სანდო ინფორმაცია გვაძლიერებს | ანალიტიკა და გამოძიება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • აქტივობები
  • მულტიმედია
    • პოდკასტები
      • დევნილთა ამბები
        • სამეგრელო ზემო-სვანეთი
        • შიდა ქართლი
      • მთავარი მოვლენების მიღმა
      • რადიოჟურნალი ”აქცენტი”
    • ფოტო გალერეა
      • ქართველი ავარელები
      • დროში გაყინული ქალაქი
      • წაშლილი ეთნიკური საზღვრები
      • 2008 წლის აგვისტოს ექო
      • ღია მაცივარი
    • ვიდეო
  • რეგიონული ამბები
    • აზერბაიჯანი
      • წერილები ციხიდან
    • საქართველო
    • სომხეთი
  • წევრები
    • რეგისტრაცია
  • განცხადებები
  • მედია სკოლა
    • მედიის შესახებ
    • სახელმძღვანელოები
  • კონტაქტი

ჯარისკაცის სიკვდილმა აზერბაიჯანელები აღაშფოთა

0 კომენტარი
 2013 წლის 25 იანვარი   ავტორი: Mirian Koridze

1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading ... Loading ...


ხელისუფლება იძულებულია უპასუხოს ძლიერ საზოგადოებრივ უკმაყოფილებას, რომელიც ახალწვეულის სიკვდილმა გამოიწვია.

იდრაკ აბასოვი – კავკასია

 

საპროტესტო აქციის მონაწილეები ახალწვეულის სიკვდილთან დაკავშირებით სიმართლის გაგებას ითხოვენ (ფოტო: იდრაკ აბასოვი)

 

მეორე ჯარისკაცი ზეინალ ზეინალოვი, რომელმაც გასული წლის დეკემბერში თავი მოიკლა. დროშის წინ ფოტოზე გუბადოვი (ფოტო: იდრაკ აბასოვი)

ახალწვეულების მოპყრობასთან დაკავშირებით დემონსტაციამ საყოველთაო მღელვარება გამოიწვია (ფოტო: იდრაკ აბასოვი)

დემონსტრაციის მონაწილეს პოლიცია აკავებს (ფოტო: იდრაკ აბასოვი)

18 წლის ახალწვეულის სიკვდილმა ათასობით აზერბაიჯანელი ქუჩაში გამოიყვანა. გასულ კვირას გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლებისაგან სათანადო პასუხს ითხოვდნენ.

ჯეიჰუნ გუბადოვს  ჯარში მხოლოდ სამი თვე ჰქონდა ნამსახურევი როცა ის 7 იანვარს ჯერ-ჯერობით დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი სიკვდილი ბოლო დროს ჯარში მომხდარი ტრაგედიებიდან ერთ-ერთია უკანასკენლია.

სამხედრო რეფორმების მომხრეების განცხადებით ძალადობა აზერბაიჯანულ არმიაში ჩვეულებრივი მოვლენაა, ბევრი ჯარისკაცი სხვისი ან თავისივე ხელით იღუპება.

თავდაცვის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრის „დოქტრინა“ მონაცემებით გასულ წელს ჯარში არასაბრძოლო ვითარებაში 77 ჯარისკაცი გარდაიცვალა, აქედან გარდაცვალების მიზეზი 19 შემთხვევაში იყო თვითმკვლელობა, 16 ავტო-საგზაო შემთხვევა, 14 ავადმყოფობა, 11 „კანონდარღვევა“, 8 დაუდგენელი გარემოება და ერთიც საერთოდ აუხსნელი.

პროკურატურა გუბადოვის შემთხვევაში, ჯარისკაცის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად  გულის შეტევას ასახელებდა, თუმცა პოზიცია მას შემდეგ შეცვალა რაც გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც გარდაცვლილის ტანზე ძალადობის კვალის არსებობას ადასტურებდა.

