და ხალხს ანგარიში უნდა გავუწიოთ, ამაში მე დარწმუნებული ვარ“, – აცხადებს ლირა კოზაევა.

რუსლან კოზაევს და მის დეიდაშვილიშვილს მანანა გიგოლაშვილს დიდი სურვილი აქვთ, რომ ნათესაური კავშირი აღდგეს, „საზოგადოებრივი დიალოგის“ წევრებს კი ეს სურვილი იმედს აძლევს, რომ სამშვიდობო პროცესი გაგრძელდება და პოლიტიკოსებიც ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას შეუდგებიან.

სტამბოლის შეხვედრის ჩატარება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მშვიდობის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

ორიგინალი

 

    გააზიარე

ავტორი გოგა აფციაური
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და 2014 წლის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მშვიდობის ჟურნალისტიკაში მფლობელი.


მსგავსი სტატიები:


აგვისტოს ომის ფოტოგმირების ისტორიები
აგვისტო 9, 2015


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT