გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101,9FM.
ბოლო გადაცემა 31 ოქტომბერი, 2010წ.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”2873″]
დევნილთა ამბებს მაია ავალიანი უძღვება. გადაცემა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით მზადდება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები
აფხაზეთიდან დევნილები ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი კომპაქტური ჩასახლების ცენტრში ახლადგარემონტებულ საცხოვრებელ ფართში გადასვლაზე უარს ამბობენ – რატომ არჩიეს დევნილებმა ამროტიზებული შენობა ახლადგარემონტებულ ფართს – თამუნა შონია მოგიყვებათ საკუთარ სიუჟეტში.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-5-zugdidi_013.mp3]
ახლადგარემონტებულ საცხოვრებელ ფართში გადასვლაზე უარს ამბობენ ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მდებარე კომპაქტურ ცენტრში მცხოვრები დევნილებიც. დევნილთა უკმაყოფილების მიზეზებს ჟურნალისტები ნინო მარღანია და ეკა ფარულავა არკვევდენენ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-5-zugdidi_023.mp3]
ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერში მცხოვრები დევნილების 120 ოჯახს სამი თვეა წყალი არ მიეწოდება. დევნილთა პრობლემების შესახებ დეტალურად ჯილდა ქარდავასა და ანა ნაჭყებიას მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-5-zugdidi_033.mp3]
ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ახლადგარემონტებულ შენობას, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე 20 -მდე ოჯახი ღამეს კარავში ათევს. ეს თემა ჟურნალისტმა თამუნა შონიამ დაამუშავა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-5-zugdidi_043.mp3]
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას მაია ავალიანი უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიოკომპანია ოდიშის ეთერში 31 ოქტომბერს გავა, 19.00 საათზე.