გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია თრიალეთი, მაუწყებლობის არხი 104,8 FM.
ბოლო გადაცემა 26.06.2011
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”3153″]
დევნილთა ამბების მეცამეტე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები
სოფელ დვანში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, დაძაბულად წარიმართა. ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაცია, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობაში დაადანაშაულა და შეხვედრების ჩაშლით დაიმუქრა. ოსურმა მხარემ თავის მხრივ პრეტენზიები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას წაუყენა და მათგან დეფაქტო რესპუბლიკის ტეროტორიის დაკვირვებაზე უარის თქმა მოითხოვა. დეტალები მოისმინეთ ნათია ჭოველიძის რეპორტაჟში.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/gadacema-13-gori_013.mp3]
გორის საბავშვო ბაღებში ჩასახლებული დევნილების ნაწილი კომპენსაციის, ნაწილი კი კოტეჯის მიღებას ელოდება. ბაღებში მცხოვრებ დევნილებს დახმარებაც შეუმცირდათ, ამიტომ ზამთრისთვის მზადება თვითონვე დაიწყეს და ახლა გირჩებს და მუყაოს ყუთებს აგროვებენ. მოისმინეთ ნათია მელაძის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/gadacema-13-gori_023.mp3]
უმუშევარი დევნილების რიცხვი, სკოლებიდან გათავისუფლებული დევნილი პედაგოგების სახით კიდევ უფრო გაიზრდება. იძულებით გადაადგილებული მასწავლებლების ნაწილი, გორის სკოლებიდან უკვე გაათავისუფლეს, ნაწილი კი სამსახურიდან დათხოვნას სექტემბრიდან ელოდება. ახალგაზრდა იურისტები მათ ურჩევენ უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართონ, განათლების რესურსცენტრში კი აცხადებენ, რომ ხელშეკრულეებების ვადა ამოიწურა და სკოლა სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად რადიკალურ ნაბიჯებს დგამს.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/gadacema-13-gori_033.mp3]
ერთი წელია ჰაინრიხ ბიოლის ფონდი დევნილთა ინფორმირების ამაღლების მიზნით დისკუსიებს მართავს. ადრე შეხვედრები ქალაქებში იმართებოდა, ახლა კი ფონდის ექსპერტები თვითონ ჩადიან კომპაქტური დასახლებების ადგილებში. ბოლო დისკუსიის თემა დევნილებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების საკითხი იყო.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/gadacema-13-gori_043.mp3]
ბერბუკის დევნილთა დასახლების სიახლოვეს, სამკერვალო საამქროში 15 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. იძულებით გადაადგილებული პირები ახლა სასკოლო ფორმებს კერავენ და ახალ შეკვეთებს სამშენებლო კომპანიებიდან, სპორტული კლუბებიდან სასტუმროებიდან და რესტორნებიდან ელოდებიან. მოისმინეთ ნათია ღერკენაშვილის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/gadacema-13-gori_053.mp3]
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას გოგა აფციაური უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიო თრიალეთის ეთერში 31 ივლისს გავა, 19.00 საათზე.