სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

საქართველოს პრესტიჟული ჟურნალისტური კონკურსი გახსნილად გამოცხადდა

0 კომენტარი
 2019 წლის 3 მაისი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


კონკურსის გახსნა სიმბოლურად მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს მოხდა.

მისიის მოქმედი ხელმძღვანელი, ქეით ფეირონი, საქართველოში ევროკავშირის დელელაგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ ჰარცელთან ერთად “ერვოკავშირის პრიზს ჟურნალისტიკაში” და “ევროკავშირის მისიის სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში” წარადგენს. (ფოტო: IWPR)

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ოფიციალურად გაიხსნა 2019 წლის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ და დაიწყო განაცხადების მიღება.  

საპრიზო კატეგორიებიდან ერთ-ერთი არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ 2013 წელს დაწესებული სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, რომელიც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან პარტნიორობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტების კონტექსტში საუკეთესო, კონფლიქტისადმი სენსიტიური დამოკიდებულებით მომზადებული ისეთი ნაშრომის გამოვლენა, რომელიც მხარეებს შორის ნდობის აღდგენასა და მშვიდობიანი დიალოგის დაწყებას შეუწყობს ხელს. პრიზის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირი.  

„პრიზის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა კონკურსის გახსნის ცერემონიაზე. „საქართველოში მედია გარემო პლურალისტული, თუმცა პოლარიზებულია, რაც ქვეყნის პოლიტიკის პოლარიზებაშიც აისახება. დეზინფორმაცია და პროპაგანდა გამოწვევას წარმოადგეს არა მარტო ქართული მედია საშუალებებისთვის, არამედ ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის. ასეთი კომპლექსური პრობლემის გადასაჭრელად ერთი მარტივი და კონკრეტული პასუხი არ არსებობს, სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მედიის თავისუფლების მხარდაჭერას და ჟურნალისტური ეთიკისა და პასუხისმგებლობის გაძლიერებას.“

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულებს ექვს კატეგორიაში გამოავლენს. თითოეული მათგანისთვის ფულადი ჯილდო 1250 ევროს შეადგენს. ხოლო მეშვიდე კატეგორიის – მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის გამარჯვებული ერთთვიანი სტაჟირებით გაემგზავრება ლონდონში, ომისა და გაშუქების ინსტიტუტის სათავო ოფისში.    

„ჟურნალისტიკის მთავარი დანიშნულება არის საზოგადოების ინფორმირება. თუმცა, მრავალი წლის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჟურნალისტებს საზოგადოებების შეცვლაც შეუძლიათ,“ – ამბობს გოგიტა აფციაური, სპეციალური პრიზის 2014 წლის გამარჯვებული. „ჟურნალისტებს შეუძლიათ კონფლიქტის პროვოცირება, თუმცა, ამავე დროს, მის ტრანსფორმაციაშიც შეუძლიათ წვლილის შეტანა. ვფიქრობ, რომ მშვიდობის ჟურნალისტიკას შეუძლია შეცვალოს დაპირისპირებულ მხარეებში დამკვირდებული სტერეოტიპული დამოკიდებულებები და ხელი შეუწყოს ნდობის აღდგენას.“

ევროპის სადამკვირვებლო მისიის მოქმედმა ხელმძღვანელმა ქეით ფეირონმა მისიის საქართველოში ათწლიანი მუშაობის შეფასებისას აღნიშნა: „ჩვენ არ ვართ ჟურნალისტები, მაგრამ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სიზუსტეს სენსიტიური საკითხების გაშუქებისას. სპეციალური პრიზის მიზანია გამოავლინოს ისეთი ნაშრომები, რომლებიც იქნება სიღრმისეული და ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენასა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას რთულ რეგიონებში.“     

პრიზი გახსნილად გამოცხადდა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების „მედიის ევროპული სტანდარტი – ეთიკა და პასუხისმგებლობა“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით მოეწყო. დისკუსიაში მონაწილე ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა ისაუბრეს მედიის დამოუკიდებლობის, კანონმდებლობის, სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის შესახებ.

საქართველოში წამყვანი სამაუწყებლო კომპანიები ჯერ კიდევ არ არიან თავისუფალი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების გავლენისგან. დამოუკიდებელი მედია საშუალებები და ჟურნალისტები ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით განიცდიან პრობლემებს და ხშირად ექცევიან გარე ძალების გავლენის ქვეშ.    

„მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, საქართველოში მედია ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რაც ჟურნალისტიკის ელემენტარულ სტანდარტს წარმოადგენს,“ – განაცხადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა. „ასეთ ფონზე ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში არის ერთგვარი შეხსენება იმისა, რომ უნდა დავრჩეთ ჟურნალისტიკის ერთგულები, ვიყოთ მიუკერძოებლები და ობიექტურები.“   

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვმუშაობთ მედია გარემოს გასაუმჯობესებლად, პროგრესი მაინც ძალიან ნელია,“ – განაცხადა ორგანიზაცია „ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისში“ დირექტორმა ლაშა ტუღუშმა. „საქართველოში მედია პოლიტიკური თამაშის ნაწილია და ის გადაიქცა ინსტრუმენტად პოლიტიკური ძალების მიერ წარმოებულ ბრძოლაში. ჩვენ გვაქვს მედია პლურალიზმი, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ მივაღწიოთ მაღალი დონის დემოკრატიას… ბევრი მუშაობა გვჭირდება ამ სირთულეების გადასალახად.“ 

სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატიავა და ის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

2019 წელს ჟურნალისტიკის პრიზი გაიცემა შვიდ კატეგორიაში 2018 წლის 2 ნოემბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე გამოქვეყნებული ნაშრომებისთვის.   

პრიზის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

2018 წლის გამარჯვებული ნიკოლოზ გაბლიშვილი ამჟამად იმყოფება ლონდონში.

წინა წლების გამარჯვებულები არიან: ნინო ჩიფჩიური (2015), გვანცა დოლუაშვილი (2016) და ნინო გოგუა (2017).

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT