გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია თრიალეთი, მაუწყებლობის არხი 104,8 FM.
ბოლო გადაცემა 31.07.2011
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”3167″]
დევნილთა ამბების მეთოცამეტე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მე–14 შეხვედრაზე დვანში, ქართული და ოსური მხარეები დაკავებულთა გათავისუფლების პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. ოსური მხარე ქართულ ციხეებში მყოფი 25 ადამიანის გათავისუფლებას ითხოვს, ქართული მხარე კი დაკავებულთა გაცვლას პრინციპით ყველა–ყველაზე არ ეთანხმება და ცხინალის ციხიდან 12 ადამიანის დაუყონებლივ გათავისუფლეებას მოითხოვს, დვანის შეხვედრას პირველად დაესწრო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში ანდჟეი ტიშკევიჩი, შეხედრაზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მისი აზრით პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/Devnilta_Ambebi-gori-14_013.mp3]
ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებმა და დევნილებმა ერთმანეთში სოფლის მეურნეობის განვითარების და სოფლის დახმარების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. ხელისუფლებას ის აინტერესებდა როგორ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას ადგილებზე ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები, საზოგადოება კი მთავრობისგან პრობლემების მოგვარებას მოითხოვდა. მოისმინეთ ნათია ღერკენაშვილის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/Devnilta_Ambebi-gori-14_023.mp3]
თბილისში დევნილთა გამოსახლების მორიგი ეტაპის შემდეგ, გორის საბავშვო ბაღებში ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს შიში გაუჩნდათ, რომ ახლა მათი ჯერი დგება, მათი გამოსახლების შესახებ გავრცელებულ ხმებს ადგილობრივ მთავრობაში უარყოფენ. მოისმინეთ ნოდარ სხირტლაძის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/Devnilta_Ambebi-gori-14_033.mp3]
“თვალსაზრისი” ასე ეწოდება სამოქალაქო დიალოგის ფორმატს, რომელიც ქართული და ოსური მხარეების საზოგადოების წარმომადგენლებს შორის იმართება. ბოლო შეხვედრა 7-10 ივლისს სტამბოლში გაიმართა. ამ დიალოგის ორგანიზატორი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტია. კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფი ადამიანები მიიჩნევენ რომ იმ დროს პოლიტიკოსები მოლაპარაკებას არ აწარმოებენ, სამოქალაქო დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/Devnilta_Ambebi-gori-14_04mp3]
გორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დევნილებს შეხვდნენ და მათი უფლებები განუმარტეს. იძულებით გადაადგილებული პირები იმ პროექტებსაც გაეცვნენ, რომლებიც მათ დასახმარებლად მიმდინარეობს.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/08/Devnilta_Ambebi-gori-14_053.mp3]
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას გოგა აფციაური უძღვებოდა.