სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

დევნილთა ამბები – შიდა ქართლი 16

0 კომენტარი
 2011 წლის 10 ოქტომბერი   ავტორი: Mirian Koridze

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


გადაცემა დევნილთა ამბები

ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია თრიალეთი, მაუწყებლობის არხი 104,8 FM.

მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”3354″]

დევნილთა ამბების მეთოცამეტე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.

მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები

დაკავებულთა გათავისუფლება, ახალგორისთვის ბუნებრივი აირის, ქართული სოფლებისთვის კი სარწყავი წყლის მიწოდება– ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც დვანის მე–15 შეხვედრაზე განიხილეს. ქართულმა და ოსურმა მხარეებმა მხოლოდ ერთ საკითხში მიაღწიეს შეთანხმებას. ქართველ ფერმერებს საკუთარ მიწაზე უსაფრთხოდ მუშაობა შეეძლებათ და მათ ქართული პოლიცია დაიცავს. აქამდე ეგრეთწოდებული საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა ნაკვეთებში გასვლას უსაფრთხოების სათანადო პირობების არარსებობის გამო ვერ ახერხებდა. იყო შემთხვევები როცა ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში გლეხებს სასოფლო სამეურნეო ტექნიკას ართმევდნენ. მოისმინეთ ლადო ბიჭაშვილის რეპორტაჟი.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/10/Devnilta_Ambebi-gori-16_013.mp3]

მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, იძულებით გადაადგილებული პირები კოტეჯებში შეასახლეს, მათ სარგებლობაში მიწის ნაკვეთებიც გადასცეს. ამ ნაკვეთებს დევნილები დიდი ხალისით არ ამუშავებდნენ, რადგან სარწყავი წყლის პრობლემა იდგა. გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების დახმარებით კარალეთის დევნილთა დასახლებაში ეს პრობლემა მოგვარდა და დევნილებმაც უხვი მოსავალი მიიღეს, თუმცა ახლა ახალმა პრობლემამ იჩინა თავი. იძულებით გადაადგილებულ პირებს პროდუქტების სათავსოები არა აქვს, საწოლების ქვეშ დალაგებული ხილ–ბოსტნეული კი მალე ფუჭდება. მოისმინეთ ნათია ღერკენაშვილის რეპორტაჟი.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/10/Devnilta_Ambebi-gori-16_023.mp3]

გორში გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენებული კოტეჯები ყველაზე ხარისხიანად ითვლებოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ სამშენებლო ხარვეზები აქაც გამოვლინდა. ბზარები ჯერ საძირკველში გაჩნდა, შემდეგ კი კედლებსაც გაჰყვა. კოტეჯების დაბზარვის შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ერთნი ფიქრობენ, რომ დასახლება მცოცავ ქანებზე ააშენეს, სხვათა აზრით კი მშენებლობა უხარისხოდ შესრულდა. სპეციალისტებს საკუთარი აზრი ჯერ არ დაუფიქსირებიათ. მოისმინეთ ნათია ჭოველიძის რეპორტაჟი.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/10/Devnilta_Ambebi-gori-16_033.mp3]

გორის ტურბაზაში 90–იანი წლების კონფლიქტის დროს დევნილები 20 წელზე მეტია მძიმე პირობებში ცხოვრობენ. ამ ხნის განმავლობაში შენობები არ შეკეთებულა.
ტურბაზაში მოშლილია წყლის და საკანალიზაციო სისტემები. ხის დაზიანებულ კოტეჯებში ზამთრის გატარება მძიმეა, იქ სითბოს ვერ ინარჩუნებენ და სიცივისა და ნესტის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. მოისმინეთ ლელა თედეევას რეპორტაჟი.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/10/Devnilta_Ambebi-gori-16_043.mp3]

ახლა კი ჩვენს გადაცემაში აუდიოდღიურის დრო დადგა. დღეს მოისმენთ ეკა ნიკოლიშვილის ისტორიას. ეკა ნიკოლიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სოფელ ქურთადან დევნილია.მისი ოცნება იყო თავისი სოფლის სკოლაში ბავშვებისთვის ესწავლებინა თექაზე მუშაობის ხელოვნება.მან ამ იდეის რეალიზაცია, ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, ომის შემდეგ გორში მოახერხა.საფუძვლიანად შეისწავლა ეს საქმიანობა და ბიზნესის სახეც მისცა.იგი აწყობს გამოფენა – გაყიდვებს, ბავშვებს თექაზე მუშაობას სრულიად უანგაროდ ასწავლის.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/10/Devnilta_Ambebi-gori-16_053.mp3]

გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას ჟურნალისტი თეა შონია უძღვებოდა.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი Mirian Koridze


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT