გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია თრიალეთი, მაუწყებლობის არხი 104,8 FM.
ბოლო გადაცემა 29 დეკემბერი, 2010წ.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი
–
დევნილთა ამბების მეექვსე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები:
გორის რაიონის სოფელ შავშვების დასახლებაში მცხოვრები დევნილები სასმელი წყლის უხარისხობაზე ჩივიან. დევნილებიც და ადგილობრივი მცხოვრებლებისც წყალს რამდენიმე კილომეტრიდან ეზიდებიან. მოისმინეთ ნათია ჭოველიძის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
დევნილთა ერთ ნაწილს ოთხ თვეზე მეტია რაც ელექტროენერგია არ მიეწოდება. ენერგოპრო ჯორჯია მათთვის ელექტროენერგიის მიწოდების განახლებას დავალიანების დაფარვამდე არ აპირებს. დევნილები დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ. თემაზე დევნილთა ამბების რეპორტიორი ნათია ჭოველიძე მუშაობდა.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
ინფორმირებულობის პრობლემა დევნილთა დასახლებებში. ინფორმაცია პროექტებისა თუ პროგრამების შესახებ, რომლებიც დევნილთა დახმარებას ითვალისწინებენ უმეტესწილად ადრესატამდე არ აღწევს. დევნილთა საინფორმაციო ვაკუუმში ყოფნის მიზეზებს რეპორტიორი ნათია ღერკენაშვილი არკვევდა.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
გორის მახლობლად მდებარე ვერხვების დასახლებაში მწვანე საფარის გაშენება დაიწყეს. გამწვანების აქცია სულ ერთი დღე გრძელდებოდა თუმცა ღონისძიების ორგანიზატორებმა სამასამდე ნერგის დარგვა მაინც მოასწრეს. მოუსმინეთ დევნილთა ამბების რეპორტიორს ნათია ღერკენაშვილს.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
გორის რაიონის სოფელ ბერბუკში მცხოვრები დევნილები კანალიზაციის გაყვანას მოითხოვენ. დევნილთა ამბების რეპორტიორი ნათია მელაძე შეეცადა გაერკვია ვინ და რამდენ ხანში მოაგვარებდა ბერბუკელი დევნილების პრობლემას.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას გოგა აფციაური უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიო თრიალეთის ეთერში 25 ივლისს გავა, 19.00 საათზე.