გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია თრიალეთი, მაუწყებლობის არხი 104,8 FM.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”3225″]
დევნილთა ამბების მეთოცამეტე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები
წეროვანის დევნილთა დასახლება საქართველოში ყველაზე დიდი დასახლებაა, იქ 4000 ადამიანზე მეტი ცხოვრობს. დევნილები ზამთრის მოსვლას შიშით ელოდებიან. კოტეჯებში ქარი შედის და ავდარში სითბოს შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, გარდა ამისა იძულებით გადაადგილებული პირები ხელისუფლებას სათავსოების აშენებას და კარმიდამოს შემოღობვას სთხოვენ. მოისმინეთ ნანა კახნიაშვილის რეპორტაჟი რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომენტარზე უარი უთხრეს.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/09/Devnilta_Ambebi-gori-15_013.mp3]
ახალი და ძველი დევნილები–ეს ტერმინები აგვისტოს ომის შემდეგ დამკვიდრდა. ძველ დევნილებად თავს 90–იანი წლების კონფლიქტების დროს იძულებით გადაადგილებული პირები მიიჩნევენ, მათგან კი ხშირად ისმის პრეტენზია, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას მათი არსებობა დაავიწყდა და მხოლოდ 2008 წლის ომის დევნილებს ეხმარება. ეს პრეტენზიები არცთუ უსაფუძვლოა. გორში სასტუმრო ქართლში ცხინვალიდან დევნილები უკვე 20 წელია ცხოვრობენ. შენობა ავარიულია. დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის გამო იქ აუტანელი სუნი დგას. ცხინვალელები განსახლებას ან კომპენსაციას ითხოვენ. სასტუმროში ჩვენი სამოქალაქო ჟურნალისტის გამოჩენა ეგრეთწოდებულ ძველ დევნილებს ძალიან გაუკვირდათ. მოისმინეთ ლელა თედეევის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/09/Devnilta_Ambebi-gori-15_023.mp3]
სოფელი ტირძნისი ცხინვალიდან 10 კილომეტრით არის დაშორებული, ომამდე ეს სოფელი სასმელ და სარწყავ წყალს დეფაქტო რესპუბლიკიდან იღებდა, მაგრამ ომის შემდეგ პრობლემა შეიქმნა. კოკოითის ხელისუფლება ქართული სოფლებისთვის წყლის მიწოდების სანაცვლოდ ახალგორისთვის ბუნებრივი აირის ჩართვას ითხოვს. საქართველოს ხელისუფლებამ ალტერნატიული სარწყავი წყლის სისტემა შექმნა, მაგრამ პრობლემა ბოლომდე მაინც ვერ მოგვარდა. ტირძნისელები წელს მცირე მოსავალს ელოდებიან. მოისმინეთ ნათია ჭოველიძის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/09/Devnilta_Ambebi-gori-15_033.mp3]
შეგახსენებთ ეთერშია გადაცემა დევნილთა ამბები. გადაცემის ბოლოს თქვენ აუდიოდღიურს მოისმენთ, სამი წლის წინანდელ ამბებს მარტოხელა დედა გაიხსენებს.
ლიახვის ხეობიდან დევნილმა ნონა ნიკოგოსოვმა ომის დროს ყველაფერი დაკარგა, მათ შორის კარგი საოჯახო ბიბლიოთეკაც, მას შემდეგ წიგნებს შეძლებისდაგვარად კი იძენდა, მაგრამ ბიბლიოთეკის შექმნა მაინც შეუძლებელი იყო. ეს მხოლოდ ერთი პროექტის ფარგლებში მოხერხდა. კარალეთის დევნილთა დასახლებაში ნონასთან წიგნების სათხოვნელად ახლა სხვები დადიან. მოისმინეთ ნათია ღერკენაშვილის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/09/Devnilta_Ambebi-gori-15_043.mp3]
ცხინვალთან სულ ახლოს , სოფელ ერგნეთში საზაფხულო ბანაკი მოეწყო, რომელიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა. კონფლიქტის ზონის სოფლების მოზარდებმა 10 დაუვიწყარი დღე გაატარეს. მათთან ამ ხნის განმავლობაში ფსიქოლოგიც მუშაობდა. მოისმინეთ ლადო ბიჭაშვილის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/09/Devnilta_Ambebi-gori-15_053.mp3]
აგვისტოს ომის შემდეგ სამი წელი გავიდა. იმ დროინდელი ამბები დევნილებს დეტალურად ახსოვთ. ლიახვის ხეობიდან დევნილი ფიქრია კასრაძე მარტოხელა დედაა, იგი ორ შვილს ზრდის. მოისმინეთ ადამიანის ისტორია რომელსაც მეუღლის საფლავზე გასვლა ენატრება და ხეობის ამბებს მდინარე ლიახვს ეკითხება. ფიქრია კასრაძის აუდიოდღიური.
ეს იყო ფიქრია კასრაძე , რომელმაც ჩვენი თხოვნით 2008 წლის აგვისტოს ომი და ის უმძიმესი გზა გაიხსენა, რომელიც ორ შვილთან ერთად გამოიარა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/09/Devnilta_Ambebi-gori-15_063.mp3]
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას ჟურნალისტი თეა შონია უძღვებოდა.