გადაცემა დევნილთა ამბების 23-ე გამოშვება, სამეგრელო ზემო-სვანეთი
ავტორი: ეკა ფარულავა
N6 საბავშვო ბაღის შენობაში ჩასახლებული აფხაზეთიდან დენილი ექვსი ოჯახი განსახლების მოლოდინშია. ისინი ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსებში გადასვლას ელიან.
“ველოდებით თბილისის ქუჩაზე კორპუსების აშენებას. გვპირდებიან, რომ გაზაფხულისთვის იქნება”, – განაცხადა სოხუმიდან დევნილი თამარ გაბისონიამ.
სოხუმის რაიონ ქვენო ეშერიდან დევნილი ლამარა ჭანია ამბობს, რომ ფოთის ახალ რაიონში გადასვლაზე უარი განაცხადეს ვინაიდან ზუგდიდში არიან დასაქმებულნი: “ვცხოვრობდი სოხუმის რაიონ ქვემო ეშერაში. 16 წელიწადია, რაც ზუგდიდში N6 ბაღში ვმუშაობ. შემომთავაზეს ფოთში გადასვლა, მაგრამ ვერ დავთანხმდი… ველოდები რომ ზუგდიდში იქნება რამე”.
N6 საბავშვო ბაღში მძიმე საცხოვრებელი პირობებია, თუმცა განსახლების მომლოდინე დევნლები იმედს იტოვებენ, რომ მსგავს პირობებში ცხოვრება დიდხანს არ მოუწევთ. “სხვა რა გზა გვაქვს?! ჯერ-ჯერობით ვეგუებით აქაურ საცხოვრებელ პირობებს… ახალ კორპუსებში გადასვლის იმედი გვაქვს”,- ამბობს, დევნილი ნორა სამუშია.
მოისმინეთ [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4228″]