გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია თრიალეთი, მაუწყებლობის არხი 104,8 FM.
ბოლო გადაცემა 28 დეკემბერი, 2010წ.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”2837″]
დევნილთა ამბების მერვე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება. გადაცემა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიო კომპანია თრიალეთის თანამშრომლობით მზადდება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები
გორის რაიონში ჩასახლებულ დევნილებს წინ მძიმე ზამთარი ელით. დევნილთა იმ დასახლებებში მცხოვრებლებს სადაც ბუნებრივი აირზე მომუშავე გამათბობლებია დამონტაჟებული 50 ლარიანი საშეღავათო ვაუჩერები დაარიგეს. ხოლო ისეთ დასახლებებში სადაც გაზსადენი მილები არ არის შეყვანილი შეშა დაარიგეს. თუმცა იძულებით გადაადგილებული პირები ხელისუფლების მიერ გაწეულ დახმარებას არასაკმარისად მიიჩნევენ. ამ თემაზე გორის რაიონის სოფელ სკრაში მცხოვრებ დევნილებს რეპორტიორი ნათია ჭოველიძე ესაუბრა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-7-gori_013.mp3]
გადაცემის მომდევნო სიუჟეტი დევნილთა გათბობის პრობლემას ეხება. რეპორტიორი ნათია მელაძე გორის რაიონის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებას ესტუმრა. იქ მაცხოვრებელ დევნილებს ხელისუფლების მიერ დარიგებული შეშის მარაგი უკვე ამოეწურათ. დევნილები ხელისუფლებისაგან დასახლებაში ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვენ. გაზსადენი სოფლისგან რამდენიმე კილომეტრში გადის, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიუჯეტში გაზიფიცირებისთვის აუცილებელი თანხა არ არის.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-7-gori_023.mp3]
კოტეჯების აღდგენითი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ზოგიერთი კოტეჯი მშენებლებმა რამდენიმეჯერ გაარემონტეს, სარემონტო სამუშაოები უმეტეს შემთხვევაში 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. დევნილების ავეჯი, რომელიც გარეთ ქონდათ გატანილი წვიმამ დააზიანა. თემას ნათია ჭოველიძე განავრცობს.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-7-gori_033.mp3]
კარალეთის დევნილთა დასახლებაში მაცხოვრებლებს კოტეჯებთან ერთად სარგებლობაში მიწის ნაკვეთებიც გადაეცათ, მაგრამ სათავსო შენობა-ნაგებობების უქონლობის გამო ზოგს მოსავალი ღია ცის ქვეშ უწყვია, ზოგმა კი საამისოდ კოტეჯის ერთი ოთახი გაათავისუფლა. დევნილები ხელისუფლებისგან სათავსოების აშენებაში დახმარებას ითხოვენ. კარალეთის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს რეპორტიორი ნათია ღერკენაშვილი ესაუბრა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-7-gori_043.mp3]
გორის რაიონის სოფელ საქაშეთში მდებარე დასახლებაში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან საკანალიზაციო სისტემის გასუფთავებას მოითხოვენ. გადავსებული საკანალიზაციო ბუნკერებიდან ფეკალური მასები ზედაპირზე ამოდის და დასახლებაში ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხეს ქმნის. დევნილთა ამბების რეპორტიორი ნათია მელაძე გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-7-gori_053.mp3]
საქართველოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ფსიქოლოგთა ჯგუფთან ერთად დევნილთა დასახლებებში გენდერული ძალადობის თემაზე ტრენინგებს ატარებს. ნათია ღერკენაშვილი გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:
დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვებოდა. მომდევნო გადაცემა რადიოკომპანია თრიალეთის ეთერში 26 დეკემბერს გავა.