პროექტის ფარგლებში “მედიის მდგრადობის მხარდაჭერა საქართველოში“ მედიის განვითარების სფეროში გერმანიის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“ (DW Akademie) აცხადებს კონკურსს და იწვევს საქართველოს რეგიონალურ მაუწყებლებს თანამშრომლობისთვის პროექტის „მედიის მდგრადობის მხარდაჭერა“ ფარგლებში.
საპროექტო წლის ხანგრძლივობა: 2018 წლის მარტი- 2018 წლის ნოემბერი.
2018 წლის თებერვალს დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული იქნება 3 მაუწყებელი.
„დოიჩე ველე აკადემია“ პარტნიორ-მაუწყებელს სთავაზობს:
– კონსულტაციებსა და ტრენინგებს მარკეტინგსა და მედია მენეჯმენტში;
– ასევე სხვა სახის ტრენინგებს საჭიროების მიხედვით;
– წელიწადში ორჯერ განხორციელდება პარტნიორი მაუწყებლის აუდიტორიის რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა ვიდეო-მეტრიქსის აპლიკაციისა და ფოკუს-ჯგუფების გამოკითხვის მეშვეობით (აღნიშნული აპლიკაცია შექმნილია „დოიჩე ველე აკადემიის“ მიერ). კვლევის შედეგები კი შესაბამის მაუწყებელთან ერთად იქნება განხილული;
– კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მაუწყებელს გავუწევთ კონსულტაციებს. საჭიროების შემთხვევაში მოხდება მცირე ტექნიკურ აღჭურვილობის შეძენა, რათა ხელი შევუწყოთ მაუწყებლის მიერ კვლევის შედეგად გამოვლენილი შედეგების პროგრამირებაში ასახვა.
ჩვენი პარტნიორისგან ველოდებით:
– აქტიურ ჩართულობას ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში (კონკრეტული თარიღები განისაზღვრება „დოიჩე ველე აკადემიისა“ და მაუწყებლის ურთიერთ-მოლაპარაკების საფუძველზე);
– დაინტერესებას საკუთარი ორგანიზაციის მდგრად განვითარებასა და სტრატეგიულ დაგეგმარებაში;
– ასევე, გამჭვირვალობას და ღიაობას პროექტის განხორციელების დროს.
დაინტერესებული მაუწყებლის მენეჯმენტს ვთხოვთ ქართულ ენაზე შეავსოს ანკეტა მოცემულ ბმულზე http://bit.ly/2CevcCO
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 18 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ „დოიჩე ველე აკადემიის“ კოორდინატორს საქართველოში:
ამალია ოგანჯანიანი
ელ-ფოსტა: amalia.oganjanyan@dw.com
ტელეფონი.: 558 499 587
ან თამარ კაკულია
ელ-ფოსტა: tamar.kakulia@dw.com
ტელეფონი.: 595 251 801