სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ემიგრაცია სომხურ ქალაქებს აცარიელებს

0 კომენტარი
 2014 წლის 1 ივლისი   ავტორი: არპი ჰარუტუნიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


შრომისუნარიანი მოსახლეობის რუსეთში გადინება გრძელდება, რასაც ახალი კანონის ამოქმედებაც უწყობს ხელს.

სტატიაში ნახსენები ქალაქების და სოფლების რუკა

არპი ჰარუტუნიანი – კავკასია

ქალაქ ეღეგნაძორში ნებისმიერ სახლში შესვლისთანავე მიხვდებით, მუშაობს თუ არა მისი ოჯახის წევრი რუსეთში.

რუზანა მანასერიანს, მაგალითად, სახლში ახალთახალი ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი აქვს და ფანჯრებიც ახლახან გამოცვალა – რაც იმის ნიშანია, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი სახლში ისეთ ფულს აგზავნის, რომლის შოვნაც სომხეთში უბრალოდ შეუძლებელია.

მანასერიანის ქმარი რუსეთში, ქალაქ სამარაში მშენებლობაზე მუშაობს, იმავე საქმითაა დაკავებული მისი ვაჟიშვილიც, ოღონდ ქალაქ ადლერში, სოჭთან ახლოს.

ეღეგნაძორი ერევნიდან სამხრეთით, 120 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და სხვა ქალაქებისაგან არაფრით გამოირჩევა. სომხეთში მამაკაცების უმეტესობა სამუშაოდ სხვა ქვეყნებშია წასული. სახელმწიფო მიგრაციის სააგენტოს მონაცემებით, ყოველ წელს რუსეთში სეზონური სამუშაოების შესასრულებლად 80 000-120 000 ადამიანი მიემგზავრება. როგორც წესი, ზამთარში ისინი სახლებში ბრუნდებიან. ზოგიერთები კი საზღვარგარეთ უფრო დიდხანს რჩებიან. სააგენტოს ცნობით, 900 000-დან 1 მილიონამდე ადამიანი რუსეთში ორი ან სამი წლის ვადით რჩება. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ სამ მილიონ ადამიანს შეადგენს.

ეღეგნაძორში თამანწინერის ქუჩაზე მხოლოდ ერთია ისეთი ოჯახი, რომლის მამაკაცებიც სახლში არიან.

„ბოლო დროს მარტო ჩვენი კორპუსიდან დაახლოებით 70 ადამიანი წავიდა. ან სახლებს კეტავენ და მთელი ოჯახებით მიდიან ან მხოლოდ კაცები მიდიან რუსეთში სამუშაოს საძებნელად“, – ამბობს ვარდანუშ სააკიანი, რომელიც იმ ქუჩაზე მცხოვრები ერთადერთი ქალია, ვისი ქმარიც არსად არ წასულა.

სააკიანის თქმით, სხვებისგან განსხვავებით, მის ოჯახს სტაბილური შემოსავალი აქვს. მისი ერთი ვაჟი ჯარში მუშაობს, მეორე ავეჯის ქარხანაში, რძალი კი ადგილობრივ საავადმყოფოში.

რუსეთში ახლახან მიღებული კანონის მიხედვით, რომელიც აპრილში შევიდა ძალაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დაბადებულებს, რომლებიც ფლობენ რუსულ ენას, რუსეთის მოქალაქეობის მიღება დაჩქარებული წესით შეუძლიათ (იხილეთ: რუსული პასპორტის ცდუნება სომხეთისთვის)

ახალი კანონის მიღების გამო ღელავენ ანალიტიკოსები, რადგან ადამიანები უკეთესი ცხოვრების სურვილით აქტიურად ტოვებენ ქვეყანას, რაც თავის მხრივ პირდაპირ აისახება მოსახლეობის რაოდენობის კლებაზე. (იხილეთ შარშანდელი სტატია: სომხეთში შრომისუნარიანი ადამიანების რაოდენობა მკვეთრად მცირდება)

ვაიოც ძორის რეგიონის (რომლის რეგიონული ცენტრიცაა ქალაქი ეღეგნაძორი) გამგებელი ედგარ გაზარიანი ემიგრაციას „ავადმყოფობას“ ადარებს, რომელიც სომხეთს ანადგურებს.

„ჩვენს რეგიონიდან ძირითადად ქალაქის მცხოვრებლები მიდიან, იმ მიზეზით, რომ უმუშევრობის პრობლემა ყველაზე მწვავედ სწორედ იქ იგრძნობა“, – განაცხადა მან. „ერთ დროს, ბევრი ქარხანა მუშაობდა, ახლა კი, მხოლოდ ერთია, რომელიც მანქანის ნაწილებს უშვებს. ადრე საკონსერვო ქარხანა მუშაობდა, მაგრამ ახლა ისიც აღარ არის“.

გაზარიანის თქმით, სოფლის მოსახლეობა ქალაქში მცხოვრებლებზე უფრო შეძლებულია, რადგან შემოსავალს სოფლის მეურნეობიდან ღებულობს. თუმცა, მისივე თქმით, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა ქალაქის მცხოვრებლები თაკილობენ მუშაობას და იქვე იხსენებს, თუ რა რთული იყო ქალაქ ვაიკში ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის მუშახელის პოვნა.

მანასერიანი კი ამბობს, რომ ეს სრულებითაც არ არის სიმართლე.

„სანამ ჩემი ქმარი და ვაჟი რუსეთში წავიდოდნენ, აქ მუშაობდნენ მშენებლობაზე“, – ამბობს ის. „ხელფასს თვეობით არ უხდიდნენ, იმ ფულით კი რასაც ღებულობდნენ ერთი კვირის ხარჯებს ვერ ვფარავდით“.

სოფელ აზატეკის მოსახლეობის ყოფა საკმაოდ განსხვავდება იმ სურათისგან, რაც რაიონის გამგებელმა დაგვიხატა. სოფელში დარეგისტრირებული 600 ადამიანიდან უმეტესობა რუსეთშია წასული.

სოფლის მკვიდრის მარინე მოვსისიანის ქმარი ბოლო ათი წელია მოსკოვში ცხოვრობს. თავისი 1000 დოლარიანი ხელფასიდან უმეტეს ნაწილს ოჯახში აგზავნის, სახლში კი მხოლოდ წელიწადში ორ თვეს ატარებს.

„ბოლოს რომ იყო ჩამოსული სახლი შეაკეთა, რაღაც-რაღაცები იყიდა და ისევ წავიდა“, – ამბობს ის. „ყოველ დღე რეკავს, მაგრამ ტელეფონით ხომ ვერ გაზრდი შვილებს. ძალიან ძნელია. ღმერთმა დასწყევლოს რუსეთი ჩვენი ოჯახების დანგრევისთვის“.

ვარუჟ ჰარუტუნიანი ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, ვინც დაბრუნება არჩია. ერევნის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში რუსეთში მშენებლობაზე მუშაობდა. დეკემბერში სამშობლოში დაბრუნდა და ახლა თევზსაშენის გახსნას აპირებს.

ჰარუტუნიანის აზრით, „თუ ხელს შეგვიწყობენ, საგადასახადო ტვირთს შეგვიმსუბუქებენ და დასაქმებისთვის კარგ პირობებს შეგვიქმნიან, არცერთი კაცი არ მიატოვებს ოჯახს და არ წავა რუსეთში“.

ეღეგნაძორელი რუზანა მანასერიანი კი, სამარაში, თავის ქმართან აპირებს წასვლას და როგორც თავად ამბობს, მზადაა სომხეთის მოქალაქეობა დათმოს, თუ სამაგიეროდ რუსულ პასპორტს მიიღებს.

„ჩემი ქმარი ფულს ყოველ თვე აგზავნის, მაგრამ მარტო როდემდე ვიყო? მინდა ჩემს ოჯახთან ერთად ვიცხოვრო“, – ამბობს ის. „რა თქმა უნდა, სამწუხაროა ხალხი რომ მიდის, მაგრამ როგორც იტყვიან – სადაც ნახო პური, იქ დაბინავდიო “.

არპი ჰარუტუნიანი ტელეარხ Armnews რეპორტიორია სომხეთში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი არპი ჰარუტუნიანი


მსგავსი სტატიები:


ნავთობის საძიებო სამუშაოები სევანის ტბას საფრთხეს უქმნის
მარტი 19, 2015

სირიელი სომხები საგანმანათლებლო ბარიერებს აწყდებიან
ოქტომბერი 1, 2014

სომხეთი: პოლიტიკოსები სელექციური აბორტების წინააღმდეგ
ივნისი 27, 2014


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT