გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101,9FM.
ბოლო გადაცემა 31 ნოემბერი, 2010წ.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”2821″]
დევნილთა ამბებს მაია ავალიანი უძღვება. გადაცემა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით მზადდება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები
გალში რუსეთის სასაზღვრო ძალების სარდლობამ აქცია სახელწოდებით – ურთიერთდახმარება, თანამშრომლობა და უსაფრთხოება განახორციელა. აქცია მიზნად გალში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავდა. უფრო ვრცლად თამუნა შონია გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-7-zugdidi_013.mp3]
გალის აფხაზური ადმინისტრაცია საქართველო- აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის შემოვლითი გზებით გადაკვეთის შემთხვევაში მოქალაქეებს სანქციებით ემუქრება. თემას მირანდა ქუხილავა და ირინა ესაკია განავრცობენ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-7-zugdidi_023.mp3]
ზუგდიდის ერთ-ერთი ქარხნის შენობაში მცხოვრები დევნილები, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. სიუჟეტი ამ თემაზე რეპორტიორებმა ჯილდა ქარდავამ და ეკა ფარულავამ მოამზადეს.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-7-zugdidi_033.mp3]
ფოთის მერია, დანიის ლტოლვილთა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია კივიტას გეორგიკასთან ერთად ფოთში მცხოვრებ დევნილთა საჭიროებებს იკვლევს. დეტალურად ამ პროექტის შესახებ თამუნა შონია გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-7-zugdidi_043.mp3]
ზუგდიდში ახალგაზრდებისთვის სამშვიდობო ცენტრი გაიხსნა. სამშვიდობო ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე მირანდა ქუხილავა გესაუბრებათ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-7-zugdidi_053.mp3]
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას მაია ავალიანი უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიოკომპანია ოდიშის ეთერში 28 ნოემბერს გავა, 19.00 საათზე.