სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

„ისინი მე ვერ გამტეხენ,“ – აცხადებს პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი

0 კომენტარი
 2015 წლის 9 სექტემბერი   ავტორი: სამირა აჰმედბეილი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


სასამართლოზე ხადიჯა ისმაილიმ, რომელსაც მოსამართლეებმა შვიდწელიწად-ნახევარი მიუსაჯეს განაცხადა, რომ მოწმეებს გაყალბებული ჩვენებები ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

ხადიჯა ისმაილოვ

ხადიჯა ისმაილოვა 2013 წლის 6 იანვრის პროტესტის დროს ბაქოში (წყარო: civil-forum.az)

ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილი, რომელიც ერთი ბრალდებით იყო დაკავებული, ცხრა თვის შემდეგ სულ სხვა მუხლით გაასამართლეს.

1 სექტემბერს ბაქოს სასამართლომ ისმაილის შვიდწელიწად-ნახევარი მიუსაჯა. ის 2014 წლის დეკემბერში დააკვეს და ბრალად „ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა“ წაუყენეს. თუმცა, პროკურატურას საქმის „შეკერვა“ გაუჭირდა, მით უმეტეს, რომ „მსხვერპლმა“ სასამართლომდეც და სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემის დროსაც განაცხადა, რომ საჩივრის უკან გატანა უნდოდა, რადგან მისი თქმით, ისმაილის წინააღმდეგ საჩივარი მას იძულებით დააწერინეს.

გათავისუფლების ნაცვლად, ისმაილი საპატიმროში დარჩა, ოღონდ ამჯერად სხვა ბრალდებების საფუძველზე, რომელთა შორისაც არის თანხების გაფლანგვა და გადასახადებისათვის თავის არიდება. ანალოგური ბრალდებებით იმყოფებიან პატიმრობაში ხელისუფლების სხვა ოპონენტებიც, მათ შორის ლეილა და არიფ იუნუსები.

ისმაილი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წაყენებული ბრალდებით გაამართლეს, რაც მისი ადვოკატის, ფარიზ ნამაზლის აზრით, წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან აზერბაიჯანულ სასამართლოებს ძირითადად გამამტყუნებელი განაჩენები გამოაქვთ. „აშკარად არ უნდოდათ, რომ სრული ფარსი გამოსულიყო“.

ნამაზლი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

ისმაილი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი დაპატიმრება ხელისუფლების მაღალჩინოსნების ფინანსური დანაშაულების გამოძიებას უკავშირდებოდა.

სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ისმაილიმ განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე გამოაშკარავდა სიმართლე – „სისხლის სამართლის საქმე იყო შეთითხნილი, მოწმეებზე განხორციელდა ზეწოლა, ჩვენებები მიღებული იყო ძალდატანებით და ზოგიერთ შემთხვევაში ხელმოწერებიც გააყალბეს.“

მისი თქმით, ხელისუფლებამ მას ვერაფერი მოუხერხა. „ისინი იქექებოდნენ ჩემს პირად ცხოვრებაში, მაგრამ ვერ გამტეხეს. მაშანტაჟებდნენ, მაგრამ არ ავყევი. თხუთმეტი ან ოცდახუთი წელიც რომ მომისაჯონ ვერ გამტეხენ,“ – განაცხადა მან.

პროკურორები ისმაილის საუბარს აწყვეტინებდნენ, თუმცა ის მაინც აგრძელებდა. მოსამართლეებმა კი სასამართლო დარბაზი ისე დატოვეს, რომ მას ჯერ საუბარი არ ჰქონდა დასრულებული.

ხადიჯას დედა, ელმირა იყო იმ მცირერიცხივანთა შორის, რომელთაც სასამართლოზე დასწრების უფლება მისცეს.

„ხადიჯა განაჩენს ჩვეული სიმშვიდით ისმენდა და იღიმოდა, როგორც ყოველთვის,“ – განაცხადა მან სასამართლოს შემდეგ. „ადამიანებს, რომლებიც სამართლიანობისთვის იბრძვიან შესწევთ უნარი აიტანონ წართმევაც და სასჯელიც. ის დააპატიმრეს, მაგრამ მის გაჩუმებას ვერ შეძლებენ.“

ოპოზიციური პარტია სახალხო ფრონტის ლიდერი ალი ქარიმლი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ჟურნალისტი ციხეში ჩასვა „მისი გამოძიებებისთვის შურის საძიებლად, რათა არ მომხდარიყო მათი კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავება.“

