გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია თრიალეთი, მაუწყებლობის არხი 104,8 FM.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”3511″]
დევნილთა ამბების მეთვრამეტე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები
მეოთხე წელია ზარდიანთკარიდან იძულებით გადაადგილებული პირები დევნილთა და განსახლების სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭებას სთხოვენ. მათი სოფელი არც ქართველი სამართალდამცავების და არც რუსი მესაზღვრეების მიერ არ კონტროლდება. ზარდიანთკარელები გორის საბავშვო ბაღებში აუტანელ პირობებში ცხოვრობენ და დევნილებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარებებით ვერ სარგებლობენ. უსტატუსო დევნილებს ადვოკატირებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევს. დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მათი სარჩელი თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა, მაგრამ სამინისტრომ ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მოისმინეთ ლელა თედეევის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/11/devnilta-ambebi-shida-kartli-18-013.mp3]
დევნილთა ყველაზე დიდი დასახლება შესაძლოა საავადმყოფოს გარეშე დარჩეს. სოფელ წეროვანში ამჟამად ქურთის საავადმყოფო მუშაობს და ადგილობრივ მცხოვრებლებს სამედიცინო დახმარებას უწევს, მაგრამ ცოტა ხანში შესაძლოა ეს საავადმოფო გორის რაიონის სოფელ ტყვიავში გადაიტანონ. ამ ინფორნმაციას როგორც დევნილები ისე საავადმყოფოს მედპერსონალი ადასტურებს. დასახლებიდან 80 კილომეტრის მოშორებით სიარული განსაკუთრებით პატარა ბავშვების მშობლებს და მოხუცებს გაუჭირდებათ. წეროვნელი დევნილები აცხადებენ, რომ საავადმყოფოს გადატანას არ დაუშვებენ. გიამბობთ ნანა კახნიაშვილი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/11/devnilta-ambebi-shida-kartli-18-023.mp3]
შეგახსენებთ ეთერშია გადაცემა დევნილთა ამბები, რომელიც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში მზადდება.
გორის რაიონის სოფლების ნაწილი წელს შეშის გარეშე დარჩა. ხელისუფლებას შეშა იმ სოფლებში შეაქვს სადაც სარწყავი წყალი არ ყოფილა. ამ ფაქტს საწვავის გარეშე დარჩენილ სოფლებში აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ 2008 წლის ომმა ისინიც არანაკლებად დააზარალა. მოისმინეთ ნათია ჭოველიძის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/11/devnilta-ambebi-shida-kartli-18-033.mp3]
გათბობის პრობლემა გორის საბავშვო ბაღებში მცხოვრებ დევნილებსაც აწუხებთ. ადგილობრივ ხელისუფლებას შეშა არც ერთ საბავშვო ბაღში არ მიუტანია. იძულებით გადაადგილებული პირები მუყაოს ნაჭრებს აგროვებენ, რადგან ელექრტოგამათბობლებით მოზრდილი ოთახების გათბობა შეუძლებელია. მოისმინეთ ლადო ბიჭაშვილის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/11/devnilta-ambebi-shida-kartli-18-043.mp3]
კარალეთის დევნილთა დასახლებაში ამბულატორია გაიხსნა. აქამდე იძულებით გადაადგილებული პირები სამედიცინო დახმარებას ქალაქის კლინიკებში იღებდნენ, ახლა კი მათ ადგილზე მოემსახურებიან. გარდა ამისა მათთან ოჯახის ექიმიც ივლის. მოისმინეთ ნათია ღერკენაშვილის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/11/devnilta-ambebi-shida-kartli-18-053.mp3]
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვებოდა.