გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია თრიალეთი, მაუწყებლობის არხი 104.8 FM.
ბოლო გადაცემა 29 დეკემბერი, 2010წ.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”2902″]
დევნილთა ამბების მეექვსე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები
კარალეთის დევნილთა დასახლებაში სასმელი წყლის დეფიციტია. დევნილთა ნაწილი ამ წყალს ბაღ-ბოსტნების მოსარწყავად იყენებს. გაეროს სოფლის მეურნეობებისა და სურსათის ორგანიზაციამ დასახლებაში სარწყავი ჭაბურღილების დამონტაჟებბა დაიწყო. დევნილები ფიქრობენ, რომ ჭაბურღილი პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ მოაგვარებს. რა არგუმენტები აქვთ იძულებით გადაადგილებულ პირებს ამის შესახებ დევნილთა ამბების რეპორტიორი ნათია მელაძე გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-3-gori_013.mp3]
დევნილი ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნით მათ საზაფხულო ბანაკებში დაასვენებენ. დასვენების როგორი პროგრამით ისარგებლებენ ომგამოვლილი მოზარდები ნათია ჭოველიძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-3-gori_023.mp3]
გორის რაიონის სოფელ ბერბუკში დასახლებული დევნილები ხელისუფლებას გადახურული მოსაცდელის მოწყობას სთხოვენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომლოდინე დევნილებს დარსა თუ ავდარში ღია ცის ქვეშ დგომა საათობით უწევთ. ადგილობრივი ხელისუფლება მათ ამ საკითხის უახლოეს მომავალში მოგვარებას დაპირდა. თემაზე ვრცლად ნათია მელაძე გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-3-gori_033.mp3]
მალე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდება. ნათია ღერკენაშვილი გიამობობთ, როგორ ახერხებენ უტელევიზოროდ დარჩენილი დევნილები თამაშისთვის თვალყურის დევნებას და რომელ გუნდს გულშემატკივრობენ ყველაზე მეტად.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-3-gori_043.mp3]
დევნილთა ამბებს ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვებოდა. გადაცემა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება ეთერში 26 სექტემბერს გავა.