„თუმცა, ისინი შეცდნენ,“ – დასძინა მან. „რეპორტიორები საერთაშორისო საგამომძიებლო ჟურნალისტური ორგანიზაციიდან ამჟამად მუშაობენ ხადიჯას დაუსრულებელ გამოძიებებზე. ხუთი თუ ექვსი სქელტანიანი საქმე უკვე დაიბეჭდა მისი დაპატიმრების შემდეგ.“

ამ გამოძიებების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ხადიჯას პროექტში.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მრჩეველმა ალი ჰასანოვმა გამოხატა წუხილი იმის გამო, რომ ვიღაცები სასამართლოს პოლიტიზებას ცდილობენ. ისმაილი ხომ, ბოლოს და ბოლოს, დამნაშავედ ცნეს იმ ბრალდებებით, რომლებიც აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული ჟურნალისტობასთან, განუცხადა მან საინფორმაციო სააგენტო APA-ს.

მისი თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის მშენებლობით არის დაკავებული, რომელშიც ჟურნალისტები დაბრკოლებების გარეშე შეძლებენ მუშაობას. მისი სიტყვებით, ჟურნალისტები არასოდეს იდევნებოდნენ მათი საქმიანობის გამო, ამიტომ „მიუღებელია რეალობის დამახინჯების მცდელობა“ და სურათის წარმოდგენა ისე, თითქოს ჟურნალისტებს დევნიან.

ჰასანოვი თითს იშვერს და ადანაშაულებს „გარკვეულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლობებს და მთელ რიგ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს.“

მართლაც, იმ ორგანიზაციათა ჩამონათვალი, რომლებმაც განაჩენი გააპროტესტეს საკმაოდ წამომადგენლობითია.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ისინი „ძალიან შეწუხებული არიან“ გამოტანილი განაჩენის გამო და ასევე იმ „ანგარიშების გამო, რომლებიც გამოძიებისა და სასამართლოს მიმდინარეობის დროს მომხდარ დარღვევებს ეხება, მათ შორის მოწმეების ჩვენებების და სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გაქრობა.“

„ეს საქმე არის აზერბაიჯანაში სისტემატურად მიმდინარე ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის პრესის თავისუფლების შეზღუდვის, კიდევ ერთი მაგალითი.“

მსგავსი განცხადებები გაავრცელეს ევროპის საბჭომ და ეუთომაც, რომელთა წევრიც არის აზერბაიჯანი.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტორბიონ იაგლანდის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ის გადაწყვეტილების დეტალურად გაცნობას მოითხოვს და საუბრობს „აზერბაიჯანული სასამართლო სისტემის სისტემურ ნაკლოვანებებზე და ადამიანის უფლებათა დამცველების და ჟურნალისტების წინააღმდეგ აღძრული საქმეების საშიშ ტენდენციაზე, რაც სავალალო შედეგემდე მიიყვანს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას.“

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იზაბელ სანტოსი ისმაილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

„ქ-ნი ისმაილოვას მისი საქმიანობის გამო არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. თავისი ქვეყნის სასამართლო სისტემისგან კი ჯილდოდ ციხეში გრძელვადიანი პატიმროება მიიღო. ჩემთვის ნათელია, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პასუხი ისმაილოვას საქმიანობაზე, რომელიც ქვეყნის ლიდერ საჯარო პირებს კორუმპირებულ საქმიანობაში ამხელდა.  ყოველი დევნილი ან დაპატიმრებული ჟურნალისტით, უფლებადამცველით ან სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტით აზერბაიჯანი სულ უფრო და უფრო შორდება დემოკრატიულ ღირებულებებს და ეუთოს ადამიანის უფლებათა ვალდებულებებს,“ – განაცხადა სანტოსმა.

სასამართლოს განაჩენს საკმაოდ მკაცრი განცხადებებით გამოეხმაურნენ ორგანიზაციები რეპორტიორები საზღვრებს გარეშე და Human Rights Watch. ეს უკანასკნელი აზერბაიჯანისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის მოწოდებითაც კი გამოვიდა. Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორის კენეტ როტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით „აზერბაიჯანმა აჩვენა, რომ მზადაა ძირი გამოუთხაროს კანონს, ოღონდაც მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე იძიოს შური.“

სამირა აჰმედბეილი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი სამირა აჰმედბეილი
სამირა აჰმედბეილი, IWPR-ის რედაქტორი აზერბაიჯანში.


მსგავსი სტატიები:


ოკუპაციის შედეგები საქართველოში
აპრილი 15, 2022

ჩიხში მოქცეული სამართალი
მარტი 20, 2017

აზერბაიჯანი: თვითმკვლელობების საგანგაშო სტატისტიკა
ივლისი 1, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT