სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ერევანში სტალინის თანამოაზრის ძეგლი დაიდგმება

0 კომენტარი
 2014 წლის 6 ივნისი   ავტორი: კატერინა პოღოსიანი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


მიქოიანის ძეგლის დადგმის მოწინააღმდეგეები გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებს იხსენებენ.  

ანასტას მიქოიანი საბჭოთა სომხეთში ვიზიტის დროს (ფოტო: სააგენტო Photolure).

ანასტას მიქოიანი (ფოტო: სააგენტო Photolure).

ეკატერინა პოღოსიანი – კავკასია

ანასტასი მიქოიანი სომხეთში საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ საზოგადო მოღვაწედ ითვლება, თუმცა ერევნის ცენტრში მისი ძეგლის აღმართვის იდეა ბევრს არ მოსწონს.

მიქოიანის სახელი სტალინის მმართველობის დროს განხორციელებულ რეპრესიებს და ათასობით თავისივე თანამემამულის დაღუპვას უკავშირდება.

30 აპრილს ერევნის საკრებულომ ქალაქის ცენტრში ძეგლის დადგმის საკითხი დადებითად გადაწყვიტა. საკრებულოს წევრების განცხადებით, მიქოიანი სომხეთის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული.

მიქოიანის მომხრეები მის ხანგრძლივ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე მიუთითებენ. ის თითქმის ყველა საბჭოთა ლიდერის პერიოდში მსახურობდა, დაწყებული ვლადიმერ ლენინით დამთავრებული ლეონიდ ბრეჟნევით. ცივი ომის წლებში კი მიქოიანი საბჭოთა კავშირის დესპანი იყო შეერთებულ შტატებში.

„მიქოიანის შთამომავლებმა და ნათესავებმა საკრებულოს თხოვნით მიმართეს, რომ გაგებით მოვკიდებოდით მათ სურვილს ძეგლის დადგმის თაობაზე, რაც ჩვენ შევასრულეთ კიდეც“, –  განაცხადა საკრებულოს წევრმა მმართველი რესპუბლიკური პარტიიდან ნაირა ნააპეტიანმა. „ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ის დიდი წვლილი, რაც მიქოიანმა შეიტანა ქვეყნის ინდუსტრიის განვითარებაში და ასევე კარიბის კრიზისის მოგვარებაში“.

„მისი ბიოგრაფიის საკამათო დეტალები კი ისტორიკოსებს უნდა დავუტოვოთ განსახილველად“.

თუმცა, მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ მიქოიანის სტალინისდროინდელი მოღვაწეობა უფრო მეტია ვიდრე უბრალო „დეტალები“. 1937 წელს სტალინმა ის ერევანში ადგილობრივი კომუნისტური პარტიის „გასაწმენდად“ წარგზვანა.

სომხეთის ეროვნული არქივის დირექტორი ამატუნი ვირაბიანი აცხადებს, რომ მიქოიანის როლი 1937 წლის რეპრესიებში დოკუმენტურად არის დადასტურებული.

მისი თქმით, არქივებში ინახება დეპეშა, რომელიც მიქოიანმა სტალინის საიდუმლო პოლიციის უფროსს ნიკოლაი ეჟოვს გაუგზავნა. მასში ნათქვამია, რომ 500 ადამიანის დაჭერა არ იყო საკმარისი და სიის 700 ადამიანით გაზრდა შესთავაზა. მოგვიანებით, ეჟოვმა მიწერა სტალინს და მიქოიანის წინადადების საფუძველზე კიდევ 1500 ადამიანის დაჭერა მოითხოვა.

„პირადად მე ძეგლის დადგმის წინააღმდეგი ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ის ადამიანები რომლებმაც 1937 წელი გამოიარეს სიმშვიდეში უნდა მოვასვენოთ“, – ამბობს ვირაბიანი. „ღირს თუ არა ძეგლის დადგმა მომავალმა თაობებმა უნდა გადაწყვიტონ“.

ძეგლის დადგმის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ავტორიტარი ლიდერისადმი ასეთი განსაკუთრებული პატივის მიგება იმ პოლიტიკის გამოძახილია, რომელსაც თანამედროვე სომხეთი ახორციელებს. გასულ წელს, ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა და საბაჭო კავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა.

„ის პოლიტიკა, რომელსაც სომხეთი ამჟამად ახორციელბს, სავსებით შეესაბამება ასეთი ტიპის მოღვაწის ძეგლის დადგმის ლოგიკას“, – აცხადებს ერევნის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი. „ეს არის იმ იდეოლოგიის და პოლიტიკის ნაწილი, რაც აქ ხორციელდება და რაც იმის ნათელი დასტურია, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ჩვენი სუვერენიტეტი დათმო“

მწერალი და პუბლიცისტი უსიკ არა იზიარებს სიმბოლიზმთან დაკავშირებულ მოსაზრებას.

„ისმის კითხვა, რატომ დადგა ასეთი პოლიტიკური მოღვაწის ძეგლის დადგმის საკითხი ზუსტად იმ დროს, როცა სომხეთი აპირებს საბაჟო კავშირში გაწევრიანებას“, – „რატომ უნდა დავუდგათ ძეგლი იმ პიროვნებას, რომელიც მოსკოვში ბოროტი ძალის სიმბოლოს წარმოადგენდა?“

უსიკ არა თვლის, რომ ხელისუფლებამ ერევნის ცენტრში ძეგლის დადგმამდე მოსახლეობაში გამოკითხვა უნდა ჩაატაროს.

8 მაისს, ქალაქის საკრებულოს კულტურის, განათლების და სოციალურ საქმეთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე მისმა თავმჯდომარემ თამარა პოღოსიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების გაუქმება არ შეიძლება, თუმცა მიანიშნა იმაზეც, რომ ის შესაძლებელია არ შესრულდეს.

„მუნიციპალიტეტის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილ პროექტში ერთი სიტყვაც არ იყო ნახსენები რეპრესიების შესახებ“,- აცხადებს პარტია „აყვავებული სომხეთის“ წევრი პოღოსიანი. „როგორც საკრებულოს წევრებმა ჩვენ დავამტკიცეთ ძეგლის დადგმის გადაწყვეტილება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ხვალვე აღმართავენ. ამას მთავრობა გადაწყვეტს“.

არქიტექტორი და ერევნის საკრებულის ყოფილი წევრი ჰრაჩ პოღოსიანი თვლის, რომ იმ შემთხვევაში თუ ძეგლის დადგმა მოხდება ის დიდხანს მაინც ვერ იარსებებს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს რა ბედი ეწიათ ლენინის და სტალინის მონუმენტებს. ამ ძეგლებთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ მწარე გამოცდილება გვაქვს“, – ამბობს ის. „ჩვენთან ასეთი ადამიანების ძეგლების დემონტაჟი საზოგადოებრივი აზრის და გარემოებების შეცვლისთანავე ხდება“.

ეკატერინა პოღოსიანი საინფორმაციო სააგენტო Mediamax-ის რეპორტიორია სომხეთში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი კატერინა პოღოსიანი
ეკატერინა პოღოსიანი IWPR-ის ერევნის ბიუროს ჟურნალისტია სომხეთში.


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT