გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101,9FM.
ბოლო გადაცემა 31 ოქტომბერი, 2010წ.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი
–
დევნილთა ამბებს მაია ავალიანი უძღვება. გადაცემა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით მზადდება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები:
გალის რაიონის დაბალი ზონის ზოგიერთ სოფელში რუსული სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესი უკვე დასრულდა. სიუჟეტი ამ თემაზე მირანდა ქუხილავამ და ეკა ფარულავამ მოამზადეს.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
გალის დენილი მთავრობის ხელმძღვანელის თორნიკე კილანავას განცხადებით თხილის სეზონის მოახლოვების პარალელურად გალში კრიმინოგენული ვითარება დაიძაბა. თორნიკე კილანავას დევნილთა ამბების რეპორტიორი მირანდა ქუხილავა ესაუბრა.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
ახლადაშენებული, გარემონტებული საცხოვრებელი ფართით ზუგდიდში მცხოვრები დევნილების 15-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. დეტალურად ამ თემაზე დენილთა ამბების რეპორტიორი ანა ნაჭყებია გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
ზუგდიდის რაიონის სოფელ ონარიის საბავშვო ბაღში მცხოვრები დევნილები ბაღის რაიონის შენობაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარისხით უკმაყოფილონი არიან. დევნილთა პრეტენზიები – დევნილთა ამბებისთვის ჯილდა ქარდავამ ჩაწერა.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
მასწავლებლებისთვის სასერთიფიკაციო გამოცდებს გალის რაიონში ფუნქციონირებადი 31 სკოლის პედაგოგებიც ჩააბარებენ. ეს თემა დევნილთა ამბების რეპორტიორმა ლიკა შონიამ დაამუშავა.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
ვინ არის შემდეგი? ამ სახელწოდებით ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანში ფოტო გამოფენა მოეწყო. გამოფენა დევნილთა ამბების რეპორტიორმა ლიკა შონიამაც დაათვალიერა. იგი საკუთარი შთაბეჭდილებებისა და გამოფენის თემაზე დაწვრილებით თავად გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას მაია ავალიანი უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიოკომპანია ოდიშის ეთერში 25 ივლისს გავა, 19.00 საათზე.