გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია თრიალეთი, მაუწყებლობის არხი 104,8 FM.
ბოლო გადაცემა 29 დეკემბერი, 2010წ.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი
–
დევნილთა ამბების მეექვსე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები:
იმ დროს როდესაც მთელ საქართველოში რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს და ყველა გამოდარებას ელოდება. გორის რაიონის სოფელ ბერბუკის დასახლებაში მცხოვრები დევნილები ნატრობენ, რომ წვიმიანი ამინდები კიდევ დიდხანს არ შეწყდეს. ამ დასახლებაში სასმელი წყლის დეფიციტია. ნათია მელაძე გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
დევნილები არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან ფსიქლოგიური რეაბილიტაციაში დახმარებას ითხოვენ. ომით გამოწვეული სტრესის დაძლევა განსაკუთრებით ბავშვებს გაუჭირდათ. თემაზე ნათია ჭოველიძე მუშაობდა.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
დიდი ხნის განმავლობაში დევნილები სახელმწიფოსგან კოტეჯების წინაგადახურვაში დახმარებას ითხოვდნენ. უყურადღებოდ დარჩენილი დევნილების ერთმა ნაწილმა კოტეჯის წინკარი საკუთარი სახსრებით გადახურა, მოგვიანებით კი მსგავსი სამუშაო დასახლებებში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდა. დევნილებს აინტერესებთ აუნაზღაურებენ თუ არა გაწეულ დანახარჯებს. ნათია მელაძე შეეცადა გაერკვია მიიღებდნენ თუ არა ისინი კომპენსაციას.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
მალე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდება. ნათია ღერკენაშვილი გიამობობთ, როგორ ახერხებენ უტელევიზოროდ დარჩენილი დევნილები თამაშისთვის თვალყურის დევნებას და რომელ გუნდს გულშემატკივრობენ ყველაზე მეტად.
მოისმინეთ ჩანაწერი
–
დევნილთა ამბებს ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვებოდა. გადაცემა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება ეთერში 29 აგვისტოს გავა.