გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101,4 FM.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”3198″]
დევნილთა ამბებს ჟურნალისტი თეა შონია უძღვება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მცხოვრები დევნილები,რომლებიც 15 წელია სოფლის მიწებით სარგებლობენ,მათ საკუთრებაში დამტკიცებას ითხოვენ.დევნილები ფიქრობენ,რომ ეს მიწები აუქციონზეა გატანილი და მოდევნო სეზონს შიშით ელიან.“დევნილთა ამბების“ რეპორტიორი ჯილდა ქარდავა გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/Devnilta_Ambebi-zugdidi-15_013.mp3]
ზუგდიდში, ყოფილი სასტუმრო „ოდიშის“ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 70-მდე ოჯახი 15 წელია ცხოვრობს.მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ ვერ გაურკვევიათ, შენობა სახლემწიფოს, თუ კერძო პირის საკუთრებაა. იქ ჩასახლებულ დევნილებს ჟურნალისტი თეა შონია ესაუბრა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/Devnilta_Ambebi-zugdidi-15_023.mp3]
ზუგდიდში დევნილთა 20 ოჯახის გასახლება ყოფილი გრენქარხნის შენობიდან განხორციელდა.სამმართველოს რეგიონული წარმომადგენლებმა გოჩა ელერჯიამ და ლევან მიქავამ ფოთში, კერძოდ მალთაყვაში წამსვლელთა სიები შეადგინეს. თუ როგორ მიმდინარეობს დევნილთა გასახლების პირველი ეტაპი ზუგდიდში “დევნილთა ამბების“ რეპორტიორი ჯილდა ქარდავა გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/Devnilta_Ambebi-zugdidi-15_033.mp3]
ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები სტუდენტები,რომლებიც განათლებას ენგურსგაღმა ღებულობენ,გადაადგილების მხრივ პრობლემებს აწყდებიან და ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტებს „დევნილთა ამბების“ რეპორტიორი ეკა ფარულავა გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/Devnilta_Ambebi-zugdidi-15_043.mp3]
ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაოდ წასული ოთხი ზუგდიდელი საზღვრის გადაკვეთის მოტივით დააკავეს და მხოლოდ გამოსასყიდი თანხის გადახდის შემდგომ გაათავისუფლეს,რას ყვებიან აფხაზეთიდან გათავისუფლებული ქართველები,თეა შონია გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/Devnilta_Ambebi-zugdidi-15_053.mp3]
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას ჟურნალისტი თეა შონია უძღვებოდა.