გარდაცვლილი ჯარისაკაცის დედამ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სოციალური მედიის საშუალებებით სცადა, მისი განცხადება „ჩემი შვილი ცემით მოკლეს, დამეხმარეთ დამნაშავეთა დასჯაში“ ელვისსისწრაფით გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

ფეისბუკის და ტვიტერის საშუალებით 12 იანვარს, ბაქოს ცენტრში დემონსტრაციის ორგანიზება მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შეკრებებისა და დემონსტრაციების მოწყობა წინასწარ გაცემული ნებართვის გარეშე უკანონოა, მიტინგი მაინც ხალხმრავალი იყო. ჟურანლისტების შეფასებით დაახლოებით 2000-3000 ადამიანი იქნებოდა შეკრებილი.

(იხილეთ სტატია „აზერბაიჯანში მომიტინგეებს მკაცრი სანქციები ემუქრებათ“, რომელიც აღწერს აზერბაიჯანის ხელისუფლების ახალ საკანონმდებლო ინიციატივას საპროტესტო აქციების შეზღუდვების თაობაზე.)

აზერბაიჯანისათვის უჩვეულოდ, განრისხებული საზოგადოების პროტესტმა მთელი ქვეყანა მოიცვა და ხმა ხელისუფლებასაც მიაწვდინა.

ორი ჯარისკაცი გარდაცვლილი გუბადოვის საჯარისო ქვედანაყოფიდან, ლეიტენანტი ვეისალ აგაევი და ახალწვეული მუგადაშ გურბანოვი უკვე დააპატიმრეს.

თავდაცვის მინისტრის საფარ აბიევის ბრძანებით  გენერალ როვშან აკბაროვს, რომელიც იმ ნაწილს ხელმძღვანელობდა სადაც გუბადოვი მსახურობდა ოფიციალური საყვედური გამოეცხადა, ბაზის მეთაური ფოლად ჰაშიმოვი ჩინით ჩამოაქვეითეს პოლკოვნიკიდან მაიორამდე, ხოლო მეთაურის მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ელდარ საბიროვის განცხადებით გუბადოვის სიკვდილი „დიდი დანაკლისია ჩვენი არმიისათვის“.

„ყველაზე გულცივი ადამიანიც კი ვერ გაუძლებს ასეთ მწუხარებას. ამიტომაც ვიზიარებთ და თანავუგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც დამწუხრებულია ჯეიჰუნის გარდაცვალების გამო,“ ამბობს ის.

საპარლამენტო უმრავლესობის, „იენი აზერბაიჯანის“ ლიდერი მურაბიზ გურბანლი შეეცადა არ ჩამორჩენოდა საზოგადოებრივ განწყობას და 12 იანვრის დემონსტრაციასთნ დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება გამოხატა.

„ახალგაზრდების აქცია შადრევნის მოედანზე მშვიდობიანი იყო. პროტესტი ჯეუჰუნ გუბადოვის დაღუპვამ გამოიწვია, მონაწილეებმა თავიანთი სათქმელი თქვეს და შედეგიც მიიღეს,“ ამბობს ის.

სავარაუდოდ არა პოლიციის თანამშრომლებმა, აქციის დაახლოებით 120 მონაწილე დააკავეს, მათი ნაწილი მანქანით ქალაქიდან 50 -100 კმ მოშორებით გაიყვანეს და იქ ჩამოყარეს.

აზერბაიჯანში ჟურნალისტთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის განცხადებით აქციის დროს ჟურნალისტებს არ ეძლეოდათ საშუალება შეესრულებინათ თავიანთი სამუშაო. თავად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ემილ ჰუსეინოვს პოლიციელმა გულ-მკერდში ჩაარტყა მაშინ, როცა ის კამერით გადაღებას ცდილობდა.

14 იანვარს აქციის 22  მონაწილე დააჯარიმეს, ჯარიმის თანხა 300დან 600 მანათამდე მერყეობდა. დაჯარიმებულებმა გადაწყვიტეს ჯარიმის თანხა 10,500 მანათი, რაც დაახლოებით 22,000 ლარზე მეტია, ხურდა ფულის სახით გადაეხადათ.

„ეს ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ რათა გაეპროტესტებინათ ჯარისკაცის სიკვდილი, უფრო სწორად მისი მკვლელობა, ამის გამო კი ისინი დააჯარიმეს,“ ამბობს ფარვიზ აზიმოვი, ერთ-ერთი აქტივისტი. „ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ მთლიანი თანხა ხუთ ქიაფიკიანებით (აზერბაიჯანული ხურდა ფული) შეგვეგროვებინა, იმედია მათ ამის გამო შერცხვებათ.“

თუმცა პროტესტი არ იყო ღიად პოლიტიკური, ოპოზიციური პარტიის „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა ალი კერიმლიმ თავისი მხარდაჭერა გამოხატა აქციის მონაწილეების მიმართ და განაცხადა ,რომ “დროა ხელისუფლებამ შეწყვიტოს ჯარისკაცების სიკვდილზე თვალის დახუჭვა“.

„ასეთი ქმედებების შეჩერება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. მთავარია დაწესდეს ჯარზე საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლი, და ყველა დამნაშავე წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე,“ ამბობს ის. „ ეს კი ნიშნავს იმას, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი…ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს ნება და  ჯარში რეფორმები განახორციელოს. ეს გარდაუვალია, სხვაგვარად ხალხი არ გაჩერდება და ეს სულაც არ წაადგება ხელისუფლებას.“

იდრაკ აბასოვი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.

გააზიარე:

  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
    გააზიარე

ავტორი Mirian Koridze


მსგავსი სტატიები:


ვაქცინაცია და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აპრილი 26, 2022

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები
ნოემბერი 2, 2016

აზერბაიჯანში რეფერენდუმი საპროტესტო აქციებით აღინიშნა
სექტემბერი 25, 2016


  • სახელმძღვანელოები

    • ნიუსრუმი დეზინფორმაციის...
      აპრილი 23, 2021
    • მედიის სახელმძღვანელო...
      აგვისტო 17, 2020
    • ანტიპროპაგანდული სახელმძღვანელო
      ივლისი 9, 2018
    • მშვიდობის გაშუქების...
      მარტი 26, 2016
    • როგორ დავწეროთ სტატიის...
      მარტი 26, 2016

  • დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

  • ძებნა

  • არქივები

  • 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი EUMM IWPR ადამიანის უფლებები აზერბაიჯანი არმენ კარაპეტიანი არშალუის მგდესიანი არჩევნები აფგან მუხტარლი აფხაზეთი განათლება განცხადებები დევნილები ევროკავშირი ეკატერინა პოღოსიანი ეკონომიკა ვაჰე ჰარუტუნიანი თურქეთი ილჰამ ალიევი ირანი კავკასია კონფლიქტი კორუფცია ლგბტ მედია მთიანი ყარაბაღი ნურგულ ნოვრუზი ომი პოლიტპატიმრები ჟურნალისტიკა რუსეთი რჩეული სამირა აჰმედბეილი სამხრეთ ოსეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო სერჟ სარგსიანი სირია სიტყვის თავისუფლება სომხეთი ტრენინგი ქალები ქალთა უფლებები შაჰლა სულთანოვა ჯანდაცვა




Institute for War and Peace Reporting | ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი | © 2007-2022

CREATIVE COMMONS–ის ლიცენზია
ვებგვერდის ფორმა და შინაარსი დაცულია Creative Commons-ის არაკომერციული 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის ფარგლებში
.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
პარამეტრებითანახმა ვარ
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytics
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.
Others
Other uncategorized cookies are those that are being analyzed and have not been classified into a category as yet.
SAVE & ACCEPT