სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

IWPR-ის გამოძიების შედეგად ქალთა გენიტალური დასახიჩრების კრიმინალიზაცია მოხდა

0 კომენტარი
 2017 წლის 14 თებერვალი   ავტორი: რეგიონული მედიის ქსელი

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


სახელმწიფო მანკიერ პრაქტიკას საკანონმდებლო ნაბიჯებით და ცნობიერების ამაღლებით უპირისპირდება.

IWPR

გოგონების წინადაცვეთის პროცედურას ყვარლის რაიონის სამ სოფელში თივში, სარუსოსა და ჩანთლისყურეში ატარებენ (ფოტო: აიდა მირმაკსუმოვა).

IWPR-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, საქართველოში ქალთა წინადაცვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდა.

საქართველოს მთავრობის და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა განხადებით, მათ საქართველოში ასეთი პრაქტიკის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

სტატიის მიხედვით, ყვარლის რაიონში, ეთნიკური ავარელებით დასახლებულ სოფლებში, წინადაცვეთის პროცედურა ბავშვობაში ასობით გოგონას უტარდება. (იხილეთ: საქართველში გოგონათა წინადაცვთის ფაქტები გამოვლინდა).

2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ სტატიას დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ სახელმწიფო უწყებები, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის  აპარატი.

„პირველი, რაც გავაკეთე, იყო ის, რომ შევხვდი არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროს და IWPR-ის წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიმეღო ამ პრაქტიკის შესახებ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ. „მინდოდა უფრო მეტი გამეგო, სხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ, როგორ უმკლავდებიან ისინი ამ პრობლემას, რათა შესაბამისად დაგვეგეგმა სამომავლო ღონისძიებები.    

„ასევე შევხვდი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, სადაც განვიხილეთ მოკლე და გრძელვადიანი გეგმები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,“ – დასძინა მან. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა ცვლილებების პაკეტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. ამ კონვენციის მიხედვით, ქალთა წინადაცვეთა დასჯადი ქმედებაა. ცვლილებების დამტკიცება პარლამენტის უახლოეს სესიაზე უნდა მოხდეს.

ამის პარალელურად, რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ სამივე სოფელში, სადაც შეხვდნენ ადგილობრივ სასულიერო პირებს და იმყოფებოდნენ რამდენიმე ოჯახში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით თივის საჯარო სკოლაში მოეწყო შეხვედრა მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით გოგონათა წინადაცვეთისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ დაიბეჭდა ბროშურა.

სოფო ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალთა წინადაცვეთის საკითხთან დაკავშირებით დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

„ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია და სახელმწიფოს მხრიდან ფრთხილ მიდგომას საჭიროებს,“ – განაცხადა მან. „ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ისეთი არასასურველი შედეგები, როგორიცაა პრაქტიკის უარყოფა და მისი იატაკქვეშ გადანაცვლება.“

მისივე სიტყვებით, პირველი ნაბიჯი არის ცნობიერების ამაღლება.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თემის წევრებს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ პრაქტიკის თანმხლები გართულებების შესახებ, როგორც სამედიცინო, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. იმედი გვაქვს, რომ კანონმდებლობისა და კვალიფიცირებული სპეციალისტების დამხარებით შევძლებთ გოგონათა წინადაცვეთის პრაქტიკის პრევენციას“.

ავარელების უმეტესობა თვლის, რომ წინადაცვეთის რიტუალი მათი ტრადიციის განუყოფელი ნაწილია (ფოტო: აიდა მირმაკსუმოვა).

IWPR-ის საგამომძიებლო სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ მედიაშიც.თემა გააშუქა ქვეყნის წამყვანმა მედიასაშუალებებმა, როგორც ახალ ამბებში, ასევე პოპულარულ ტოქშოუებსა და საავტორო გადაცემებში. სტატია გადაიბეჭდა სხვადასხვა გამოცემების მიერ და ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია სოციალურ ქსელებში.  

„სტატიამ საზოგადოების ყურადღება მიაპყრო საქართველოში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის გამოვლენის არა ფართოდ გავრცელებულ, თუმცა უკიდურესად სასტიკ ფორმას, რომელიც ვერაფრით ვერ იქნება გამართლებული ვერანაირი „ტრადიციით,“ – განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

„ცნობიერების ამაღლება ქალთა წინადაცვეთის, როგორც ძალადობის უკიდურესი ფორმის შესახებ, ასევე საგანმანათლებლო ღონისძიებები იმის შესახებ, თუ რა გართულებებს იწვევს წინადაცვეთა გოგონათა და ქალთა ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პრაქტიკის კანონით აკრძალვა.“   

კვაპილოვამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებები, ისევე როგორც სახალხო დამცველის აპარატი, განსაკუთრებული სერიოზულობით მოეკიდნენ ამ საკითხს.

„სახალხო დამცველი იმყოფებოდა ადგილზე, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან და სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან საუბრისას მას დაუდასტურეს, რომ აქაურ გოგონებს უტარებდნენ ე.წ. „ნათლობის“ რიტუალს,“ – განაცხადა მან.  

„სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო ეს პრაქტიკა, როგორც ძალადობის გამოვლენის უკიდურესი ფორმა და ადამიანის უფლებათა დარღვევა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს, როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე ასევე მის პიროვნულ კეთილდღეობაზე. განცხადებას მოჰყვა განხილვა ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებთან, რომლებმაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პრობლემის ეფექტურად მოგვარებისთვის აუცილებელია საგანმანათლებლო კუთხით მუშაობა, იმის ახსნა, თუ რა ზიანს აყენებს ქალის ჯანმრთელობას წინადაცვეთა.

„საკითხს სრული სერიოზულობით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც, სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორები, რომლებიც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ იბრძვიან,“ – დასძინა კვაპილოვამ.

2016 წლის დეკემბერში, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, „ქალთა უფლებების სფეროში მნიშვნელოვანი პრობლების გამოვლენისთვის,“ სტატიის ავტორი აიდა მირმაკსუმოვა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

საქართველოს ჟურანალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია ძველიშვილის განმარტებით, ჟიურიმ აიდა მირმაკსუმოვასთვის სპეციალური პრიზის გადაცემა იმიტომ გადაწყვიტა, რომ „ამ შემთხვევების [გოგონათა წინადაცვეთის] შესახებ არავინ არაფერი იცოდა.“

„ეს ნამუშევარი საფუძვლად დაედო ქალთა საკითხების შესახებ ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიას არამარტო საზოგადოებაში, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრს შორის,“ – განაცხადა მან. „როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ საგამომძიებლო სტატიას მოჰყვა საკანონმდებლო ცვლილებები. ამიტომაც, ჟიურის გადაწყვეტილებით, სწორედ ეს ნაშრომი გახდა 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი სტატია.“

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი რეგიონული მედიის ქსელი


მსგავსი სტატიები:


საქართველოში გოგონათა წინადაცვეთის ფაქტები გამოვლინდა
ნოემბერი 8, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT