გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია თრიალეთი, მაუწყებლობის არხი 104,8 FM.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”3407″]
დევნილთა ამბების მეჩვიდმეტე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები
დევნილი ბავშვების დიდი ნაწილი წელს სახელმძღვანელოების გარეშე დარჩა. ხელისუფლება სასწავლო წლის დასაწყისში ირწმუნებოდა, რომ წიგნებს ყველა სოციალურად დაუცველი მიიღებდა, მაგრამ ეს პირობა შარშანდელის მსგავსად არც ახლა შესრულდა. წიგნები მხოლოდ იმ მოზარდებს შეხვდათ, რომელთა ოჯახებს სარეიტინგო ქულები ომამდე ჰქონდათ მინიჭებული. ომის შემდეგ სოციალურად დაუცველის სტატუსი ყველა დევნილს მიენიჭა, მაგრამ ეს გარემოება განათლების სამინისტრომ არ გაითვალისწინა. წეროვანის დევნილთა სკოლის 913 მოსწავლიდან სახელმძღვანელოები მხოლოდ 160–მა მიიღო. სოციალურად დაუცველი დევნილების ორი სია და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები განათლების სამინისტროს. მოისმინეთ ნანა კახნიაშვილის რეპორტაჟში.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/11/devnilta-ambebi-shida-kartli-17_013.mp3]
წლევანდელ ზამთარს იძულებით გადაადგილებულ პირებს ბუნებრივი აირის ეკონომიურად ხარჯვა მოუწევთ. ხელისუფლებამ დევნილებისთვის გაზის შეღავათი მოხსნა. ძალაში რჩება ელექტროენერგიის შეღავათი. მთავრობა შეშით იმ დასახლებებს დაეხმარება სადაც ბუნებრივი აირი არ არის შეყვანილი. დევნილების განცხადებით გასათბობად ელექტროენერგიას გამოიყენებენ, მაგრამ საეჭვოა დაბალი ძაბვის გამო მათ კოტეჯების გათბობა შეძლონ. მოისმინეთ ნათია ღერკენაშვილის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/11/devnilta-ambebi-shida-kartli-17_023.mp3]
გორის რაიონის სოფლებში წელს ხილის კარგი მოსავალია. ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში ახლა იმაზე ფიქრობენ ვაშლი სად გაყიდონ. აგვისტოს ომამდე ეს პრობლემა არ იდგა, რადგან ქართულ სოფლებში ცხინვალიდან ჩასული გადამყიდველები ხილს ადგილზევე იძენდნენ. ომის შემდეგ გლეხებმა ბაზრები თავადვე უნდა მოიძიონ ან მოწეული მოსავალი გადამყიდველებს იაფად უნდა მისცენ. მალე ხილის გადამამუშავებელი ქარხნებიც ამუშავდება და ძირს ნაყარ ვაშლს ჩაიბარებენ. ამ თემაზე სოფელ ტირძნისიდან რეპორტაჟი ნათია ჭოველიძემ მოამზადა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/11/devnilta-ambebi-shida-kartli-17_033.mp3]
შეგახსენებთ ეთერშია გადაცემა დევნილთა ამბები, გადაცემის ბოლოს თქვენ მოისმენთ იძულებით გადაადგილებული ინგა ღერკენაშვილის აუდიო დღიურს. დღეს შეიტყობთ თუ როგორ დაძლია მან გაჭირვება და როგორ წამოიწყო მცირე ბიზნესი.
გორში 7 საბავშვო ბაღის დახურვა და შენობების დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გადაცემა იგეგმება, ამ ინფორმაციას დევნილები ადასტურებენ. იგივე ინფორმაცია ბაღების მასწავლებლებსაც გააჩნიათ, რომლებიც სამსახურის დაკარგვის მოლოდინში არიან. ბაღებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები კი აცხადებენ, რომ მათთან სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ და შენობების აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს. მოისმინეთ ლელა თედეევას რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/11/devnilta-ambebi-shida-kartli-17_043.mp3]
გორის მუსიკალური სკოლის შენობაში ჩასახლებულ დევნილებს წყალი დღეში ერთხელ ერთი საათით მიეწოდებათ. ზაფხულში ეს გრაფიკიც ირღვეოდა, იძულებით გადაადგილებული პირები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. წყლის გამანაწილებელი კომპანია კი ქალაქში წყლისა და საკანალიზაციო სისტემების გამოცვლას აწარმოებს. მათი პირობის მიხედვით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქში წყლის რაოდენობა გაიზრდება და თვითდინებით მაღალსართულიან კორპუსებშიც ავა. მოისმინეთ ნათია მელაძის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/11/devnilta-ambebi-shida-kartli-17_053.mp3]
გადაცემის ბოლოს გთავაზობთ ინგა ღერკენაშვილის აუდიო დღიურს. ინგა დიდი ლიახვის ხეობის, სოფელ ქემერტიდან დევნილად აგვისტოს ომის შემდეგ იქცა. მეუღლესთან და ორ მწირეწლოვან შვილთან ერთად ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი გაჭირვება ნახა. იყო დღეები როცა ოჯახი მშიერი რჩებოდა და მოწყალებას სხვა ადამიანებისგან ელოდა, მაგრამ ინგას მონდომებამ შედეგი გამოიღო. დაწერა პროექტი და ახლა საკუთარ კოტეჯთან სანაყინეს ამუშავებს. ინგა ღერკენაშვილი ახლა უკვე ბიზნესის გაფართოებაზე ზრუნავს. მოისმინეთ დევნილის აუდიო დღიური.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/11/devnilta-ambebi-shida-kartli-17_063.mp3]
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვებოდა.