სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სურსათის უვნებლობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში

0 კომენტარი
 2019 წლის 3 სექტემბერი   ავტორი: ნინო თოპურიძე

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


რეგულაციების შემოღება ძირითადად მცირე მეწარმეებს დააწვება ტვირთად.

ნინო თოფურიძე  

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები საქონლის იდენტიფიკაციას ახდენენ (ფოტო: ზვიად ასანიშვილი).

სამოცდახუთი წლის პენსიონერი მანანა პარკოსაძე ხორცს ყოველთვის ბაზარში, ნაცნობ ყასაბთან ყიდულებს. პროფესიით ბიოლოგი ამბობს, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი რა საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული დაბინძურებული საკვები პროდუქტის მოხმარება, თუმცა თვლის, რომ ამის რისკი არცთუ ისე მაღალია.     

„ხორცს სულ ერთსა და იმავე მეხორცესთან ვყიდულობ,“ – ამბობს ის. „მართლია, მას შეიძლება არ ჰქონდეს პროდუქტის წარმომავლობის დამადასტურებელი საბუთები, მაგრამ მაინც ვენდობი, უკვე წლებია ამ ბაზარში მუშაობს. გარდა ამისა, სუპერმარკეტებთან შედარებით, ფასში დაახლოებით სამიდან ხუთ ლარამდეა სხვაობა, ნაჭერს გააჩნია, ამიტომ აქ ყიდვა უფრო მაწყობს.“  

პარკოსაძის მსგავსად, საქართველოში ბევრს ურჩევნია პროდუქტების ბაზარში შეძენა, რადგან მათი აზრით მცირე მეწარმის მიერ წარმოებული პროდუქტი უფრო ხარისხიანია. საქართველოში, სადაც დაახლოებით 350 000 საოჯახო მეურნეობაა და თითოს მინიმუმ ერთი საქონელი მაინც ჰყავს, სოფლად წარმოებულ პროდუქციას საკმაოდ კარგი გასავალი აქვს.    

თუმცა, ისინი, ვისი წარმოებაც მხოლოდ მცირე მასშტაბებს მოიცავს შიშობენ, რომ ახალი კანონმდებლობა, რომელიც შემდეგი წლიდან შედის ძალაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მათ საქმიანობას. ამჟამად, მხოლოდ დარეგისტრირებულ მეწარმეებს აქვთ ვალდებულება დააკმაყოფილონ სურსათის უვნებლობის სტანდარტები და გაიარონ შემოწმება.   

2020 წლიდან, საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესის ფარგლებში, ახალი რეგულაციები შეეხება მცირე მეწარმეებსაც. ისინი უნდა დარეგისტრირდნენ გადასახადების გადამხდელებად.   

დარგში დიდი ხნის გამოცდილების მქონე მეწარმეები ირწმუნებიან, რომ ახალი რეგულაციები ფასებს გაზრდის. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი აცხადებს, რომ ბევრი ფერმერი ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას, რადგან ვერ შეძლებს გაზრდილი ხარჯების დაფარვას. მაგალითად, მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმება დაახლოებით 300 ლარი ჯდება.    

„თუ ფერმერი ვერ დააკმაყოფილებს პროდუქციის წარმოების სტანდარტებს, ის საქონელს ბაზარში ვერ გაყიდის,“ – ამბობს გონაშვილი. „გარდა ამისა, მისგან საქონელს ვერ იყიდიან ვერც მსხვილი მწარმოებლები, ამიტომ, მათ ან უნდა შექმნან ისეთი საწარმოები, რომლებიც სურსათის უვნებლობის ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს ან მოუწევთ საქმიანობის შეწყვეტა, რაც უფრო სავარაუდოა. რასაკვირველია, ეს რეგულაციები მათ დააზარალებს.“

იმავეს ფიქრობს ვალერი თორგვაშვილი, თაფლის მწარმოებელი პანკისიდან.

„როდესაც საქმე ეხება თაფლს, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ქართული ბაზარი გაჯერებულია ამ პროდუქტით, ამიტომაც ფასი ზოგჯერ ძალიან დაბალია,“ – ამბობს ის. „ახალი რეგულაციების შემოღებით, მწარმოებლებს დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწევთ, რაც შემდეგ პროდუქტის ფასზეც აისახება. როდესაც მცირე  წარმოების მქონე ფერმერს პროდუქციის წარმოებისთვის დამატებითი ხარჯის გაწევა და მაღალი გასაყიდი ფასის დადება უწევს, ის მოგებას ვერ იპოვის, ამიტომ პროდუქციის წარმოებას აზრი ეკარგება.“ 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შედარებით იშვიათად აღინიშნება სურსათით გამოწვეული სერიოზული დაავადებები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2017-2018 წელს ყოველ 100 000 მოსახლეზე გამოვლინდა: ჯილეხის 60 შემთხვევა, აქედან ორი ფატალური შედეგით დასრულდა; ბრუცელოზის 394 შემთხვევა და სალმონელოზის 232 შემთხვევა.

უწყების მონაცემებით, ნაწლავური ინფექციის  – ძირითადად საკვებით მოწამვლის – 51,400 შემთხვევა დაფიქსირდა 2017 წელს, რაც 2015 წელთან შედარებით შემცირებულია – ამ წელს დარეგისტრირდა 66 000 შემთხვევა, თუმცა რეალური ციფრები, სავარაუდოდ, უფრო მაღალია.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მეწარმეების და პროდუქციის შემოწმებას სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) ახორციელებს, რაც 2014 წელს საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილია.  

ვეტერინარი ცხვარს სპეციალური ანტიპარაზიტული ხსნარით ამუშავებს (ფოტო: ზვიად ასანიშვილი).

