სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

სუფთა წყლის პრობლემა საქართველოში

0 კომენტარი
 2019 წლის 4 სექტემბერი   ავტორი: თამარ სვანიძე

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


სახელმწიფოსა და უცხოელი დონორების მიერ დახარჯული მილიონობით ლარის მიუხედავად არასათანადო სანიტარული პირობები კვლავაც გამოწვევად რჩება.

თაკო სვანიძე  

წყაროს წყალი, რომელიც უწყვეტად მოედინება ამ ხელნაკეთი ონკანიდან, არის წყლის ერთადერთი წყარო სოფელ ნადარბაზევში (ფოტო: IWPR).

სოფელ ნადარბაზევის მკვიდრი ნიკოლოზ დათუნაშვილი ყოველდღიურად რამდენიმე საათს ხარჯავს წყლის შეგროვებაში.

ნადარბაზევი, გორის რაიონში, ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონაში მდებარეობს, ცხინვალთან ახლოს. მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო სოფელს და მის სამას მცხოვრებს 30 წელზე მეტია წყალი არ მიეწოდება.

ნიკოლოზს, რომელიც მარტო ცხოვრობს და ყავარჯნების დახმარებით გადაადგილდება, წყლის ასაღებად სოფლის ცენტრში სახელდახელოდ მოწყობილ წყაროზე უწევს სიარული.

„დღეში რამდენჯერმე მიწევს მოსვლა, მიჭირს, მაგრამ წყურვილი უფრო აუტანელია,“ – ამბობს ის. „აქ მოსვლას და წყლის შეგროვებას დიდი დრო მიაქვს, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ეს მაინც გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, წყურვილისგან დავიხოცებოდით”.

წყალმომარაგება და არასათანადო სანიტარული პირობები პრობლემაა მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი სოფლებში. ინფრასტრუქტურის ნაწილი ან მოძველებული ან კიდევ განადგურებულია, არის ისეთი ადგილები სადაც ის არც არასოდეს არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება მთავრობამ თავის პრიორიტეტად აქცია, ოფიციალური პირების განცხადებით, ვითარება რთულია და მისი მოგვარება დიდ დროსა და თანხებთან არის დაკავშირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (WHO/UNICEF) წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენის ერთობლივი მონიტორინგის პროგრამის (JMP) მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 63,000 ადამიანს, მოსახლეობის 1.6 პროცენტს არ გააჩანია ელემენტარული წვდომა წყალზე, მხოლოდ 27.2 პროცენტს აქვს კეთილმოწყობილი სანიტარულ პირობები, ხოლო 1,8 პროცენტს სველი წერტილები საზიარო აქვს ორ ან მეტ ოჯახთან.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 51 პროცენტს არ აქვს წვდომა თანამედროვე აბაზანასა და ტუალეტზე. 2018 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 1,81 მილიონი ადამიანი ანუ მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები ცხოვრობს ისეთ სახლებში, სადაც არის საკანალიზაციო სისტემა. ადამიანები კვლავაც სარგებლობენ გარე საპირფარეშოებით, რომლებიც არაჰიგიენური და მოუხერხებელია.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN- ის პროექტის მენეჯერის ვახო ქოჩორაძის აზრით, სუფთა წყლის და სანიტარული პირობების არქონას შორსმიმავალი ეფექტი აქვს.  

„მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია წყლის და სანიტარული პირობების ხელმისაწვდომობასთან“,- დასძინა მან. „წარმოიდგინეთ ოჯახი, რომელიც ნახევარ დღეს ხარჯავს წყლის შეგროვებაში, მაშინ როდესაც შეუძლია ეს რესურსები სხვა საქმეს მოახმაროს, რაც მათ ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. უწყლობა და სანიტარული პირობების არქონა სხვადასხვა დაავადების წყაროა. არაჯანსაღი საზოგადოება ვერ შექმნის დოვლათს და ეს ძვირი დაუჯდება სახელმწიფოს.”

ნიკოლოზ დათუნაშვილი ყოველ დღე რამდენიმე საათს ხარჯავს სასმელი წყლის შეგროვებაში (ფოტო: IWPR).

CENN-ის ორგანიზებით რეგიონებში შექმნილია WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) საბჭოები, რომლებიც ადგილზე ახდენენ ვითარების შესწავლას და ანალიზს. ქოჩორაძის თქმით, ხალხი იმდენად მიეჩვია ცუდ პირობებში ცხოვრებას, რომ უბრალოდ არ ესმის ნორმალური სანიტარული მდგომარეობის მნიშვნელობა.

„ჩვენ მოვისმინეთ შემთხვევები, როდესაც ხალხი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვდა გარე განათების ან სტადიონის მოწყობას და არა სასმელი წყლის ან კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას,“ – თქვა მან. „სამწუხაროდ, ადამიანები თვლიან, რომ უსაფრთხო წყალი და სანიტარული პირობები არ არის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისთვის. ისინი ასეთ პირობებში მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობენ და მიეჩვივნენ.”

საქართველოს მთავრობას ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარება ბიუჯეტის პრიორიტეტულ სფეროებად აქვს განსაზღვრული. 2019 წელს, ქვეყნის 13.1 მილიარდ ლარიანი ბიუჯეტის 19 პროცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოიყო, 500 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2018 წელს.

ამ 19 პროცენტიდან 300 მილიონი ლარი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გარემონტებისთვის არის გამიზნული.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია აღნიშნავს, რომ თანხა ძალიან მცირეა და ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს.  

„წყალმომარაგებისა და სანიტარული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან ძვირი ჯდება,“ – თქვა მან. „ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩვენ გვჭირდება რამდენიმე მილიარდი ლარი. შეზღუდული რესურსების გამო, პრიორიტეტების მიხედვით ვმოქმედებთ. ჩვენი მიზანია მოკლე დროში მოხდეს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება საქართველოს ყველა ქალაქში. ოთხ-ხუთ წელიწადში ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ. ამასთან ერთად, ვცდილობთ დავეხმაროთ მუნიციპალიტეტებსაც სოფლებში არსებული პრობლემების გადაჭრაში.“

„მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოს ყველა მოსახლის წყლით და სანიტარული პირობებით უზრუნველსაყოფად, უზარმაზარი რესურსებია საჭირო, მათ შორის გამოცდილება და ფული, რომელიც ამჟამად არ გვაქვს“.

კაციას აზრით, სეპტიკური ავზები არის ყველაზე გონივრული ვარიანტი პატარა სოფლებისთვის, რადგან „მსოფლიოში არსად არ არსებობს ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა სოფლებში, ეს ძალიან ძვირია და არარაციონალური. ამ ეტაპზე, ვატარებთ კვლევას, რომ ვიპოვოთ სოფლის დასახლებებისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.“

გორის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სამსახურის უფროსმა ბონდო მარუაშვილმა თქვა, რომ მიმდინარეობს მთელი რიგი პროექტების განხორციელება ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო დონორების დახმარებით, მაგრამ პრობლემები კვლავაც რჩება.  

მისი თქმით, 12.5 მილიონი ლარი იხარჯება გორის რაიონში წყალმომარაგების აღდგენის პროექტებზე. აქედან ყველაზე დიდი, 9,7 მილიონი ლარის ღირებულების, მუნიციპალური განვითარების ფონის მიერ არის დაფინანსებული და მოიცავს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე 11 სოფელში მცხოვრები ოჯახების წყლით უზრუნველყოფას.  

დაახლოებით სამი მილიონი ლარი გამოიყოფა მუნიციპალიტეტის 62 მილიონიანი ბიუჯეტიდანაც.

კასრიდან წყალი ჩაედინება პლასტმასის სათლში და მას სარეცხისთვის იყენებენ (ფოტო: IWPR).

„სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში არ გვაქვს იმედისმომცემი პერსპექტივა საკანალიზაციო სისტემის თვალსაზრისით, მაგრამ წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების კუთხით, საქმე კარგად მიდის“, – განაცხადა მან. „იმედი გვაქვს, რომ მალე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი მიიღებს სუფთა სასმელ წყალს. ბევრი საკუთარი ძალებით ცდილობს პრობლემასთან გამკლავებას და ეზოებში ჭებს აკეთებენ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მათ ვეხმარებით და უფასო ლაბორატორიულ მომსახურებას ვთავაზობთ წყლის ხარისხის შესამოწმებლად.“

ნადარბაზევის მოსახლეობას არ აქვს იმის იმედი, რომ წყლის პრობლემა მათ სოფელში მალე გადაიჭრება.

„ისე ვბანაობთ, როგორც გამოქვაბულის ხანაში; არც საშხაპეები გვაქვს და არც აბანოები, ზოგჯერ ხელის დაბანაც კი ჭირს,“ – ამბობს სოფლის მკვიდრი ელისო დათუნაშვილმა. „ჩვენ პატარა ბავშვი გვყავს და ამიტომ, ყველანაირად  ვცდილობთ, რომ სახლში წყალი გვქონდეს.“

მისი თქმით, ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, „სირცხვილია ასეთ საშინელ პირობებში ჰყავდეს თავისი მოქალაქეები.“

სტატია მომზადებულია IWPR-ის მიერ: Georgia’s Clean Water Problem

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი თამარ სვანიძე
თამარ სვანიძე IWPR-ის ჟურნალისტია საქართველოში.


მსგავსი სტატიები:


სურსათის უვნებლობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში
სექტემბერი 3, 2019

როგორ ვებრძოლოთ პლუტოკრატიას
აგვისტო 1, 2019


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT