გადაცემა დევნილთა ამბების 23-ე გამოშვება, სამეგრელო ზემო-სვანეთი
ავტორი: ქეთი ხუბულავა
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დევნილთა დახმარებას აგრძელებს. მალთაყვის რაიონში ჩასახლებული დევნილი ბავშვები უახლესი ინვენტარით აღჭურვილ, გარემონტებულ საბავშვო ბაღში ივლიან. ბაღის აღსაზრდელებისთვის კარგი პირობების შექმნაზე გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ნორვეგიის მთავრობამ და ფოთის მუნიციპალიტეტმა იზრუნეს.
გაეროს განვითარების პროგრამა სამეგრელოში ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროექტს ახორციელებს, განასაკუთრებულ ყურადებას კი- ფოთის მუნიციპალიტეტის მიმართ იჩენს, სადაც 2011 წლის დეკემბერში ოთხი ათასზე მეტი დევნილი ჩაასახლეს. დევნილების ჩასახლებას შედეგად სხვადასხვა საჭიროებების მატება მოჰყვა, გაიზარდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური პირიბების გაუმჯობესების მოთხოვნა ასევე, თვითმართველობასთან მეტი კომუნიკაციის სურვილი.
მალთაყვის უბანში, გურიის ქუჩაზე მდებარე N12-ე სააღმზრდელო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია სწორედ, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმართველობის თანადაფინანსებით ჩაუტარდა.N13-ე ბაღი ახლოს არის დევნილების ჩასახლებასთან და 180 ბავშვზეა გათვლილი. აღსაზრდელებს შორის უმეტესობა დევნილია.
საბავშვო ლიტერატურით, საუკეთესო ინვენტარითა და ჰელიოსისტემით აღჭურვილი ბაღი – წყლის გასათბობად მზის ენერგიას გამოიყენებს.
განახლებული ბაღის საზემო გახსნა 2012 წლის 11 აპრილს შედგა. გახსნას გაეროს განვითარების პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმ მაკგოლდინგი, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი – გურამ მისაბიშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჯეიმი მაკგოლდინგმა ბაღის რეაბილიტაცა ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად შეაფასა.
მოისმინეთ: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4097″]