ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კავკასიის პროგრამა აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე „ქალი და კონფლიქტი“
ფოტოკონკურსი იმართება ინიციატივის „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის – ცვლილებათა ერთი ხმა“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის” ნაწილია.
ნამუშევრები მიიღება ორ ნომინაციაში:
- საუკეთესო რეპორტაჟი/ფიჩერსი (10-15 სურათი);
- საუკეთესო ისტორია – ერთი კადრი;
ნამუშევრები მიიღება 20 სექტემბრის ჩათვლით. საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდება და დასახელდება 24 სექტემბერს.
მოთხოვნები:
- ფოტოები უნდა იყოს გადაღებული საქართველოში, 2012 წელს.
- სურათის ზომა არანაკლებ 1600×1200.
- დასაშვებია ფერების კორექცია და კროპი, გრაფიკული რედაქტორების მეშვეობით სურათების სხვა სახით დამუშავება არ არის სასურველი.
ფოტოებს უნდა ახლდეს ფაილი აღწერით, სადაც მითითებული იქნება მათი გადაღების ადგილი და დრო. ასევე ყველა ფოტოს უნდა ახლდეს ქეფშენი და მოკლე (არა უმეტეს 300 სიტყვისა) ისტორია, გადაღებული მოვლენის ან გარემოებების შესახებ, ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე.
მაგალითისთის იხილეთ: Armenia: Male Exodus From Rural Communities
ნამუშევრების და თანმხლები ფაილის გამოგზავნა შესაძლებელია მისამართზე info@iwpr.ge ან წარმოდგენა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ოფისში, მისამართზე ძმები ზუბალაშვილების 7ბ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გიორგი კუპატაძეს: giorgi@iwpr.net; +995 32 2990 101.
ინიციატივა „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის – ცვლილებათა ერთი ხმა“ მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალების სამშვიდობო და ნდობის აღდგენის უნარების და შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის ქართველ, აფხაზ და ოს ქალთა შორის სახალხო დიპლომატიის ინიციატივების ხელშეწყობის გზით. პროქტის მიზანია სპეციალისტი და ჟურნალისტი ქალების ჯგუფის ფორმირება, რომელიც მაღალი სტანდარტების დაბალანსებულ და მიუკერძოებელ მასალებს მოამზადებს ქალთა უფლებების, გაეროს 1325 რეზოლუციის იმპლემენტაციის და მათთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ, რამაც მაგალითი უნდა მისცეს უფრო ფართო ჟურნალისტურ საზოგადოებას საქართველოში და კონფლიქტურ ზონებში.
IWPR–ის შესახებ: ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კონფლიქტურ და კრიზისულ რეგიონებში მუშაობს მედიის განვითარებისა და თავისუფალი სიტყვის ხელშეწყობისათვის. ცხრა რეგიონული პროგრამის ფარგლებში IWPR პროექტებს ოცზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. დამატებითი ინფორმაციისთის ესტუმრეთ: www.iwpr.net
UN Women-ის შესახე: UN Women გაეროს ორგანიზაციაა, რომელიც გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების და შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობს. ქალთა და გოგონების საკითხებზე მომუშავე გლობალური ორგანიზაცია, მთელ მსოფლიოში მათი საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხში პროგრესის დაჩქარების მიზნით იყო შექმნილი. დამატებითი ინფორმაციისთის ესტუმრეთ: www.unwomen.org