გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101,4 FM.
ბოლო გადაცემა 26.06.2011
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”3118″]
დევნილთა ამბებს ჟურნალისტი თეა შონია უძღვება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები
როგორ ემზადებიან გალის რაიონში სტიქიურად დაბრუნებული დევნილები თხილის მოახლოებული სეზონისთვის დევნილთა ამბების რეპორტიორის ეკა ფარულავას და ჯილდა ქარდავასმიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/07/gadacema-13-zugdidi_013.mp3]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ჩასახლებულ დევნილებს 18 დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. დაწვრილებით ამ თემაზე ჟურნალისტი თეა შონია გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/07/gadacema-13-zugdidi_023.mp3]
დევნილთა ამბების რეპორტიორი მირანდა ქუხილავა ოჩამჩირიდან დევნილი ოჯახის მარტოხელა დიასახლისის წარმატებული ბიზნესის თაობაზე მოგიყვებათ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/07/gadacema-13-zugdidi_033.mp3]
20 ლარიანი ელექტროენერგიისა და 30 ლარიანი სურსათვის ვაუჩერები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ 1500 მდე დევნილს დღემდე არ მიუღია. ამ ფაქტით უკმაყოფილო ადამიანებს დევნილთა ამბების რეპორტიორი გიორგი ჯაბუა ესაუბრა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/07/gadacema-13-zugdidi_043.mp3]
აფხაზეთშ საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს იგეგმება. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტის პოსტზე 5 კანდიდატურას განიხილავენ. დევნილთა ამბების რეპორტიორი ნინო მარღანია შეეცადა გაერკვია რა მოლოდინი აქვთ აფხაზური არჩევნების მიმართ ენგურს გამოღმა მცხოვრებ ქართველებს.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/07/gadacema-13-zugdidi_053.mp3]
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას ჟურნალისტი თეა შონია უძღვებოდა.