გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101,9FM.
ბოლო გადაცემა 28 დეკემბერი, 2010წ.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი
–
დევნილთა ამბებს მაია ავალიანი უძღვება. გადაცემა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით მზადდება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები:
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე გადაადგილება კიდევ უფრო შეიზღუდა. როგორ ახერხებენ გალის რაიონში მცხოვრები ქართველები საახალწლო სუფრისთვის მომზადებას ეკა ფარულავა გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
დევნილთა ამბების მომდევნო სიუჟეტში ჟურნალისტი თეა შონია შეეცადა დაწვრილებით გაერკვია რა ბარიერებს უქმნიან რუსი სამხედროები იმ ქართველებს, რომლებსაც საქართველო-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის გადმოკვეთა სურთ.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების სერვისით ვეღარ ისარგებლებენ. აფხაზეთში სიგნალის გავრცელების უფლება მხოლოდ კომპანია ბილაინს აქვს. თემას ჯილდა ქარდავა განავრცობს.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
ზუგდიდში ბორჯომის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სოფელ ოქტომბერში პროფესიული სასწავლებლის შენობაში გამოყოფილი საცხოვრებელი ფართის გარემონტებას სთხოვენ. დეტალებით თეა შონია.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
დევნილთა ამბების ჟურნალისტები მირანდა ქუხილავა და ირინა ესაკია წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო-ეწერში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრნენ და მათ პრობლემებში გარკვევას შეეცადნენ.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
გალის რაიონის სოფელ ფიჩორში ერთ-ერთი სამხედრო ბაზის მშენებლობა დასრულდა. გალში მცხოვრები ქართველების მტკიცებით კერძო საუბრებში გალის რაიონის სამხედრო ქალაქად გადაქცევის პროცესს თავად აფხაზებიც უარყოფითად აფასებენ. მოისმინეთ თეა შონიას მიერ მომზადებული სიუჟეტი.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას მაია ავალიანი უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიოკომპანია ოდიშის ეთერში 26 დეკემბერს გავა, 19.00 საათზე.