გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101,9FM.
ბოლო გადაცემა 31 ოქტომბერი, 2010წ.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”2846″]
დევნილთა ამბებს მაია ავალიანი უძღვება. გადაცემა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით მზადდება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები
აფხაზეთიდან დევნილ ექვს ოჯახს ფოთში, ახლადგარემონტებული საცხოვრებელი ფართი გადაეცა საკუთრებაში. მოისმინეთ თამუნა შონიას სიუჟეტი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-6-zugdidi_013.mp3]
ზუგდიდში სოციალური სახლი გაიხსნა, რომელშიც დევნილებთან ერთად სოციალურად დაუცველი რამდენიმე ადგილობრივი გადასახლდა. სოციალური სახლის გახსნას დევნილთა ამბების რეპორტიორი ჯილდა ქარდავა ესწრებოდა. მოისმინეთ მის მიერ მომზადებული სიუჟეტი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-6-zugdidi_023.mp3]
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მდებარე სანატორიუმის შენობაში მცხოვრები დევნილები ადგილობრივი ხელისუფლებისაგან საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამ თემაზე ეკა ფარულავა მუშაობდა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-6-zugdidi_033.mp3]
გალის რაიონის ქართულენოვან სკოლებში სირთულეების მიუხედავად სასწავლო პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. პედაგოგებსა და მათ მოსწავლეებს, რომლებიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად სკოლაში ქართული ენის გაკვეთილების ჩატარებას მაინც ახერხებენ მირანდა ქუხილავა ესაუბრა. მოისმინეთ სიუჟეტი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-6-zugdidi_043.mp3]
დევნილთა ამბების რეპორტიორი ნინო მარღანია გიამბობთ არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის ინიციატივაზე სახელწოდებით – ჰათამზაათ. ამ სიტყვის ქართულ თარგმანსა და ინიციატივის პაციფისტურ მიზნებზე დეტალურად სიუჟეტიდან შეიტყობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-6-zugdidi_053.mp3]
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას მაია ავალიანი უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიოკომპანია ოდიშის ეთერში 28 ნოემბერს გავა, 19.00 საათზე.