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ევალება ხორცის, კვერცხის, თევზის, რძისა და რძის პროდუქტების შემოწმება ყველა ძირითად დაავადებაზე. გარდა ამისა, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს დაუგეგმავი შემოწმება, მომხმარებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ან თუ მეწარმემ ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები წინა შემოწმებების დროს.

თეორიულად, ყველა მეწარმე, ვინც ასეთი პროდუქციის წარმოებით არის დაკავებული უნდა იყოს დარეგისტრირებული, თუმცა, რეალურად, სახელმწიფო არ ფლობს საკმარის ბერკეტებს იმისთვის, რომ განახორცილოს დაურეგისტირებელი კომპანიების მონიტორინგი და კონტროლი.

მაგალითად, ევროპის ფონდის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, გაზრდილია შეუმოწმებელი ხორცის რაოდენობა. 2016 წელს ის 912 კგ-ს შეადგენდა,  ხოლო 2017 წელს მისი რაოდენობა 4,748 კგ-მდე გაიზარდა.

„ამ მომენტში, ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც საკვებ პროდუქტებს არაორგანიზებული წესით ყიდიან, გათავისუფლებულები არიან გადასახადებისგან და მათ სურსათის ეროვნული სააგენტო არ ამოწმებს, მაგრამ 2020 წლიდან სააგენტოს მიერ განისაზღვრება ტერმინი „არაორგანიზებული გამყიდველი“ და ამის შესაბამისად მოხდება ინდივიდუალური მეწარმეების კლასიფიკაცია“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ.

წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განახორციელოს 6,580 შემოწმება, რაც იმის გათვალისწინებით, რომ უწყებაში მხოლოდ 94 ინსპექტორია, საკმაოდ რთული იქნება. თითოეულ მათგანს მოუწევს 70 დაგეგმილი შემოწმების ჩატარება და გარდა ამისა, ამას ემატება დაუზუსტებელი რაოდენობის დაუგემავი შემოწმებებიც. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოაგვარებს სააგენტო ახლად დარეგისტრირებული მეწარმეების შემოწმებასაც.

მიუხედავად იმისა, რომ მცირე მეწარმეების ნაწილი შიშობს მათი საქმიანობის მომავალზე, ნაწილი თვლის, რომ რეგულაციების შემოღება აუცილებელია საქართველოში სტანდარტების გასაუმჯობესებლად და ყველა ფერმერისთვის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად.

2008 წელს გოჩა ღალაშვილმა დააფუძნა ქარხანა „ცივის ყველი“ და მას შემდეგ სულგუნის სახეობის ყველს აწარმოებს. მისი პროდუქცია იყიდება მთელ საქართველოში და ასევე ექსპორტზეც გადის აშშ-ში.

მისი თქმით, ამჟამად მთავრობა ორმაგ სტანდარტს იყენებს რეგისტრირებული და არარეგისტრირებული მეწარმეების მიმართ.

„ჩვენ გვიწევს კონკურენციის გაწევა არარეგისტრირებული მეწარმეებისთვის, რომლებიც არც რძის ხარისხს ამოწმებენ და არც სურსათის უვნებლობის სტანდარტებს აკმაყოფილებენ; როცა რეგისტრირებული მეწარმეები ნედლეულს ლაბორატორიულად ამოწმებენ, იხდიან გადასახადებს, დანერგილი აქვთ HACCP (საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა) – ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული. იმ დროს როცა, ჩვენ უარს ვამბობთ არაჯანსაღი, დაბინძურებული რძის შესყიდვაზე, არარეგისტრირებული ინდმეწარმეები აგროვებენ ყველანაირ რძეს და მისგან ყველს აწარმოებენ, რაც საშიშია მოხმარებისთვის. ”

ფერმებში წარმოებული პროდუქციის პრევალირება არის მისივე თქმით „იმის მიზეზი, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო რძის ხარისხის გაუმჯობესება. ქართული ბაზრის სამოცდაათი პროცენტი გაჯერებულია ასეთი პროდუქციით“.

ექსპერტებიც თანხმდებიან, რომ სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება აუცილებელია, განსაკუთრებით, თუ საქართველოს სურს წინსვლა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების თვალსაზრისით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი საქონელს ვაქცინაციას უტარებს (ფოტო: ზვიად ასანიშვილი).

„ქართველი მომხმარებლების და ფერმერების ინფორმირებულობა სურსათის უვნებლობის შესახებ, ისევე როგორც მათი ჩვევები, დაკავშირებულია, ერთი მხრივ, სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესახებ ცოდნის ნაკლებობასთან და მეორე მხრივ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ რეალობასთან“, – აცხადებს მიხეილ სოხაძე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი.

იგი „ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ეროვნული სისტემის“ (NAITS) პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოში, რომელიც ახორციელებს დასაკლავი საქონლის შესახებ მონაცემების შეგროვებას.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი სისტემა ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას გეგმავს“, – განმარტა სოხაძემ. „ეს პროგრამა უზრუნველყოფს სრული კონტროლის ჯაჭვს ფერმიდან სუფრამდე, დაწყებული ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებით და დამთავრებული ჩვენს თეფშზე მოხვედრილი მზა საკვების შემოწმებით“.

2027 წლამდე საქართველომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ფარგლებში ევროკავშირის სურსათის უვნებლობის 250 -ზე მეტი სტანდარტი უნდა დანერგოს.  

სტატია მომზადებულია IWPR-ის მიერ: Georgia Struggles with Food Safety Standards

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი ნინო თოპურიძე


მსგავსი სტატიები:


სუფთა წყლის პრობლემა საქართველოში
სექტემბერი 4, 2019

როგორ ვებრძოლოთ პლუტოკრატიას
აგვისტო 1, 2019


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT