სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ბოშები საქართველოში – ცხოვრება საზოგადოების მიღმა

0 კომენტარი
 2012 წლის 6 მარტი   ავტორი: შორენა ლათათია

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


მიუხედავად იმისა, რომ ბოშათა შესახებ საზოგადოებაში დადებითი განწყობის შესაქმენელად არაერთი ღონისძიება იმართება, ქართულმა საზოგადოებამ მაინც ცოტა რამ თუ იცის მათ შესახებ.ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ბოშათა კულტურის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, ბოშათა ცეკვისა და სიმღერის ფესტივალი იყო, რომელიც 2011 წლის ზაფხულში ჩატარდა.

ამ ფესტივალზე დასწრებისას მივხვდი რომ, მართალია, ხშირად მინახავს თუ როგორ ვაჭრობენ და მათხოვრობენ ბოშები თბილისის ქუჩებში, მაგრამ მათთან პირადი კონტაქტი არასოდეს მქონია.

ფესტივალზე ბოშათა კულტურის უკეთ გაცნობამ, გადამაწყვეტინა თბილისისი ერთ-ერთ გარეუბანში არსებულ ბოშათა დასახლებაში წავსულიყავი. ამ დასახლებაში ბოშათა დაახლოებით 17 ოჯახი ცხოვრობს.

როგორც კი დასახლებას მივუახლოვდი, ბოშა ბავშვებმა თამაში შეწყვიტეს და ღიმილიანი სახეებით დაიწყეს ჩემი თვალიერება.

ბოშები საქართველოში

„დეიდა ეს კამერაა? სურათები უნდა გადამიღოთ? გადამიღეთ რა“, – მეუბნეობა ერთ-ერთი მათგანი და სასაცილოდ პოზიორობს. (ფოტო: IWPR)

ამ აურზაურში, კიდევ 3 ბავშვი გვიერთდა, მათ შორის პატარა ჰადეც. ის  ჩემი ბეჭდითა და სამაჯურით ინტერესდება და მიუხედავად ჩემი განმარტებისა, რომ ბეჭედი მისთვის მეტისმეტად დიდია, მაინც დაჟინებით მთხოვს რომ ვაჩუქო.

 ბოშები საქართველოში

საბოლოოდ, ბეჭედს ვჩუქნი და სამაჯურს ჩემთვის ვიტოვებ. ამ გადაწყვეტილებით ჰადეც კმაყოფილი რჩება. შემდეგ ყველანი ვსხდებით და ლაპარაკს ვიწყებთ. (ფოტო: IWPR)

„სამი წელია რაც სკოლაში დავდივარ, თუმცა ჯერ არც წიგნები მიყიდია და არც რვეულები“,- მეუბნება ერთ-ერთი ბიჭი, ხვიჩა ალიმოვი.

მეორე დღეს სწავლა იწყება თუმცა ხვიჩა იქ მყოფთა შორის ერთადერთი ბოშაა ვინც სკოლაში მიდის. სხვები ძირითადად ვაჭრობითა და მათხოვრობით არიან დაკავებულნი.

ერთ-ერთი ბავშვის მამამ მეუბნება, რომ შვილისთვის განათლების მიღების  საჭიროებას ვერ ხედავს.

ბოშა ბავშვებისთვის საბაზისო განათლების მიღების უზრუნველყოფა სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა.

ბოშები საქართველოში

ამ ბავშვების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ საქართველოს განათლების სამინისტრო რთული ამოცანის წინაშე დგას. (ფოტო: IWPR)

ამავე სამინისტროს წარმომადგენლის ლელა ცქიტიშვილის თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ბოშათა ინტეგრაციას.

„როგორც წესი, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც  ბოშები სკოლებში არ დადიან. მაგალითად ეს შეიძლება იყოს  სიღარიბე, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების არარსებობა ან ენობრივი ბარიერი. ჩვენ ვცდილობთ მათ ამ პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ. მაგალითად, ვინაიდან კახეთში ბოშათა დასახლება სკოლისაგან მოშორებით მდებარეობს, ჩვენ   მათთვის უფასო ავტობუსები გამოვყავით და ამჟამად ბავშვები სკოლებში დადიან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

გზას ვაგრძელებ, უკან ჰადე მომყვება და  თავის სახლში მეპატიჟება. ორსართულიანი აგურის სახლის  ეზოში უამრავი ფერად-ფერადი სარეცხია გაფენილი.

შიგნით შევდივარ. ერთ-ერთ ოთახში 30 წლის ჯამალ ახმედოვი წევს, რომელსაც თირკმლის ქრონიკული დაავადება აქვს.

ბოშები საქართველოში

მძიმე ავადმყოფი ახმედოვების ოჯახის წევრი, რომელიც ვერ იღებს მკურნალობას საბუთების არ ქონის გამო. (ფოტო: IWPR)

ის თავის ისტორის მიყვება: „საქართველოში 11 წლის წინ აზერბაიჯანიდან გადმოვედი. მას შემდეგ ოჯახს ვაჭრობით ვინახავდი, მაგრამ  ახლა უკვე ერთი თვეა რაც ლოგინად ვარ ჩავარდნილი. როგორც კი საავადმყოფოში იგებენ, რომ არც საბუთები  მაქვს და არც ფული ჩემს მკურნალობაზე უარს ამბობენ“.

ახმედოვების ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ჯამალის დედის ნავაჭრია.

ჯამალს ხუთი შვილი ყავს, მათ შორის ყველაზე უმცროსი 5 თვისაა, უფროს – 13 წლის.  ახმედოვების ოჯახის არცერთ წევრს პირადობის მოწმობა არ აქვს. ისინი არც  სოციალური შეღავათების, საპენსიო თუ ჯანდაცვის ფონდების არსებობის შესახებ ფლობენ ინფორმაციას.

ახმედოვების ოჯახს ვემშვიდობები და გზას ვაგრძელებ. სახლთან ახლოს ელვირა მამედოვს ვხვდები, რომელიც მისი ორი შვილის ფოტოს მაჩვენებს და თავისი ისტორიის მოყოლას იწყებს.

„ჩემი ქმარი ციხეში ზის. ორი შვილი მყავს, ერთი გოგო და ერთი ბიჭი.  20 დღის წინ ჩემი გოგო პოლიციელებმა დააკავეს და ბავშვთა სახლში ჩააბარეს. მივედე ამ ბავშვთა სახლში, მაგრამ შვილს არ მატანენ. მეუბნებიან დაბადების მოწმობა გვაჩვენეო.   მე მისი დაბადების მოწმობა არ მაქვს და არ ვიცი როგორ მოვიქცე“, – მეუბნება ელვირა.

ბოშები საქართველოში

მამედოვას ისტორია – სახელმწიფო სისტემის ძირითადი ნაკადიდან გამორიცხვის რიგითი მაგალითია. (ფოტო: IWPR)

უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე,   რამოდენიმე ოჯახს  საზეიმოდ გადაეცა პირადობის დამადატურებელი დოკუმენტები. თუმცა ბოშათა უმეტესობას საქართველოში იდენტობის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი არ გააჩნია, რაც მათ ერთ-ერთ ყველაზე მარგინალურ ეთნიკურ ჯგუფად აქცევს.

იუსტიციის სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ხელისუფლება დაინტერესებულია ამ საკითხის მოგვარებით: „სამოქალაქო რეესტრი ეხმარება ყველა იმ ადამიანს, ვისაც საინდენტიფიკაციო დოკუმენტი სჭირდება. პირადობის მოწმობა და დაბადების მოწმოები ბოშებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უკვე გახდნენ საქართველოს მოქალაქეები და ქვეყნის სრულუფლებიანი წევრები. ჩვენი სურვილია დროულად აიღოს ყველამ საბუთები და გახდნენ  სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები“.

სახალხო დამცველის ოფისის განცხადებით, მთავრობამ უფრო მეტი უნდა იმუშავოს ბოშათა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებისა და საბაზო განათლების უზრუნველსაყოფად, ასევე მათი საცხოვრებელი პირობებისა გასაუმჯობესებლად.

მანამდე კი ბოშები თავად შეეცდებიან  გაიუმჯობესონ თავიანთი ცხოვრება.

ბოშები საქართველოში

დარინდა სეიტოვა თავის ოჯახს მათხოვრობით არჩენს. (ფოტო: IWPR)

„ოჯახს მათხოვრობით ვარჩენ, კეთილი ადამიანები მეხმარებიან“,- მითხრა დარინდა სეიტოვამ, რომელსაც ჩასახლებაში ვიზიტისას შევხვდი.

ორიგინალი: Gypsies Still on the Margins in Georgia

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.


მსგავსი სტატიები:


ოკუპაციის შედეგები საქართველოში
აპრილი 15, 2022

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

აზერბაიჯანი: თვითმკვლელობების საგანგაშო სტატისტიკა
ივლისი 1, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT