არსებულ მგომარეობაში აუცილებელია ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა და ხელისუფლების მიერ დიალოგის წარმართვა.
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) საქართველოს წარმომადგენლობა მოუწოდებს პანკისში მომუმაშავე მედია საშუალებების ხელმძღვანელებს უზრუნველყონ ჟურნალისტები ელემენტარული ფიზიკური უსაფრთხობის საშუალებებით:
– ჩაფხუტი (საკმარისია სამშენებლო ჩაფხუთი წარწერით პრესა)
– ჟილეტი წარწერით პრესა
– დახურული სათვალე
– ფეხის დამცავი ფარი (შესაძლებელია სპორტული წვივის დამცავი საშუალება და პლასტმასის სამუხლე)
პოლიცია ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტი. მას არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს ჟურნალისტს რომლის იდენტიფიცირება თვალნათლივ შესაძლებელია.
პროტესტის მონაწილეებს და პანკისში მყოფ პოლიციის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ:
– დაუყოვნებლივ შეწყდეს დაპირისპირება
– გაეწიოს სამედიცინო დახმარება დაშავებულებს
– ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმუხტონ სიტუაცია და დაუყოვნებლივ დაიწყონ დიალოგი და მოლაპარაკებები ადგილობრივ მოსახლეობასთან