გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე, 19.00 საათი.
სამეგრელო ზემო-სვანეთი: რადიოკომპანია “ოდიში”. მაუწყებლობის არხი: FM 101.4
სამეგრელო ზემო-სვანეთი: რადიოკომპანია “ჰარმონია”. მაუწყებლობის არხი: FM 100.5
იმერეთი: რადიოკომპანია “ძველი ქალაქი”. მაუწყებლობის არხი FM 107.9
კახეთ: რადიოკომპანია “ჰერეთი”. მაუწყებლობის არხი FM 102.8
შიდა ქართლი: რადიოკომპანია “თრიალეთი”. მაუწყებლობის არხი FM 104.8.
რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101,4 FM.
მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”3566″]
დევნილთა ამბების მეცხრამეტე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.
მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები
გადაცემას დევნილ ბავშვებზე მომზადებული რეპორტაჟით დავიწყებთ. ახალი წლის მობრძანება ხომ ყველაზე მეტად მათ ახარებთ. კარალეთის დევნილთა დასახლებაში ახლა გამაყრუებელი აფეთქებების ხმა ისმის, ასე ეგებებიან იქ მცხოვრები ბავშვები ახალი წლის შემობრძანებას. ზოგიერთ მათგანს თოვლის პაპის არსებობა სჯერა, ზოგმა კი ბავშვობა ნაადრევად დატოვა და იცის რომ საჩუქრებს მშობლები ყიდულობენ. მოისმინეთ ნათია ჭოველიძის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/12/devnilta-ambebi-shida-kartli-19-013.mp3]
დევნილების ერთი ნაწილი საახალწლოდ სადღესასწაულო სუფრასაც ვერ გააწყობს. მათ ახლა წამალი უფრო მეტად სჭირდებათ. სატელევიზიო პროპაგანდა და დევნილთა რეალური ყოფა მოისმინეთ ლადო ბიჭაშვილის რეპორტაჟში.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/12/devnilta-ambebi-shida-kartli-19-023.mp3]
ბერბუკის დევნილთა დასახლებაში საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა ვერ ლაპარაკობენ. გაჭირვების მიუხედავად მათ შიშის დაძლევა უჭირთ. შიში კი იმის გამო აქვთ, რომ ნათქვამით ვინმე არ გაანაწყენონ და ისედაც მიზერული სოციალური დახმარებაც არ დაკარგონ. მოისმინეთ ნათია მელაძის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/12/devnilta-ambebi-shida-kartli-19-033.mp3]
შეგახსენებთ ეთერშია გადაცემა დევნილთა ამბები. გადაცემის ბოლოს თქვენ ქართულ–ოსური ოჯახის ისტორიას და ამ ოჯახის წევრთა სურვილებს მოისმენთ.
ახლა კი წეროვანის დევნილთა დასახლებაში გადავინაცვლოთ. სადაც ხანში შესულები მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობენ, იმედს მხოლოდ ახალგაზრდები არ კარგავენ. იმედს იმისა რომ მათი სურვილებიც ერთ დღეს ასრულდება. მოისმინეთ ნანა კახნიაშვილის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/12/devnilta-ambebi-shida-kartli-19-043.mp3]
გორის ნარკოლოგიურ შენობაში ჩასახლებულ დევნილებს ერთ ოთახში აქვთ მოწყობილი მისაღებიც, საძინებელიც, სამზარეულოც და სააბაზანოც კი. ერთ პატარა ოთახში სტუმრის მიღება შეუძლებელია, იქ მცხოვრები ადამიანები გულის ტკივილით იხსენებენ წარსულს, როცა ლიახვის ხეობაში ლხინი რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. მოისმინეთ ნათია ღერკენაშვილის რეპორტაჟი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/12/devnilta-ambebi-shida-kartli-19-053.mp3]
გადაცემის დასასრულს კი შემოგთავაზებთ ერთი ოჯახის ისტორიას. ქართულ–ოსური ოჯახი ამჟამად წეროვანის დასახლებაში ცხოვრობს. ოჯახის დიასახლისი ზარეტა ყულუმბეგოვა ყველაზე მეტად იმაზე სწუხს, რომ ქართველებსა და ოსებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა. ქართველი შვილების გამზრდელი დედა ყოველდღე ორი ერის შერიგებაზე ფიქრობს. მისი საახალწლო სურვილიც მშვიდობა, შერიგება და უნახავი ნათესავების მონახულებაა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:https://reporter.ge/wp-content/uploads/2011/12/devnilta-ambebi-shida-kartli-19-063.mp3]
გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვებოდა.