სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

დევნილთა ამბები – შიდა ქართლი 9

0 კომენტარი
 2010 წლის 30 დეკემბერი   ავტორი: Mirian Koridze

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია “თრიალეთი”, მაუწყებლობის არხი 104.8 FM.
ბოლო გადაცემა 30 იანვარი, 2011წ.

მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”2757″]

დევნილთა ამბების მეცხრე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.

მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები

თბილისში კომპაქტური ჩასახლების ცენტრებიდან დევნილთა გამოსახლების პროცესს გორის რაიონში მცხოვრები დევნილების პროტესტი მოყვა.

2011 წელი კომპაქტური ჩასახლებების ადგილებიდან დევნილთა გამოსახლებებით დაიწყო. თბილისში ზოგიერთი კომპაქტური ჩასახლების ცენტრიდან იძულებით გადაადგილებული პირები ძალის გამოყენებითაც კი გამოასახლეს. თბილისში მიმდინარე პროცესებს კარალეთის დევნილთა დასახლების მაცხოვრებლები გამოეხმაურნენ, რომლებმაც პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები დაგმეს. ამ თემაზე თემაზე აუდიო გამოკითხვა დევნილმა რეპორტიორმა ნათია ღერკენაშვილმა მოამზადა.
მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2010/12/masala-1-gadacema-9-gori3.mp3|titles=masala-1-gadacema-9-gori]

გორში, ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ფართის სიმცირესა და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების არ არსებობაზე ჩივიან. ისინი ხელისუფლებისაგან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ.
ჩაბნელებული დერეფნები, საერთო სამზარეულო და სველი წერტილები, ოჯახზე გამოყოფილი ერთი ვიწრო ოთახი, რომელიც სამზარეულოს, საძინებლისა და აბაზანის ფუნქციებს ერთდროულად ითავსებს – ასე აღწერს ნარკოლოგიური ცენტრის შენობას დევნილთა ამბების რეპორტიორი ნათია ჭოველიძე.
მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2010/12/masala-2-gadacema-9-gori3.mp3|titles=masala-1-gadacema-9-gori]

გორის რაიონის ნაწილობრივ ოკუპირებული სოფლების ზარდიაანთკარისა და გუგუტიანთკარის მცხოვრებლები საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, რადგან მათ უსაფრთხოებაზე პასუხს არავინ აგებს. ხელისუფლება მათ დევნილის სტატუსს არ ანიჭებს, რადგან თეორიულად ამ ადამიანებს საკუთარ სახლებში ცხოვრება შეუძლიათ. როგორია გორის საბავშვო ბაღებს შეკედლებული უსტატუსო დევნილების ყოფა ნათია ღერკენაშვილის მიერ მოამზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2010/12/masala-3-gadacema-9-gori3.mp3|titles=masala-1-gadacema-9-gori]

დევნილთა დასახლებებში კოტეჯების ხელახალი სარემონტო სამუშაოები ცოტახნის წინ დასრულდა, თუმცა ბერბუკის დასახლებაში მცხოვრები დევნილები უკვე ალაპარაკდნენ სარემონტო სამუშაოების ხარვეზებზე. დევნილთა ერთი ნაწილი რემონტით კმაყოფილია. დევნილთა ამბების რეპორტიორმა ნათია მელაძემ კი ის სახლები მოინახულა, რომელთა კედლები ხელახალი რემონტის შემდეგ ნესტისგან სწრაფად გაშავდნენ.
მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2010/12/masala-4-gadacema-9-gori3.mp3|titles=masala-1-gadacema-9-gori]

გორის რაიონის სოფელ საქაშეთში მდებარე დევნილთა დასახლებას ნაგვის ბუნკერები არ გააჩნია. არსებული ანტისანიტარიის მიზეზით შესაძლოა დასახლებაში ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე დადგეს. საქაშეთში მცხოვრები დევნილების პრობლემებში გარკვევა დევნილმა რეპორტიორმა ნათია მელაძემ სცადა.
მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2010/12/masala-5-gadacema-9-gori3.mp3|titles=masala-1-gadacema-9-gori]

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა დევნილი რეპორტიორებისთვის გორში ტრენინგი გამართა, რომელზეც აფახაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა სამოქალაქო ჟურნალისტებმა ერთმანეთი გაიცნეს.
IWPR-ის მიერ გორში ორგანიზებულ ტრენინგსა და ჟურნალისტურ მისიაზე დევნილთა ამბების გორის ბიუროს რეპორტიორი ნათია ჭოველიძე გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი: [audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2010/12/masala-6-gadacema-9-gori3.mp3|titles=masala-1-gadacema-9-gori]

გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას გოგა აფციაური უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიო თრიალეთის ეთერში 27 თებერვალს გავა, 19.00 საათზე.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი Mirian Koridze


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT